“იტალიური სინდრომი” - დაავადება, რომლითაც ემიგრანტი ქალბატონები იტანჯებიან - ინტერვიუ ფსიქოკონსულტანტ ნონა მაჭარაშვილთან

რამდენიმე წლის წინ, საზოგადოება აქტიურად ალაპარაკდა დაავადებაზე "უცნაური" სახელწოდებით - "იტალიური სინდრომი". როდესაც თემას ჩავუღრმავდით, მართლაც უცნაური მოვლენის წინაშე აღმოვჩნდით. ახალმა რეალობამ, იგულისხმება სტაბილურად მზარდი მიგრაციული პროცესი, ახალ დაავადებას "ჩაუყარა საფუძველი", რომლის პირველი ნიშნები ემიგრაციაში ყოფნის დროს ჩნდება და სრული ფორმით თავს ემიგრანტის სამშობლოში დაბრუნების შემდეგ იჩენს. 

აღნიშნული, დიდი პრობლემის შესახებ, პედაგოგი, ტრანსფორმაციული ქოუჩი და ფსიქოკონსულტანტი ნონა მაჭარაშვილი გვესაუბრება. ქალბატონი ნონა, 2014 წლიდან თავად ემიგრანტია იტალიაში. არის ააიპ "ქართული ემიგრაციისა და დიასპორის ინსტიტუტის" ხელმძღვანელი. ორგანიზაცია "ქ ე დ ი" არის პირველი სადამკვირვებლო ორგანიზაცია უცხოეთის საარჩევნო უბნებზე. ასევე ემიგრანტებს ეხმარება სამართლებრივი, დისკრიმინაციული და ფსიქოლოგიური საკითხების მოგვარებაში. ახლო მომავალში ფართო სპექტრის ასოციაციის ამოქმედებას გეგმავს. ახალ პროექტში, სხვა მნიშვნელოვან საკითხთან ერთად, ფსიქოლოგიური დახმარებისა და რეინტეგრაციის თემასაც ექნება ადგილი დათმობილი.

- ნონა, რომ განგვიმარტოთ, რა არის "იტალიური სინდრომი" და რატომ მიენიჭა აღნიშნულ დაავადებას ეს სახელწოდება?

- "იტალიური სინდრომი" არის დასახელება სოციალური დეპრესიული ფორმისა, რომელიც 2005 წელს აღმოაჩინეს უკრაინელმა ფსიქიატრებმა იმ ქალბატონებში, რომლებიც დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან (ძირითადად იტალიიდან) წლების შემდეგ დაბრუნდნენ. სამშობლოში დაბრუნებულებს, ყველას თითქმის მსგავსი სიმპტომები აღენიშნებოდათ.

- თუ მოხდა „იტალიური სინდრომისთვის“ დაავადების სტატუსის მინიჭება, ძირითადად ვინ ავადდება იტალიური სინდრომით და როგორია პირველი სიმპტომები?

- ,,იტალიური სინდრომის" შესახებ ვრცელი საუბრები, ჯერ კიდევ არ დაწყებულა, არადა, ქართულ ემიგრაციაშიც საკმაოდ მწვავე, თუმცა, მაინც  კულუარული თემაა.

სოციალური დეპრესიის ამ ფორმას, როგორც აღვნიშნე, სწორედ უცხო ქვეყანაში ყოფნის დროს უყალიბდება პირველადი და არა მხოლოდ პირველადი სიმპტომები...  ეს სიმპტომებია: წონის უეცარი კლება, ძილის დარღვევა, შიში, შფოთვა, აპათია, სევდა, ფიზიკური და გონებრივი ასთენია, სიცილიდან ტირილზე უეცარი გადასვლა, ან - პირიქით და ზოგ შემთხვევაში სიკვდილზე, ან თვითმკვლელობაზე ფიქრი.

სინდრომის გამოვლინების უპირველესი ნიშანი კი არის ზოგადი დემოტივაცია ცხოვრებაში.

- კონკრეტულად რა იწვევს მას?

- მიზეზები შესაძლებელია იყოს: მანძილი საყვარელ ადამიანებთან, უცხო გარემოში მოხვედრა; ენის ბარიერი; შრომის კოდექსის და სხვა კანონმდებლობის არცოდნა, რაც,რიგ შემთხვევაში არა მხოლოდ ფსიქოლოგიური ტრავმისა და დეპრესიის, არამედ, დისკრიმინაციის მიზეზიც ხდება.

- რა სიმპტომები ახასიათებს, უკვე შორს წასულ დაავადებას?

