ოთხი გარდაცვლილი ქართველი ემიგრანტი ერთ კვირაში - რა ხდება ნაპოლში?
exclusivetv.ge-ს, ნაპოლში მოღვაწე ქართველ ემიგრანტი, სოციალური ხელშეწყობის ასოციაცია „ნინა და საქართველო“-ს პრეზიდენტი, ნინა ლაფაჩიძე დაუკავშირდა.
ნინა ლაფაჩიძე, კომენტარს იმ უმძიმეს მდგომარეობაზე აკეთებს, რაც დღეს ნაპოლში ხდება. მის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ბოლო ერთი კვირის მანძილზე, ნაპოლში ოთხი ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა.
გარდაცვალების მიზეზად ორ შემთხვევაში კოვიდ19 დასახელდა, ხოლო ორი ქალბატონი ინფარქტით დაიღუპა.
„საქართველოს საკონსულო, ოთხივე შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმირებულია და კანონით გათვალისწინებული რეგულაციების ფარგლებში, ყველა საჭირო ზომები უკვე მიღებულია. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი კონსულს, ქალბატონ ნატალია კორძაიას იმ გულისხმიერებისთვის და ოპერატიულობისთვის, რასაც ის ემიგრანტებისადმი იჩენს.“ - აღნიშნა ნინა ლაფაჩიძემ.
სოციალური ხელშეწყობის ასოციაციის პრეზიდენტი, ნინა ლაფაჩიძე ემიგრანტებს თხოვნით მიმართავს და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ: „იტალიაში სამუშაო თუ ცხოვრების სურვილის მქონე ყველა პირმა, რომელიც რესპუბლიკაში ყოფნას აპირებს, უნდა გაითვალისწინონ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, - იტალიის რესპუბლიკა, ნებისმიერ ადამიანს საშუალებას აძლევს, შეზღუდვის გარეშე მიიღოს სამედიცინო მომსახურება. ამისთვის საჭიროა, პირმა, რომელსაც ქვეყანაში არალეგალურად უწევს ცხოვრება, მიმართოს ადგილობრივ ამბულატორიებს, იგივე „ASL“ და მოითხოვონ ე.წ. STP - იგივე დროებითი სამედიცინო დაზღვევის ბარათი, რისი ფლობის შემთხვევაში, სამედიცინო მომსახურება მათთვის ხელმისაწვდომია. ემიგრანტებო, გთხოვთ გაითვალისწინეთ რჩევები, ისევ და ისევ თქვენი სიცოცხლის გადასარჩენად.“ - განაცხადა ლაფაჩიძემ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📌 იტალიის პოლიციამ "მეპროცენტე" ქალი დააკავა
📌 სილვიო ბერლუსკონიმ პრეზიდენტის არჩევნებიდან კანდიდატურა მოხსნა - მიზეზი ავადმყოფობაა?
1794417130
ახალი ამბებითბილისში, საცხოვრებელ კორპუსში ორი ადამიანი ჩაცხრილეს
თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, „გერმანული ჰოსპიტლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, ორი ადამიანი ჩაცხრილეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ექსკლუზივს“ განუცხ...
1794415878
ახალი ამბებისაქართველოს პრეზიდენტი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ, ბულგარეთში მომხდარი ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევების გამო
„გლოვის ამ დღეს, ქართველი ხალხის სახელით, სოლიდარობას ვუცხადებ ბულგარელ ხალხს“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი X-ზე წერს. პრეზიდენტი თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებსა...
1794413989
ახალი ამბებითორნიკე ჭეიშვილი: რამდენმა პარტიამაც დააკმაყოფილა შესაბამისი კრიტერიუმები, იმდენი პარტია იქნა მოხსენიებული სარჩელში, როგორც შესაბამისი კონსტიტუციური პრეტენზიის ადრესატი
„ჩვენი თვალთახედვით, რამდენმა პარტიამაც დააკმაყოფილა შესაბამისი კრიტერიუმები, იმდენი პარტია იქნა მოხსენიებული სარჩელში, როგორც მოპასუხე მხარე, როგორც შესაბამისი კონსტიტუციური პრეტენზიის ადრესატი“, - გ...
1794411572
ახალი ამბებინათია თურნავა: საქართველოს საფინანსო სექტორის მიმართ საერთაშორისო ინვესტორების ინტერესი მაღალია, შესაბამისად, საკანონმდებლო ცვლილებები საინვესტიციო პროცედურების გამარტივებას ემსახურება
„საქართველოს საფინანსო სექტორი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით წამყვან პოზიციას იკავებს და ქვეყანაში შემოსული ინვესტიციების დაახლოებით 36-40% სწო...
1794411071
ახალი ამბებითორნიკე ჭეიშვილი: არცერთი შესაძლებლობა არ ყოფილა ხელიდან გაშვებული მოპასუხე მხარის მხრიდან, რომ გადაედგათ ანტიკონსტიტუციური ნაბიჯები
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე უმრავლესობის წევრმა თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა, რომ მოპასუხე მხარემ ანტიკონსტიტუციური ნაბიჯებისა და საბოტაჟისთვის არცერთი შესაძლებლობა არ გაუშვა ხელიდან. მანვე აღნი...






























