იცით თუ არა, რომ ჯინსის ქსოვილის სამშობლო იტალიის ქალაქი გენუაა?

იცით თუ არა, რომ ჯინსის ქსოვილის სამშობლო იტალიის ქალაქი გენუაა? იტალიის ქალაქი გენუა იტალიურად გამოითქმის ჯენოვა “Genova” ქალაქი, რომლისგანაც სათავეს იღებს მსოფლიოში განთქმული ქსოვილი „ჯინსი“ „Jeans“.

ქსოვილი გამძლე, ბუნებრივი, რომლისგანაც შექმნილა ყველა სიტუაციისთვის შესაფერისი სამოსი, სამსახურიდან დაწყებული, ელეგანტურ თუ გასართობ საღამოებზე მიღებული, მსოფლიოში ცნობილი და ყველა ფენის საზოგადოებისათვის მისაღები: შარვლები, ქურთუკები, ქვედაბოლოები. გარდა ამისა ქსოვილი, რომელიც გამოიყენება ინდუსტრიაში, ერთი სიტყვით ეგრეთ წოდებული ლურჯი ქსოვილი, რომელზედაც მსოფლიო შეყვარებული გახდა, პირველად მე-16-ე საუკუნეში, ქალაქ გენუაში შეიქმნა.
 
თავდაპირველად მისგან, ინგლისისკენ მიმავალი გემის აფრები იკერებოდა. ინგლისელები მას „Blue jeans”-ს უწოდებდნენ, რომელიც ფრანგულად ლურჯ ქსოვილს ნიშნავს, ხოლო იტალიურად „blu di Genova” (ჯენოვას ლურჯი, იგივე გენუას ლურჯი) ეწოდა. შარვალი რომელიც ამ ქსოვილისგან შეიკერა, გაფორმებული იყო მეტალის ღილებით და სპილენძის ფერი ძაფით იყო შეკერილი, რომელსაც 5 ჯიბე ჰქონდა. ყველაზე პატარა ჯიბე, რომელიც გამოკერებული იყო დიდი ჯიბის შიგნით, განკუთვნილი იყო ჯიბის საათის სატარებლად. ამ სტილის შარვლებს გენუას ნავსადგურში მეზღვაურები ატარებდნენ.

მოგვიანებით 1873 წელს ქსოვილი Jeans შეისყიდა ამერიკაში მოღვაწე ემიგრანტმა Denim, რომელსაც სან ფრანცისკოში დაარსებული ჰქონდა ბრენდი Levi Strauss & Go და სწორედ ამერიკაში შეიკერა პირველი ჯინსის შარვალი Levis Strauss.&Go. შარვლები შეიკერა შახტაში მომუშავე მუშებისათვის, რადგან ქსოვილი საკმაოდ გამძლე იყო და დიდხანს ძლებდა. შემდეგ ამას მოჰყვა სხვადასხვა მოდელის შარვლები, განსხვავებული სახის საქმიანობისათვის, მათ შორის ცხენოსნებისათვის – Cowboy jeans. გაჩნდა ახალ მოდელის ჯინსებიც.

ჯინსის შარვალი, როგორც ყოველდღიური მოხმარების ჩასაცმელი, რომელიც სხვადასხვა სოციალურმა ფენამ ჩაიცვა, მას შემდეგ დაიწყო, როდესაც მსახიობმა მარლონ ბრანდომ მთავარი როლი შეასრულა ფილმში „The wild One“ სადაც აცვია „Levis Strauss &GO“-ს ჯინსის შარვალი. 1953 წლიდან ჯინსის შარვალი მოდაში შემოვიდა და მას შემდეგ აღარასდროს გადასულა მოდიდან!

იტალიის ქალაქი გენუა კი დღესაც ამაყობს ამ ქსოვილის შექმნისათვის და თავს Jeans-ის სამშობლოდ მიიჩნევს.

თუკი თქვენ ამ ქალაქის ანტიკურ პორტში მოხვდებით აუცილებლად შეამჩნევთ 18 მეტრი სიგრძის ჰაერში დაკიდული ჯინსის შარვალს, რომელიც 2004 წელს 600 ძველი ჯინსის შარვლის ნაჭრებისგან შეიქმნა იმის გასახსენებლად და მაუწყებლად, რომ თქვენ იმყოფებით იმ ქალაქის ნავსადგურში, საიდანაც მსოფლიოში პირველად ეს ლურჯი ქსოვილი გავიდა და სამუდამოდ დაიპყრო მსოფლიო მოდის სამყარო!

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1715095963

ახალი ამბები

ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 2000 ლარს, ხოლო ამ ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები - 1000 ლარს მიიღებენ

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების სახით - 2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში...

ფაშიზმზე გამარჯვების დღე

1715095661

ახალი ამბები

საქართველოს სავალუტო რეზერვები გაიზარდა

აპრილში საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 36 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 4.8 მილიარდი დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ სავალუტო რეზერვების მთლიან მაჩვენებელში 529,4 მილიონი დოლარის ოქროა, რაც საერთო მ...

ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს

1715092094

სოციალური მედია

„ვგიჟდები შენზე, საოცარი გოგო ხარ“ - შორენა ბეგაშვილი იტალიაში მოგზაურობს

მოდელი და მსახიობი შორენა ბეგაშვილი ხშირად მოგზაურობს, ის საკმაოდ აქტიურია სოციალურ ქსელში. ამჯერად შორენა ინსტაგრამზე იტალიაში მოგზაურობის კადრებს აქვეყნებს, სადაც შეუდარებლად გამოიყურება. საზოგადოებ...

შორენა ბეგაშვილი

1715088432

სოციალური მედია

„დგანან ეს მართლა რუსის ლაქიები, დსთ-ში საქართველოს შემთრევები, რუსებზე ყველაფრის გამყიდველები და ჩვენ გვეძახიან რუსეთუმეებს“ - გიორგი გამსახურდია

„დგანან ეს მართლა რუსის ლაქიები, დსთ-ში საქართველოს შემთრევები, რუსებზე ყველაფრის გამყიდველები და ჩვენ გვეძახიან რუსეთუმეებს. აი ეს არის სითავხედის ბოლო სახე, სასწრაფოდ უნდა მოხდეს მათი ლუსტრაცია!!!!“...

გამსახურდია

1715087268

ახალი ამბები

7 მაისის ვალუტის კურსი

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6800 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6797 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის...

სს