მოგზაურობა იტალიაში - სიენა

საემიგრაციო მედიაპლატფორმა Exclusivetv.ge  ქართველ ისტორიკოს, ანზორ დიხამინჯიასთან ერთად იწყებს ახალ პროექტს - “გაიცანი იტალია“. 

ეს ქალაქი მსოფლიოს ისტორიის ნამდვილი საგანძურია. მის ქუჩებში მოგზაურობისას ტურისტებს ექმნებათ შთაბეჭდილება რომ მათ თავზე ჯადოსნური გუმბათია და მასში შუა საუკუნეების სულია ჩასახლებული.

საიდან დავიწყო? ერთ მოგზაურს ვიცნობ, რომელიც შესანიშნავად იცნობს ტოსკანას. ჩვენს შორის ინტელექტუალური ასე ვთქვათ შეჯიბრება მიდის. ლაციო თუ ტოსკანა? რომი თუ ფლორენცია? ანტიკური სამყარო თუ რენესანსი? ნებისმიერი საუბრის დასასრულს იმ დასკვნამდე მივდივართ რომ სწორედ შუა საუკუნეების ფლორენციამ დაუბრუნა კაცობრიობას ანტიკური რომი, ხოლო ანტიკურმა რომმა სამაგიეროდ დიდების მწვერვალზე აიყვანა შუა საუკუნეების ფლორენცია ერთ-ერთი საუბრისას მითხრა, როგორმე უნდა ნახო ტოსკანის ოქროს სამკუთხედი. პროფესიონალ მოგზაურებში ეს ტერმინი მყარად არის დამკვიდრებული და ის აერთიანებს ფლორენციას, პიზას და სიენას. ჩემი პასუხი? - ვუპასუხე ეცადე როგორმე მზერა სამხრეთით არ გამეპაროს, თორემ გპირდები იმავე საღამოს რომის ვენეციის მოედანზე აღმოვჩნდები და შენც თან გაგიყოლებ მეთქი.

ჩემს პირველ ისტორიებს ვინც იცნობს დამეთანხმება თუ რამხელა სითბოთი ვსაუბრობდი მარადიულ ქალაქზე. ეს დამოკიდებულება რომს ჩემი მხრიდან დღესაც არ აკლია, მაგრამ მთავარი ეს არ არის. მე ვსაუბრობდი ქალაქზე რომელშიც იმ დროს ნამყოფი არ ვიყავი. დავპირდი მეგობარს ტოსკანის ოქროს სამკუთხედზე სერიოზულად ვიფიქრებ მეთქი და დღეს სწორედ ამ პირობას ვასრულებ. მკითხველმა და შემდეგ უკვე მნახველმა თავად გადაწყვიტოს თუ კონკრეტულად რომელი ქალაქიდან დაიწყებს, აი მე კი პირველ ჯერზე უნდა ვესტუმრო სიენას. შევდივარ, სიენას დუომოს სამრეკლო და ტორრე დელ მანჯა აღიმართება მაშინვე ჩემს თვალწინ. როდესაც გავცქერი მექმნება შთაბეჭდილება რომ მათ სახურავებს თავად მზე ეამბორა. შიგნით შესვლას უცებ არ გირჩევთ, აჯობებს წარმოუდგენელი ხედით დატკბეთ მათ წინ აღმართული ბორცვიდან. დამერწმუნეთ, დაუვიწყარი სანახაობა გელოდებათ. ქალაქის ისტორიული ცენტრისკენ გავლისას აუცილებლად ღია ცის ქვეშ დიდი ბაზრობა უნდა გაიაროთ, იქვეა დასათვალიერებელი მოედნებიც.

ზაფხულშია ზღაპრული სანახაობა პიაცა დელ კამპოზე შეგხვდებათ სიენას სამი ბორცვი. შუა საუკუნეებში აქ დიდი ბაზრობა იყო, საიდანაც ლამის მთელი ტოსკანიდან ჩამოდიოდნენ, დღეს კი ეს ადგილი ქალაქის სული და გულია, რომელიც ისევე ფეთქავს როგორც ასწლეულების წინ. მოედანი აღფრთოვანებას იწვევს თავისი ფორმით, რომელიც ერთი შეხედვით თითქოს ნიჟარას მოგაგონებთ. ან ყვავილს რომელიც ის ის არის უნდა გაიშალოს. განსაკუთრებული ყურადღება ტორრე დელ მანჯას მიაქციეთ. მისი გუმბათები სასაცილო და უცნაური სახელწოდებითაა ცნობილი - ღორმუცელა გუმბათები. ახლა რატომღაც ფრანსუა რაბლეს "გარგანტუა და პანტაგრუელი'' გამახსენდა. მის 110 საფეხურს თუ კი აივლით, ისეთ ქალაქს ნახავთ როგორსაც მას ბედნიერი ჩიტები ხედავენ. ტორრე დელ მანჯას საფუძველში მდებარეობს ბრწყინვალე სამრეკლო, რომელიც სიენელებმა ააგეს მაცხოვრის პატივსაცემად იმ გადარჩენისთვის რა დროსაც ევროპას შავი ჭირის ეპიდემია ცელავდა 1348 წელს, ამავე მოედანზეა შთამბეჭდავი „პალაცცო ზანზედონი“, რომელიც ერთდროულად რამდენიმე სასახლეს აერთიანებს.