- ,,იტალიური სინდრომი" ფაქტობრივად, სრულყოფილ ფორმას იძენს სამშობლოში დაბრუნების შემდეგ. არადა, თითქმის ყველა ემიგრანტის ოცნებაა სამშობლოში დაბრუნება. სწორედ ეს სინდრომია მიზეზი იმისა, სხვა გარემოებებთან ერთად, რომ ოჯახში დაბრუნებულნი უცხოდ გრძნობენ თავს და სხვადასხვა, მათთვის ამოუხსნელი ფსიქოლოგიური გამოვლინებებით ისევ დაუფიქრებლად იღებენ ბილეთს უკან დასაბრუნებლად. ან, რჩებიან გაუცხოებულ გარემოში და მიუხედავად ოჯახში ყოფნისა, დაკარგულად და არასრულყოფილად გრძნობენ თავს. რთულ ფორმებში კი, მეტი არასასიამოვნო სიმპტომი ვლინდება, რომელიც ოჯახის წევრებისთვისაც თვალშისაცემი, მაგრამ ამოუხსნელია.

- როგორია მკურნალობის მეთოდი და თუ ხდება მედიკამენტური ჩარევა?

- ,,იტალიური სინდრომის" განკურნება, დეპრესიის კონტექსტში ხდება. რადგან როგორც აღვნიშნე, ეს არის სოციალური დეპრესიის ერთ-ერთი სახე. სიცხადისთვის კი დავასახელებ სოციალური დეპრესიის კიდევ ერთ მაგალითს, რომელსაც ჰქვია „დიდი დეპრესია“ და 10 წლის განმავლობაში (1929-39წწ) მძვინვარებდა განვითარებად ქვეყნებში. ეს დეპრესია მილიონობით ადამიანს შეეხო, რაც გამოწვეული იყო ეკონომიკური პარამეტრების მიწასთან გასწორებით და მისი თანამდევი პროცესებით, რაც რეკორდული უმუშევრობით გვირგვინდებოდა.

ზოგადად, დეპრესია კი არის ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება ნეგატიური განწყობით, სევდით, დათრგუნულობით, თვითშეფასების გაუარესებით, ცხოვრებისადმი ინტერესის დაკარგვით.

დეპრესია შეიძლება გამოიწვიოს ბიოლოგიურმა, ფსიქოლოგიურმა, სოციალურმა და ცხოვრების წესთან დაკავშირებულმა სხვადასხვა ფაქტორმა. ის მოქმედებს როგორც ადამიანის ქცევაზე, ისე გრძნობებსა და ფიქრებზე. ღრმა ფორმამ კი შესაძლებელია გამოიწვიოს ინტერესის სრული დაკარგვა ყოველივე იმის მიმართ, რაც ადამიანს უყვარდა და სიამოვნებას ანიჭებდა ე.წ. ანჰედონია.

- დეპრესია საიდან მოდის?

- დეპრესია დგება  სხვადასხვა გაუნეიტრალებელი ფსიქოლოგიური ტრავმების, ემოციების შაბლონებისგან, რომელიც დაგროვდა ადამიანში, როგორც სისტემაში და დეპრესიის სახით მისი გადაწვა გამოიწვია. ბევრია სასაუბრო იმაზეც, თუ რა ფიზიკურ დაავადებებს იწვევს ფსიქოლოგიური ტრავმები - არც ერთი დაავადება არ ჩნდება, ფსიქოლოგიური მოცემულობის გარეშე, ყველა ფიზიკური ავადობის საწყისი ფსიქოლოგიურ ტრავმაში დევს.

თუ ადამიანს უკვე აქვს ზემოთ აღნიშნული სიმპტომები, არ უნდა დათრგუნოს და მიაჩუმათოს. არამედ, უნდა აღიაროს და განსაზღვროს, თუ რომელ ემოციებში აგდებს მას ეს სიმპტომები და გადარჩენის რომელ ინსტინქტებამდე მიჰყავს. მაგალითად, თუ აქვს შიში ან შფოთვა, რისი გაკეთება უნდა ამ დროს მის სხეულს სახელი უნდა დაერქვას, ეს მნიშვნელოვანია თვითგამორკვევისთვის. თუ ადამიანს ამის გაკეთება დამოუკიდებლად უჭირს, უნდა მიმართოს ფსიქოკონსულტანტს.

დეპრესიის ნებისმიერი ფორმა და მათ შორის სოციალური დეპრესიის ეს ფორმაც  99% -ით განკურნებადია, საწყის ფორმებში ფსიქოკონსულტირებით, შედარებით სიღრმეებში კი ფსიქოთერაპიით და მედიკამენტური ჩართულობით.

