რატომ აკავებენ საქართველოს მოქალაქეებს იტალიაში - ყალბი პასპორტების საქმე
საქართველოს მოქალაქეები, ხშირად ევროპის თუ სხვა ქვეყნებში გადასვლის მიზნით სხვადასხვა ხერხებს მიმართავენ.
იტალიის საემიგრაციო სამსახურის - კვესტურის, ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიულ კლინიკების აკრედიტებული ქართველი თანამშრომელი, ტორინოში მცხოვრები ცირა სურმავა, იტალიაში მცხოვრებ თანამემამულეებს საჭირო და მნიშვნელოვან რჩევას უზიარებს.
exclusivetv.ge-ს მკითხველს ვთავაზობთ ქართველი თარჯიმნის პასუხს ჩვენს კითხვაზე:
„უკვე მეოთხე შემთხვევაა, რაც ტურინის აეროპორტში (კაზელლე) ინგლისში არალეგალურად გადასვლის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს მოქალაქეები დააკავეს. დოკუმენტი, რითაც ქართველები საზღვრის კვეთას გეგმავენ იმდენად უხარისხო ნამუშევარია რომ პასპორტის შემოწმებამდე (გამწვანებამდე) უკვე აღძრულია საქმე.
მათთან, 3 წუთიანი გასაუბრების დროს ვცდილობ რჩევა მივცე, მაგრამ უკვე დაკავებულები არიან და გვიან არის.
მიმდინარე წლის თებერვალში ოთხი გამოძახება მქონდა ტორინოს აეროპორტის პოლიციიდან. საქართველოს მოქალაქეებს აკავებენ ყალბი პასპორტებით საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას. ეს არის ძირითადად ლატვიის პასპორტები. პასპორტი უნდა გამწვანდეს შემოწმებისას, მაგრამ ამ პასპორტების ხარისხი, ისე ცუდია რომ მესაზღვრეები ხელის შეხებითაც ცნობენ, მის არავალიდურობას.
პირებს, ვინც ინგლისში გადასვლას ყალბი პასპორტით ცდილობს, საქართველოს პასპორტი ან დატოვებული აქვთ სადმე ან თან არ აქვთ. ასეთ შემთხვევაში, მათ რამდენიმე თვე ციხე ემუქრებათ. თუ საზღვრის ყალბი პასპორტით გადაკვეთის სურვილის მქონე პირი, მესაზღვრესთან ქართულ პასპორტს წარადგენს, მოხდება მათი იდენტიფიცირება და სასამართლო პროცესიდან განთავისუფლდებიან. რა თქმა უნდა თუ პროცესი ექსცესების გარეშე ჩატარდა. ამ ფორმით, ისინი დეპორტსაც ასცდებიან და ტურისტულად მუდამ შეძლებენ იტალიაში შემოსვლას.
სამწუხაროდ, გამოძახებაზე მისულს, პოლიციის უფროსმა მითხრა, რომ ბოლო დროს ინგლისში ყალბი პასპორტით გადასვლის სურვილი მქონე ქართველების რაოდენობა საგრძნობლად მომრავლდაო.
ცხადია ყალბი პასპორტებით სარგებლობას არავის ვურჩევ, მაგრამ რადგან ნებსით თუ უნებლიეთ ამ გზას ირჩევენ, გაითვალისწინონ და თან იქონიონ ქართული პასპორტიც.“ - აღნიშნა ჩვენთან საუბარში ცირა სურმავამ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📌 იტალიის პოლიცია დღეიდან ელექტროშოკური იარაღის გამოყენებას იწყებს
📌 იტალიის პრემიერის, მარიო დრაგის ძმა ავარიაში მოყვა
📌 Green Pass-ი - 31 მარტიდან იტალიაში შეზღუდვების ნაწილი უქმდება
📌 იტალიაში პური და პასტაც გაძვირდა
📌 იტალიაში, მომატებული ფასების გამო, მოსახლეობამ ბუნებრივი აირის და ელექტროენერგიის ქურდობა დაიწყო
1791038926
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: IRI-ის მონაცემებმა დიდი იმედგაცრუება გამოიწვია აგენტურულ - არასამთავრობო თუ ე.წ. პოლიტიკურ ფლანგზე, დამერწმუნეთ, „ქართულ ოცნებას“ მინიმუმ ორჯერ მეტი შედეგი აქვს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ „ირაკლი კირცხალიამ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე მედიასთან IRI-ის კვლევის შედეგები შეაფასა. მისი გა...
1791035887
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: დღეს ოთხ მუნიციპალიტეტში - საკრებულოს შუალედური არჩევნები მაჟორიტარული სისტემით იმართება, ამომრჩეველს ტრადიციულად მოვუწოდებთ მაქსიმალური აქტივობისკენ, თუმცა, ციფრები გვეუბნება, რომ აქტივობა საკმაოდ მაღალია ყველგან
„როგორც ცნობილია, დღეს ოთხ მუნიციპალიტეტში - ახმეტაში, დმანისში, წალკასა და ვანში - წარმომადგენლობითი ორგანოს, საკრებულოს შუალედური არჩევნები მაჟორიტარული სისტემით იმართება. ამომრჩეველი აღნიშნული მუნ...
1791033571
ახალი ამბებიირაკლი შატაკიშვილი მთავრობისადმი ნდობის რეიტინგში საქართველოს შედეგზე: ეს არის ძალიან ღირსეულად მოპოვებული და დამსახურებაზე დაფუძნებული შედეგები
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი შატაკიშვილი აფასებს მთავრობისადმი ნდობის რეიტინგს, სადაც საქართველო ევროპის საუკეთესო ხუთეულში. მისი თქმით, ეს ღირსეულად...
1791028598
ახალი ამბებიცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით საარჩევნო უბნებზე 901 (40.49%) ამომრჩეველი მივიდა
საარჩევნო ადმინისტრაცია განაგრძობს ამომრჩევლებისა და არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირებას კენჭისყრის დღის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ...
1791026468
ახალი ამბებინიკოლოზ მეტრეველი გიორგი დავითაძის საქმეზე: უმძიმესი ბრალდება გაჟღერდა, მაგრამ მძიმე ბრალდებას ძალიან დამაჯერებელი მტკიცებულებაც სჭირდება, მხოლოდ ხმაური აღარ არის საკმარისი იმისთვის, რომ ხალხი ავტომატურად ქუჩაში გამოვიდეს
„ოპოზიცია და მათი ტელევიზიები უკვე 14 წელია ერთი და იგივე კერძს, სახელად „რევოლუციას“, ხარშავენ, თუმცა ყოველ ჯერზე საკუთარ რიგებში პოლიტიკურ აჯაფსანდალს იღებენ“, - წერს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი...