პირველია პალაცცო დ; ელჩი, რომელიც სიენას პირველი სამთავრობო რეზიდენცია იყო მე-13 საუკუნეში, მეორეა ტოსკანური გოთიკის ყველაზე ელეგანტური პალაცცო პუბბლიკო, სადაც დღეისთვის განთავსებულია „ჩივიკოს“ მუზეუმი. აქ შეგიძლიათ ნახოთ „სპინელლო არეტინოს“ ფრესკები, რომელიც მან მიუძღვნა სიენას მკვიდრ რომის პაპი ალექსანდრე მესამეს ცხოვრებას. სიმონე მარტინის " მაესტას '' და ამბროჯო ლორენცეტის უკვდავ შედევრს " ცუდი და კარგი მთავრობის ალეგორიას '', მასზე მე-14 საუკუნის სიენას ყოველდღიური ცხოვრებაა გამოსახული. ერთ-ერთ ნახატში დანტეს პროფილსაც კი ნახავთ.

ვია დი ჩიტა მოედნიდან მიემართება კიდევ ერთი საგანძურისკენ. ეს არის გრეჩენტოს ეპოქის სასახლე - პალაცცო კიჯი სარაჩინი და პალაცცო პიკოლომინი ან დელლე პაპესსე. მის აგებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის რომის პაპი პიო მეორის დას კატერინა პიკოლომინის. და რა თქმა უნდა თქვენს თვალწინ თავად დუომოა ნიკოლო პიზანოს კათედრა და მიქელანჯელოს ოთხი ქანდაკება სამრეკლოსთვის, ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ უძვირფასესი საგანძურიდან რაც მის შიგნითაა. განსაკუთრებულ იღბლიანებს შანსი ეძლევათ პორტა დელ ჩიელოს ნახვისა, მას მეორენაირად " დუომოს სხვენსაც '' ეძახიან. ეს ყველაფერი წინასწარი მოლაპარაკებების შედეგად ხდება. ის საკმაო ხანი მნახველებისთვის დაკეტილი იყო. დღეს კი მისი საფუძვლიანი შესწავლა ხდება. რომ იტყვიან ამ იღბლიანებს განსაკუთრებით გაუმართლათ, ისინი ისტორიული რომანის გმირები არიან

მოგზაურები იქედან პატარ-პატარა ქუჩებით მიემართებიან პალაცცო მარსილისკენ, ის ძალიან საინტერესო გოთური ელემენტებითაა მორთული. ასევე, პალაცცო დელ კაპიტანო დელ პოპოლო აგებული მე-13 საუკუნეში გამოირჩევა განსაკუთრებული სილამაზით და რა თქმა უნდა მე-13 საუკუნის სანტა მარია ასსუნტას კათედრალური ტაძარი

თეთრი მარმარილოსგან შესრულებული ბრწყინვალე ინტერიერი, რომელიც შეასრულა ჯოვანი პიზანომ სუფთა რომანულ სტილში, მნახველებს პიზის საოცრებათა მოედანს გაახსენებთ ( ამაზე კი შემდეგ ! ) ის გამოირჩევა საოცარი სიზუსტით შესრულებული პორტალებით, თაღებით, მასში ბლომადაა გოთური სტილის ელემენტებიც. ტაძრის ირგვლივ არანაკლებ მნიშვნელობის საგანძურებია - ბაპტისტერიუმი, არქიეპისკოპოსის სასახლე და პალაცცო დელ მანიფიკო.

დაიღალეთ? ამაზე არც იფიქროთ. მოგზაურის შემდგომი მარშრუტი მიემართება სანტა მარია დელლა სკალასკენ. ეს ევროპის უძველესი საავადმყოფოა და მასში შუა საუკუნეების პილიგრიმები იყრიდნენ თავს და ათენებდნენ ღამეს, როდესაც " ფრანკების გზით '' მიემართებოდნენ რომისკენ და უკან. ეს გზა ძალიან ცნობილი იყო და ის დღესაც არის. მას ორმაგი დანიშნულება ჰქონდა და აქედან გამომდინარე მას მეორე სახელწოდებითაც იცნობენ. ისინი ვინც სამხრეთიდან მიემართებოდნენ ჩრდილოეთისკენ, კენტერბერიისკენ, მათთვის ის იყო ფრანკების გზა. აი ვინც სამხრეთით, რომისკენ მიემართებოდა მათთვის კი რომაელთა გზა. ფაბიო დიპინტოს დოკუმენტური ფილმი " ფრანკების გზა '' ნახეთ. ასეთი სიღრმისეული და განხილვადი დოკუმენტური ფილმი მე უკვე კარგა ხანია არ მინახავს. ამის შესახებ ჩემს " ტოსკანელ '' მეგობარს მოვუყევი. პასუხად კი მივიღე შემდეგი - " შენ უყურებ მხოლოდ იმას რაც რომშია და რომზეა ''. ვეთანხმები.

