ნათელა აგლაძის დის შვილიშვილი გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და საზოგადოებას მოუწოდებს თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციების გავრცელებისგან

იტალიაში მყოფი ქართველი ხანდაზმული ქალის ნათელა აგლაძის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, მეორე დღეა საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევს. გავრცელებული ინფორმაციით, 86 წლის ნათელა აგლაძე ფლორენციაში იმყოფება და ქართველი ემიგრანტები მისთვის თავშესაფრის პოვნას ცდილობენ.
მედიამაუწყებლის ჯგუფში „ქართველი ემიგრანტები - Exclusivetv.ge“ დასადასტურებლად შემოვიდა ინფორმაცია, სადაც აგლაძის დის შვილიშვილი, ლალი ჯანეზაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფდა და საზოგადოებისთვის, როგორც თავად ამბობს, სიმართლის თქმა სურდა. ჩვენ დავუკავშირდით ლალი ჯანეზაშვილის, რომელთან საუბრის დეტალებს გიზიარებთ.
- მე მისი ერთ-ერთი დის შვილიშვილი ვარ. ჩემზე უკეთ არავინ იცის მისი ცხოვრება და ემიგრაციაში ყოფნის ეს წლები. ამაში აქ მყოფი ემიგრანტებიც დამემოწმებიან თუ როგორ ვცდილობდით ყველა და ვერაფერს გავხდით. მეც ემიგრანტი ვარ და ვიმყოფები „მელიტო დი პორტო სალვოში“ და შემიძლია ნებისმიერს გავცე პასუხი და მოვუყვე სიმართლე, „რეჯიო დი კალაბრიაში“ მყოფი ბევრი ემიგრანტი დამეთანხმება იმაზე რასაც ვიტყვი, რადგან თავად არიან მომსწრეები მისი აქ ცხოვრების და ყოფნის თუ რა გამოვიარეთ და რა როგორ იყო უკვე შემდგომ აქ.
- გავრცელებული ინფორმაციით ნათელა აგლაძეს (ადრე აგლაძე სხვა გვარს ატარებდა) ექვსი შვილიშვილი ჰყავს...
- არა, არანაირი 6 შვილიშვილი არ ჰყავს. არც პენსია აქვს, ვინც საპენსიო წიგნაკი და პასპორტი გაუკეთა ცრუ მისამართით და დაკლებული ასაკით, იმას დაუტოვა. გზავნილებს აკეთებდა მაგრამ აქ იტალიაშივე და დღემდე ვერ გავიგე ვის უგზავნიდა ან რატომ.
იპარებოდა ყოველთვის, დიდი ხნით არსად არ ჩერდება სამწუხაროდ. ვერ ვაკავებდით, აგრესიული ხდებოდა შემდეგ. მისი ორი დისშვილი სულ ეხვეწებოდა დაბრუნებულიყო, არაფერს მოაკლებდნენ, მაგრამ იმათთან კონტაქტიც შეწყვიტა მას მერე რაც დედა აქ ჩამოვიყვანე რომ რამენაირად წაეყვანა. სულ იმის შიში მაქვს აქ არაფერი დაემართოს. მეცოდება. მინდა დაბრუნდეს, მაგრამ ვერაფერს გავხდი. მერე დაიკარგა ისევ და გუშინ შემთხვევით გავიგე რომ თურნე ამჯერად ფლორენცაშია.
სახლ-კარიც არავის წაურთმევია, თავად დაკარგა და წლების მერე მოვიდა ჩვენთან, - სახლის გარეშე დავრჩიო. რამდენიმე თვის მერე ისევ გაგვეპარა, ვერ ვპოულობდით და ასე გრძელდებოდა სამწუხაროდ და გრძელდება. თავის უბედურებაც ყოფნის, უბრალოდ სიმართლე ესაა.
არიან ემიგრანტები ვინც ჩემს სიტყვებს დაადასტურებს და იტყვიან თუ რის ფასად უჯდებოდათ მისი გაჩერება ხოლმე. ვერ გავუშვით საქართველოში, ვერც წავიყვანეთ, ასე დადის ქალაქ-ქალაქ და ტყუილებს ჰყვება.- გვითხრა ლალი ჯანეზაშვილმა.
ამავე თემაზე:
📌 „ვინ იცნობს ამ ქალბატონს?“ - ქართველი ემიგრანტები ხანდაზმული ქალისთვის თავშესაფარს ეძებენ
1686253094
ემიგრაციასაქართველოში დაბრუნებულ 100 მიგრანტს გრანტი გადაეცემა
ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს 100 მოქალაქეს შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობისთვის გრანტი გადაეცემა. დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო...
1686165381
სპორტი15-წლამდე მოჭიდავეების ტრიუმფი რუმინეთში-24 მედალი!
რუმინეთის ქალაქ კლუჟში, იოან მურესანისა და ვალერიუ ბულარკას სახელობის საერთაშორისო ტურნირი ქართველი მოჭიდავეების ტრიუმფით დასრულდა-11 ოქრო, 6 ვერცხლი და 7 ბრინჯაო!საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავ...
1686147510
ემიგრაციარა შეიცვალა "აზილოს" მოთხოვნის წესებთან დაკავშირებით და რატომ აღარ იღებენ ახალ განაცხადებს
საემიგრაციო მედიაპლატფორმა Exclusivetv.ge-ს, იტალიაში მყოფმა ემიგრანტმა დახმარებისთვის წერილობით მომართა: „მოგმართავთ, ქართველი საემიგრაციოს სახელით და გთხოვთ იქნებ მივაწვდინოთ ხმა, ქართული საემიგრაც...
1686080217
სპორტივილი სანიოლის პრესკონფერენცია საქართველოს ნაკრების მოახლოებული მატჩების წინ
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ივნისის შეკრების დაწყებამდე პრესკონფერენცია სასტუმრო პულმანში გამართა. ვილი სანიოლის გუნდი 17 ივნისს, ლარნაკაში კვიპროსს დაუ...
1686054294
სპორტისაფეხბურთო სეზონის დასასრული და ქართველი ფეხბურთელების შთამებჭდავი მონაგარი
მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში საფეხბურთო ჩემპიონატები, რომლებიც შემოდგომა-გაზაფხულის პრინციპით მიმდინარეობს, დასრულდა ან დასასრულს მიუახლოვდა. ქართველი ფეხბურთელების, რომლებიც მიმოფანტული არიან როგ...