- დამოუკიდებლად რის გაკეთებაა შესაძლებელი და რა შეიძლება მოიმოქმედოს პიროვნებამ პრევენციის მიზნით?

- უპირველესად, მოიშორეთ თავიდან ცუდი ფიქრები. ერთმა ფილოსოფოსმა ადამიანის ფიქრები ჩიტებს შეადარა - ,,რა თქმა უნდა, ჩვენ არ შეგვიძლია, დავუშალოთ ჩიტებს ჩვენს თავზე გადაფრენა, მაგრამ ბუდეს გაიკეთებენ თუ არა, ეს მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული" - სწორედ ასეთი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს ადამიანს ფიქრებთან მიმართებაში და ცუდ აზრებს არ მისცეს გონებაში ჩასახლების საშუალება. ხშირად შეივსეთ ენერგიები, შეიყვარეთ საკუთარი თავი, მოეფერეთ, გაუფრთხილდით მას და გაანებივრეთ ხანდახან დამსახურებული, თუნდაც პატარა საჩუქრებით; აკეთეთ საყვარელი საქმე, დაკავდით ჰობით, ისეირნეთ ბუნებაში, იქონიეთ კავშირი მიწასთან და შეიგრძენით თავი დიდი სამყაროს ნაწილად და არა საიდანღაც მოწყვეტილად და დაკარგულად; გამოიყენეთ თქვენს ხელთ არსებული შესაძლებლობები კარგი კუთხით - შეიმეცნეთ სამყარო და ის ქვეყანა, სადაც გიხდებათ ყოფნა; ჩაეწერეთ ენის კურსებზე, წინასწარ შეუთანხმდით დამსაქმებელს სამუშაო პირობებზე და აუცილებლად დაიტოვეთ დასვენების დღე; დაისახეთ მიზნები და იღვაწეთ მის შესასრულებლად, რომ სამშობლოში ღირსეულად დაბრუნდეთ და არა დეპრესიის ღრმა ფორმით შეპყრობილი; ინტეგრაციისთვის კი წაიღეთ შეძენილი გამოცდილება და არა „იტალიური სინდრომი“. 

ნინა მამუკაძე

იტალია|ფლორენცია

🔵 ასევე დაგაინტერესებთ: 

პიზის ქართული საკვირაო სკოლა, პატარა ქართველებისთვის, სწავლას განაახლებს

ფრთხილად! რომის მეტროში მომპარეს საფულე, დოკუმენტები” - ემიგრანტი ჟურნალისტი იტალიიდან

იტალიური ფოტოგამოფენა თბილისში

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1715092094

სოციალური მედია

„ვგიჟდები შენზე, საოცარი გოგო ხარ“ - შორენა ბეგაშვილი იტალიაში მოგზაურობს

მოდელი და მსახიობი შორენა ბეგაშვილი ხშირად მოგზაურობს, ის საკმაოდ აქტიურია სოციალურ ქსელში. ამჯერად შორენა ინსტაგრამზე იტალიაში მოგზაურობის კადრებს აქვეყნებს, სადაც შეუდარებლად გამოიყურება. საზოგადოებ...

შორენა ბეგაშვილი

1715088432

სოციალური მედია

„დგანან ეს მართლა რუსის ლაქიები, დსთ-ში საქართველოს შემთრევები, რუსებზე ყველაფრის გამყიდველები და ჩვენ გვეძახიან რუსეთუმეებს“ - გიორგი გამსახურდია

„დგანან ეს მართლა რუსის ლაქიები, დსთ-ში საქართველოს შემთრევები, რუსებზე ყველაფრის გამყიდველები და ჩვენ გვეძახიან რუსეთუმეებს. აი ეს არის სითავხედის ბოლო სახე, სასწრაფოდ უნდა მოხდეს მათი ლუსტრაცია!!!!“...

გამსახურდია

1715087268

ახალი ამბები

7 მაისის ვალუტის კურსი

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6800 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6797 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის...

სს

1715086355

სპორტი

კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის 30-ე ტურის MVP გახდა

გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის 30-ე ტურის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.  Laola1-ის ჩატარებულ გამოკითხვაში ქართველმა ყველაზე მეტი ხმა მიიღო - ხმების 36%. მან აჯობა...

კიტეიშვილი

1715084181

სოციალური მედია

„მინდა რომ სვანებს ერთდროულად ვუთხრა სამძიმარი და მადლობა“ - გიორგი კეკელიძე

ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მესტიაში, სოფელ ნაკრასში დაღუპული ახალგაზრდების გამო, სრულიად სვანეთს სამძიმარს უცხადებს. ამასთან კეკელიძის თქმი...

ააა