სიენას საავადმყოფო დღეს ისტორიული მუზეუმია და მასში საკმაოდაა ფრესკები, რომელშიც შუა საუკუნეების სიენას ყოველდღიური ცხოვრების რიტმია გადმოცემული.

შეძლებისდაგვარად არ გამოტოვოთ სიენას სამხატვრო გალერეა. მასში თავმოყრილია სიენას სამხატვრო სკოლის საუკეთესო შვილების ბრწყინვალე კოლექციები. ბრიგიდის და ბუონსინიორის პალაცცოში გაეცნობით ფლამანდრიელი, ჰოლანდიელი და გერმანელი მხატვრების საუკეთესო ნამუშევრებს. სხვანაირად რომ ვთქვა მე-14 მე-17 საუკუნეების ინტერვალში იმოგზაურებთ. ყურადღებით იყავით, განსაკუთრებით დუჩო დი ბუონინსენიას " მადონა დეი ფრანჩესკანის '' და სიმონე მარტინის " მადონას '' მიმართ. ამბროჯო და პიეტრო ლორენცეტის, მარტინო დი ბარტოლომეოს და ფრანჩესკო დი ჯორჯოს ნამუშევრებზე კი რა გითხრათ, მათი შედევრები მოფენილია ლამის მთელ ქალაქში

 დღის დარჩენილი დრო თავისუფალ სეირნობაში გაატარეთ. ერთ დღეში დღის ეს მარშრუტი სრულიად საკმარისია. განსაკუთრებული ყურადღება ქალაქის ვიწრო ქუჩებს დაუთმეთ. ბოლოს ორტო დეი პეჩჩის ბაღში შეიარეთ. იქედან სიენას ულამაზესი კოშკები და სახლების სახურავების ხედით დატკბით, დატკბით ამ სილამაზით. დამერწმუნეთ, უარი არ თქვათ არაფერზე. ამ ადგილს ეტყობა სამყაროს შემოქმედი შეეხო თავისი ხელით, მე უბრალოდ სხვა ტერმინოლოგიას ვერ ვპოულობ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌 გაიცანი იტალია - პორტოფინო

📌 გაიცანი იტალია - აპულია - სამოთხე სამყაროს დასაწყისთან

📌 გაიცანი იტალია - კაპრი - ზეციური ნეტარება

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714151170

ახალი ამბები

გარდაბანში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის, სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გარდაბნის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულ ორ პირს 20...

შემთხვევები

1714149628

მსოფლიო

„უკრაინაში იარაღსა და აღჭურვილობას ამ კვირაში გავგზავნით“ - აშშ-ის პრეზიდენტი

შეერთებული შტატები უკრაინაში დაპირებული იარაღის გაგზავნას ამ კვირაში დაიწყებს, როგორც მისი ბოლო დახმარების პაკეტის ნაწილი. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სოციალურ ქსელ X-ში წერს.  „ოთხშაბათ...

ააა

1714148335

ახალი ამბები

ლაშა შავდათუაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. საქართველოს ნაკრებიდან ტურნირის მეორე საშეჯიბრებო დღეს ლაშა შავდათუაშვილმა (73კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და...

ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი

1714147824

ახალი ამბები

„საქართველოს ბედს ქართველი ხალხი გადაწყვეტს“ - ვლადიმერ ბოჟაძე

„ილია ჭავჭავაძე რომ გქონდეთ წაკითხული რომელიმეს, გეცოდინებოდათ, რა დაწერა: „დღესაც, მთელს ამიერ კავკასიაში ქართველი და ქრისტიანი ერთი და იმავე მნიშვნელობის სიტყვებია. გაქრისტიანდაოს მაგივრად, გაქართვე...

ვლადიმერ ბოჟაძე

1714145474

ახალი ამბები

ავარია თემქაზე - არიან დაშავებულები

თბილისში, თემქაზე ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. ავარიის შედეგად არიან დაშავებულები. ადგილზე სასწრაფო დახმარებაა მობილიზებული და დაშავებულებს შესაბამისი დახმარება იქვე გაუწიეს.  თვითმხილველ...

ავარია თემქაზე