ნეაპოლის ქართული სამრევლო უკრაინის დასახმარებლად
ნეაპოლის ქართული სამრევლო უკრაინის დასახმარებლად ერთიანდება და განცხადებას ავრცელებს.
„ნეაპოლის სამრევლო ტაძარში ვაგროვებთ პირველადი საჭიროების ნივთებს უკრაინაში ომის მსხვერპლთა და დევნილთა ოჯახების დასახმარებლად“.
ვაგროვებთ:
1. ჭრილობის სადეზინფექციო საშუალებებს.
2. ჩვეულებრივ და ელასტიურ ბინტებს ჭრილობებისთვის და განსაკუთრებით დამწვრობისთვის (შეგიძლიათ შეიძინოთ აფთიაქში).
3. ურეცეპტო ტკივილდამაყუჩებელ საშუალებებს - იბუპროფენი, ასპირინი და ა.შ. (შეგიძლიათ შეიძინოთ აფთიაქში)
4. ხელის სადეზინფექციო საშუალებებს.
5. ერთდჯერად შპრიცებს (შეგიძლიათ შეიძინოთ აფთიაქში).
6. მშრალ, შეფუთულ საკვებს და სასმელს, რომლის შენახვაც დიდხანს შეიძლება.
7. ჩვილ ბავშვთა საკვებს - ხელოვნურ რძეს და ფაფებს (ქილებშიც) და ფხვნილის სახითაც.
8. ბავშვის საფენებს, პამპერსებს.
9. პირველადი დახმარების ყუთებს, რომელიც შეიცავს ბინტებს, მაკრატელს, პინცეტს, სტერილიზაციის საშუალებას და ა.შ.
9. იზომატრასებს, საძილე ტომრებს, საბნებს.
ვისაც სურვილი აქვს დახმარების, შეგიძლიათ შეიძინოთ ეს ნივთები და ამ კვირას მოიტანოთ ეკლესიაში. შევფუთავთ და მივაწვდით დანიშნულების ადგილას.
ვისაც არა აქვს დრო და შესაძლებლობა რომ შეიძინოს პირველადი დახმარების ნივთები, შეგიძლიათ ფულადი დახმარება მოიტანოთ ეკლესიაში და ჩვენ შევიძენთ საჭირო ნივთებს.
ვისაც ტაძრამდე მოსვლა არ შეგიძლიათ დაუკავშირდით ქ-ნ ნათია ჭელიძეს ამ ნომერზე: 351 237 3669
ტაძრის მისამართი:
Piazza Enrico De Nicola 36
80139 Napoli. Italia
სხვა სიახლეები:
📌 გენერალური კონსული, პულიის რეგიონის სავაჭრო პალატის წარმომადგენელს შეხვდა
📌 იტალიაში მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის, კვლავ თავისუფალია
1792851878
სპორტიდიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი ანჟეს გრან-პრის ვერცხლის მედლის მფლობელი
დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი ანჟეს გრან-პრის ვერხლის მედლის მფლობელია. ქართულმა წყვილმა რიტმულ ცეკვაში 77,90 ქულა დააგროვა, თავისუფალ ცეკვაში - 116,03, ორი პროგრამის ჯამში კი 193,93 ქულა მ...
1792848889
ახალი ამბებისამების ტაძარში გიორგი ნემსაძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა
სამების საკათედრო ტაძარში გიორგი ნემსაძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. მის ხსოვნას პატივი მიაგეს პრეზიდენტმა, დედაქალაქის მერმა, სპორტის მინისტრმა, მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებმა, ვეტერანმა ფეხბუ...
1792845967
სპორტინიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ყაზახეთში, ალმათიში მიმდინარე ATP-ს 250-ქულიანი ტურნირის 1/2-ფინალში ბერძენი სტეფანოს ციციპასი სამ სეტში – 6:4, 6:7, 6:3 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა. პირველ სეტში ბასილაშ...
1792843347
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი ევრობიუროკრატებზე: გადახედონ აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის განცხადებებს ევროპის მიმართ, თავის თავს მიხედოს ამ ხალხმა
„გადახედონ ყველაზე სტრატეგიული ქვეყნის, აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის განცხადებებს ევროპის მიმართ. თავის თავს მიხედოს ამ ხალხმა, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გ...
1792840742
ახალი ამბებისუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა
სურსათში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავების გამოვლენის მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით არსებული სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტიდან სექტემბერში სუნელ...































