იტალიაში პური და პასტაც გაძვირდა
იტალიაში, საწვავის ფასის და კომუნალური გადასახადების გაზრდის შემდეგ, ფასმა მოიმატა პურზე და ფქვილპროდუქტებზეც. "რეკორდული" რიცხვი ფერარაში დაფიქსირდა, სადაც 1 კგ პურის ფასი 9.8 ევრო იყო. რუსეთ-უკრაინის ომის გამო, წინასწარი ვარაუდით შესაძლოა ფასებმა 15-დან 30%-მდე მოიმატოს.
მიუხედავად სოფლის მეურნეობის მინისტრის სტეფანო პატუანელის განცხადებისა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, სარდინიასა და ლიგურიის რეგიონების სუპერმარკეტებში მოსახლეობის მხრიდან უკვე შეიმჩნევა გარკვეული პროდუქტის გადამეტებით შეძენის ფაქტები.
გაზრდილია პასტის ფასიც. ამ მხრივ ყველაზე ძვირი სარდინიის ადმინისტრაციული ცენტრი კალიარია, სადაც ერთი კილო პასტა, 4.7 ევრო ღირს. პური საშუალოდ - 5.31 ევრო. ვენეციაში პურის ფასი 5.52-დან 8.5 ევრომდე მერყეობს. პურის ფასი 6 ევროს სხვა ისეთ დიდ ქალაქებშიც აჭარბებს როგორიცაა მილანი, ბარი, ბოლონია და მოდენა და ა.შ.
ამ მხრივ ყველაზე ეკონომიურ ქალაქებად ნეაპოლი, კოზენცა და ბენევენტო რჩებიან, სადაც ფასი 2-დან 2.65 ევრომდე მერყეობს.
„ნამდვილად არის ნედლეული და პროდუქტი, რომელთაც კონფლიქტში ჩართულ, ან კონფლიქტთან ძალიან ახლოს მყოფი ქვეყნებისგან ვყიდულობთ და რომლებმაც საკმაოდ საეჭვო კომერციული არჩევანი გააკეთეს, მაგალითად ასეთია უნგრეთი, მაგრამ ჩვენ ასევე გვაქვს ჩვენივე წარმოება, რომელიც გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ სუპერმარკეტებს მომარაგების მხრივ პრობლემები არ შეექმნებათ. მოქალაქეებს უნდა მივაწოდოთ მესიჯი, რომ მშვიდად იყვნენ და რომ სუპერმარკეტების თაროებზე შტურმის საფუძველი არ არსებობს,“ - აცხადებს სტეფანო პატუანელი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📌 იტალიაში, მომატებული ფასების გამო, მოსახლეობამ ბუნებრივი აირის და ელექტროენერგიის ქურდობა დაიწყო
📌 Green Pass-ი - 31 მარტიდან იტალიაში შეზღუდვების ნაწილი უქმდება
📌 იტალიის პოლიცია დღეიდან ელექტროშოკური იარაღის გამოყენებას იწყებს
📌 რატომ აკავებენ საქართველოს მოქალაქეებს იტალიაში - ყალბი პასპორტების საქმე
1791012275
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 3 ოქტომბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
3 ოქტომბერს ქუთაისში წვიმას ელოდებიან, დღისით +19 და ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა იქნება ოზურგეთშიც. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმიანი დღეა მოსალ...
1791008280
ახალი ამბები„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით საავტომობილო გადაადგილება რამდენიმე ქუჩაზე დროებით იზღუდება
„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო გადაადგილება დროებით იზღუდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, 3 ოქტომბრის 01:00 საათამდე საგზაო მოძრაობა ნაწილობრივ იზღ...
1791006597
ახალი ამბებიდღეს თბილისობაა - დღესასწაული დედაქალაქის ხუთ ადგილზე აღინიშნება
3-4ოქტომბერს, „თბილისობა“ მასშტაბურად, ქალაქის ხუთ ადგილზე აღინიშნება, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. დედაქალაქის მერიის ცნობით, რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანთან ერთად, ვიზიტორებს გუდიაშვ...
1791006463
ახალი ამბებისაარჩევნო უბნები გაიხსნა - კენჭისყრა დაწყებულია
დღეს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება. ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში შუალედური არჩევნები მაჟორიტარული სისტემით ტარდება. ამომრჩე...
1790973812
სპორტისაქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა
საქართველოსა და უნგრეთის ეროვნული ნაკრებების საფეხბურთო მატჩი დასრულდა. მოწინააღმდეგე გუნდმა გოლის გატანა შეძლო და ანგარიშია 1:0, უნგრეთის ეროვნული ნაკრებების სასარგებლოდ. 35-ე წუთზე ანგარიში მილოშ კე...































