მილანში ილია ჭავჭავაძის „მგაზვრის წერილები“-ს იტალიური თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა

29 მაისს მილანში მნიშვნელოვანი დღე იყო. საზოგადოების „con la Georgia nel cuore - სამშობლო გულით სატარებელი“-ს ორგანიზებით, ქართულ რესტორან „დედასპური”-ში, მანანა ტოფაძე-გოიმანის მიერ იტალიურ ენაზე ნათარგმნი ილია ჭავჭავაძის “მგზავრის წერილები”-ის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.
საქართველოს მწერალთა სახლის მხარდაჭერით, იტალიურ ენაზე ითარგმნა და გამომცემლობის „IL Saggio Editore“-ს მიერ გამოიცა ილია ჭავჭავაძის ,,მგზავრის წერილები”. თარგმანის ავტორი, ლუგანოს უნივერსიტეტის პროფესორი მანანა ტოფაძე-გოიმანია.
ამიერიდან, ქართული ლიტერატურის კლასიკოსი მწერლის გაცნობას და მისი ნაწარმოების წაკითხვას იტალიელი მკითხველი საკუთარ ენაზე შეძლებს, რაც ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. ქართველი ერის მამად წოდებული ილია ჭავჭავაძე ნაწარმოებში, „მგზავრის წერილები“ აღწერს საკუთარ მოგზაურობას ვლადიკავკასიდან თბილისამდე, მას შემდეგ რაც ოთხი წელიწადი დაჰყო რუსეთში სასწავლებლად.
იტალიელმა სტუმრებმა, საქართველოს, ჩვენი ქვეყნის კულტურისა და წიგნის მოყვარულმა ადამიანებმა, საინტერესო და სასიამოვნო სივრცეში მოიყარა თავი.
საღამოს საქართველოს ახალგაზრდა ელჩი იტალიაში მარიამ ბოჭორიშვილი, არქიმანდრიტი მამა კირიონი მაჩაიძე, პავიის უნივერსიტეტის პროფესორი, მწერალი სოლომონ ნერგაძე და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ანუკა ღონღაძე სპეციალურად exclusivetv.ge-სთვის მილანიდან
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📌 ქართველი ემიგრანტი, იტალიელმა დამსაქმებელმა ქურდობაში დაადანაშაულა და სამსახურიდან დაითხოვა
1754153751
ახალი ამბები30 აგვისტოს რაჭაში ველომარათონი გაიმართება
30 აგვისტოს რაჭაში ველომარათონი გაიმართება. ველოგარბენის სპორტული ნაწილი დაგეგმილია სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მიერ, რომელიც მხარდაჭერილია რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახე...
1754152417
საზოგადოებაპრემიერ-მინისტრი შაორის ბანაკში საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებიც საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით შაორის ახალგაზრდულ ბანაკშ...
1754149225
საზოგადოებაგიორგი გამსახურდია პროკურატურის განცხადებაზე, რომ ნინო დათაშვილის ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა, აცხადებს, რომ ყველაფერი დოკუმენტირებული და იურიდიულად გამყარებულია
გიორგი გამსახურდია თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის მიმართ თავდასხმის ფაქტზე, აქტივისტ ნინო დათაშვილის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურის განცხადებას ეხმიანება. გამსახურდია X-ზე...
1754146379
ახალი ამბებიგიორგი კალანდარიშვილი 4 ოქტომბრის არჩევნებზე: არ დავუშვებთ იმას, შესაბამისი ინსტიტუტებიც თავის მხრივ, რომ არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარებას რამენაირად ხელი შეეშალოს
არ დავუშვებთ იმას, შესაბამისი ინსტიტუტებიც თავის მხრივ, რომ არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარებას რამენაირად ხელი შეეშალოს, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ცენტრალური საარჩევნო კომისი...
1754144505
საზოგადოებათბილისში, ბაგების ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია
თბილისში, ბაგების ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცეცხლი ბალახსა და ხეებს ეკიდა. ადგილზე მობილიზებული იყო მეხანძრე-მაშველები.