იტალიაში მოღვაწე ქართველი ექიმი, ლაურა ემრაშვილი საზოგადოებას მიმართვას

იტალიაში, მილანში მოღვაწე ქართველი ექიმი, ლაურა ემრაშვილი საზოგადოებას მიმართვას. – ყველას უმორჩილესად გთხოვთ, ნუ ლანძღავთ ექიმებსსა და სამედიცინო პერსონალს ერთი ხელის მოსმით, ნუ აყვებით ნურავის სადამსჯელო თუ გულისტკივილის გამომხატველ, მოწოდებებს!!! ექიმი იმდენჯერ კვდება, რამდენჯერაც პაციენტი ეღუპება.

მე იმ ბედნიერ ექიმთა რიცხვს მივეკუთვნები, ვისაც არ ბევრი პაციენტი დაღუპვია!
11 წელი ვმუშაობდი ისეთ ზონაში, სადაც ყოველი წუთი იყო ნაღმის აფეთქების ტოლფასი! ამაში ჩემი კოლეგებიც დამეთანხმებიან, რომელთაც, ჩემს სატელეფონო ზარზე, საგანგაშო მზადება ჰქონდათ ყოველთვის.კომა, კოლაფსი, შოკი, დამწვრობა, მოტეხილობა, მოწამვლები, მათ შორის ბოტულიზმი, ბინაზე მშობიარობის გართულებები და უამრავი მძიმე ისტორია. მე, 11 წელი მშვიდად არ მიძინია.
პირველი პაციენტი 24 წლის უკან, 2 თვის ახალშობილი გარდამეცვალა  და დღესაც ისე მტკივა გული, როგორც იმ ღამეს.

მეორე შემთხვევაში, გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალბატონი, გველის ნაკბენით, მე არ ვიყავი სამუშაო ადგილზე, მაგრამ მტკივა მოუშუშებლად, ორი პატარა გოგონა დაობლდა. დღესაც დამნაშავედ ვგრძნობ თავს მათს წინაშე, თუმცა, ჩემი იქ ყოფნითაც შესაძლოა იგივე შედეგი დამდგარიყო!!!
 
მართლაც ძალიან განვიცდი ახალგაზრდა ქალბატონის, მედდის გარდაცვალებას. ის მსოფლიო სტატისტიკისთვის შეიძლება დაბალი პროცენტული მაჩვენებელია, მაგრამ ოჯახისთვის, შვილია, დედაა, მეუღლეა და ყველა ჩვენგანისთვის დიდი ტრაგედიაა.

ნუ ლანძღავთ სამედიცინო პერსონალს, ისინი გარდაცვლილის ოჯახის წევრების მსგავსად, არანაკლებ მძიმე მდგომარეობაში არიან. Exclusivetv.geხათუნა შარაძე

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1715095963

ახალი ამბები

ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 2000 ლარს, ხოლო ამ ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები - 1000 ლარს მიიღებენ

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების სახით - 2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში...

ფაშიზმზე გამარჯვების დღე

1715095661

ახალი ამბები

საქართველოს სავალუტო რეზერვები გაიზარდა

აპრილში საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 36 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 4.8 მილიარდი დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ სავალუტო რეზერვების მთლიან მაჩვენებელში 529,4 მილიონი დოლარის ოქროა, რაც საერთო მ...

ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს

1715092094

სოციალური მედია

„ვგიჟდები შენზე, საოცარი გოგო ხარ“ - შორენა ბეგაშვილი იტალიაში მოგზაურობს

მოდელი და მსახიობი შორენა ბეგაშვილი ხშირად მოგზაურობს, ის საკმაოდ აქტიურია სოციალურ ქსელში. ამჯერად შორენა ინსტაგრამზე იტალიაში მოგზაურობის კადრებს აქვეყნებს, სადაც შეუდარებლად გამოიყურება. საზოგადოებ...

შორენა ბეგაშვილი

1715088432

სოციალური მედია

„დგანან ეს მართლა რუსის ლაქიები, დსთ-ში საქართველოს შემთრევები, რუსებზე ყველაფრის გამყიდველები და ჩვენ გვეძახიან რუსეთუმეებს“ - გიორგი გამსახურდია

„დგანან ეს მართლა რუსის ლაქიები, დსთ-ში საქართველოს შემთრევები, რუსებზე ყველაფრის გამყიდველები და ჩვენ გვეძახიან რუსეთუმეებს. აი ეს არის სითავხედის ბოლო სახე, სასწრაფოდ უნდა მოხდეს მათი ლუსტრაცია!!!!“...

გამსახურდია

1715087268

ახალი ამბები

7 მაისის ვალუტის კურსი

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6800 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6797 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის...

სს