ქართველი ემიგრანტი, იტალიელმა დამსაქმებელმა ქურდობაში დაადანაშაულა და სამსახურიდან დაითხოვა

ქართველი ემიგრანტი ნ. ბ. იტალიელმა დამსაქმებელმა ოჯახმა სამსახურიდან დაითხოვა.

კუთვნილი ორ საათიანი შესვენებიდან სამსახურში დაბრუნებულ ქალბატონს, საკუთარი ნივთები ქუჩაში გამოტანილი დახვდა. სამსახურიდან დათხოვნის მიზეზად, დაკარგული თანხა დაასახელა. ოჯახი „ბადანტეს“ ბრალს თანამონაწილეობაში სდებდა. 

ღია ცის ქვეშ დარჩენილ თანამემამულეს, ქართველებმა ფინანსური მხარდაჭერა გაუწიეს და თანადგომა გამოუცხადეს. ის ერთ-ერთმა ქართულმა ოჯახმა შეიფარა. ემიგრანტი ქალების თქმით, მსგავსი ქმედება თითოეულ მათგანს შეურაცხყოფდა და კატეგორიულად ითხოვდნენ სიმართლის დადგენას. 

„ეს, ძალიან ცუდი ფაქტია, სიმართლე უნდა გაირკვეს, ეს პირველი შემთხვევა არ  გახლავთ, როცა ემიგრანტების უფლებები ასე ილახება. ხშირია, როცა იტალიელი დამსაქმებლები ჩვენს უფლებებს არღვევენ და ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე ქუჩაში გვტოვებენ. თუ ადამიანი დამნაშავეა ამისთვის არსებობს უწყებები, რომლებიც კანონის ფარგლებში მოქმედებს. ჩვენც ადამიანები ვართ და გვაქვს თავმოყვარეობა. როცა ეს ამბავი გავიგეთ, გინდოდა საპროტესტო აქცია მოგვეწყო ემიგრანტისადმი ასეთი მოპყრობის გამო. ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება აღოვჩნდეთ მის ადგილზე და ამისგან დაზღვეული არცერთი არ ვართ“ - აღნიშნეს ემიგრანტმა ქალებმა.

ნ. ბ.-მ, რომელიც ბრალდებას უარყოფდა შელახული რეპუტაციისა და სიმართლის დადგენის მიზნით საემიგრაციო საზოგადოება „Anolf“-ის ოპერატორს, ფიქრია კუჭუხიძეს მიმართა. 

„როდესაც ადამიანი მიკავშირდება, რომელიც „პერმესოს“ მოლოდინშია და წლების განმავლობაში ითმენს დამსაქმებლისგან უდიერ მოპყრობას, ასეთ შემთხვევაში კანონი ცალსახად ემიგრანტის მხარეს არ არის. თუ საკუთარი მიზნის მიღწევის მიზნით, წლების განმავლობაში ყველაფერს ითმენ და შემდეგ სამართლიანობის აღდგენა ერთ დღეში გსურს, ასე ადვილი არ არის. ისიც აღსანიშნავია, რომ ხშირად ემიგრანტებიც არღვევენ კანონს და დანაშაულს ჩადიან. რაც შეეხება ნ.ბ.-ს საქმეს, სიტუაცია განსხვავებულია, აქ დროული ჩარევა იყო საჭირო, რადგან ის თავშესაფრის გარეშე პირდაპირ ქუჩაში აღმოჩნდა, ამიტომ საემიგრაციო საზოგადოება „Anolf“-ის მდივანთან, როზიან რიკესთან ერთად მაქსიმალურად შევეცადეთ, ემიგრანტის უფლებების დაცვას.  ნ.ბ.-ს სრულად აუნაზღაურდა კუთვნილი ხელფასი და რაც ყველაზე მთავარია მასზე გაიცა ე.წ. „referenza“ (დახასიათება)“. - განაცხადა ჩვენთან საუბარში ფიქრია კუჭუხიძემ. 

მკითხველს შევახსენებთ, რომ ნ.ბ. იტალიაში სიმსივნით დაავადებული შვილის სამკურნალო ხარჯების შესაგროვებლად იმყოფება. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌  იტალიის ელჩმა საქართველოში, ენრიკო ვალვომ დამოუკიდებლობის დღე ქართველებს მშობლიურ ენაზე მიულოცა

📌  ქართველი ემიგრანტები, იტალიურ რადიო სადგურ „CanaleCento“-ს ეთერში

📌„ემიგრანტებო ვინც რუმინულ, პოლონურ, ლიეტვურ საბუთებს გაკეთებინებენ, არ გააკეთოთ, დამწვარი საბუთია ეგ დიდ პრობლემებს შეგიქმნით“ - ნათია ვაშალომიძე

 

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1754153751

ახალი ამბები

30 აგვისტოს რაჭაში ველომარათონი გაიმართება

 30 აგვისტოს რაჭაში ველომარათონი გაიმართება. ველოგარბენის სპორტული ნაწილი დაგეგმილია სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მიერ, რომელიც მხარდაჭერილია რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახე...

ველომარათონი

1754152417

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრი შაორის ბანაკში საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდა

 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებიც საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით შაორის ახალგაზრდულ ბანაკშ...

პრემიერი

1754149225

საზოგადოება

გიორგი გამსახურდია პროკურატურის განცხადებაზე, რომ ნინო დათაშვილის ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა, აცხადებს, რომ ყველაფერი დოკუმენტირებული და იურიდიულად გამყარებულია

 გიორგი გამსახურდია თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის მიმართ თავდასხმის ფაქტზე, აქტივისტ ნინო დათაშვილის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურის განცხადებას ეხმიანება. გამსახურდია X-ზე...

გამსახურდია

1754146379

ახალი ამბები

გიორგი კალანდარიშვილი 4 ოქტომბრის არჩევნებზე: არ დავუშვებთ იმას, შესაბამისი ინსტიტუტებიც თავის მხრივ, რომ არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარებას რამენაირად ხელი შეეშალოს

 არ დავუშვებთ იმას, შესაბამისი ინსტიტუტებიც თავის მხრივ, რომ არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარებას რამენაირად ხელი შეეშალოს, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ცენტრალური საარჩევნო კომისი...

გიორგი კალანდარიშვილ

1754144505

საზოგადოება

თბილისში, ბაგების ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

 თბილისში, ბაგების ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ,  ცეცხლი ბალახსა და ხეებს ეკიდა. ადგილზე მობილიზებული იყო მეხანძრე-მაშველები.

ხანძარი ბათუმში