ქართველი ემიგრანტები პროტესტის ნიშნად ნაპოლის ქართულ ტაძართან იკრიბებიან - „გთხოვთ დავეხმაროთ ემიგრანტ დედას შვილის პოვნაში.“

ამ წუთებში, ქართველი ემიგრანტები იტალიაში, ქალაქ ნაპოლში მომხდარი შემთხვევის გამო, პროტესტის ნიშნად ქუჩაში საპროტესტო აქციას აწყობენ. ამის შესახებ ინფორმაცია და ვიდეო სოციალურ ქსელებში ვრცელდება. 

პროტესტი, ორი დღის უკან გაუჩინარებულ, სალომე ტეტუნაშვილის ამბავს უკავშირდება. ტეტუნაშვილი, რომელიც ნაპოლში მოხუცი ქალბატონის მომვლელად მუშაობდა, 22 იანვარს სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა

გავრცელებული ინფორმაციით ტეტუნაშვილს უკანასკნელი სატელეფონო საუბარი, მეგობართან დღის 16:00 საათზე ჰქონდა და მას შემდეგ კავშირი შეწყდა

ამ დროისთვის, ნაპოლის ქართულ ტაძართან შეკრებილი რამდენიმე ემიგრანტი, ქართველ ემიგრანტებს საპროტესტო აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ.

„ნაპოლის ქართველებო, ყველას მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გამოდით ქართულ ტაძართან, ყველანი აბსოლუტურად. გეტკინოთ სხვისი ტკივილი, ყველას თავს შეიძლება ასეთი ამბავი მოხდეს, ძალიან გთხოვთ ყველანი გამოდით. ბევრნი ვართ და დავუდგეთ გვერდით ამ ქალბატონს, რომ შვილი ვაპოვნინოთ", - მოუწოდებს ერთ-ერთი ემიგრანტი საზოგადოებას.    

იმავე თემაზე:

📌 დაიკარგა! - იტალიაში ქართველ გოგოს ეძებენ!

📌 ახალი დეტალები იტალიაში, გაუჩინარებული ქართველი გოგოს შესახებ

📌 ნეაპოლში კიდევ ერთი გარდაცვლილი ქართველი იპოვეს - ის სალომე ტეტუნაშვილი არ არის

📌 ოთხი გარდაცვლილი ქართველი ემიგრანტი ერთ კვირაში - რა ხდება ნაპოლში?

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1788844843

ახალი ამბები

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა დღეს თბილისის დროით 08:52-ზე  ახალქალაქიდან ჩრდილოეთით 21კმ-ში, სოფელ ბალანთაში მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრემ...

კუნძულ კრეტაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა

1788844154

საზოგადოება

ანი წითლიძე ნიკა გვარამიას კვლავ დაუპირისპირდა

დაპირისპირება ოპოზიციურ სპექტრში გრძელდება - ანი წითლიძე ნიკა გვარამიაზე სოციალურ ქსელში წერს და ამბობს, რომ გვარამია „გაფუჭდა“ და მოუწოდებს, რომ მას ჩუმად ნუ ლანძღავს. როგორც „ნაცმოძრაობის“ წევრი წერ...

ანა წითლიძე

1788843340

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 8 სექტემბერს საქართველოში

8 სექტემბერს ქუთაისში წვიმა იქნება, დღისით +24 და ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება. ხანმოკლე წვიმა იქნება ოზურგეთშიც. დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსი იქნება. ბათუმშიც ხანმოკლე წვიმ...

ამინდი  - ამინდი

1788813935

ახალი ამბები

თამარ ტალიაშვილი რესპუბლიკელ კონგრესმენ აბრაჰამ ჰამადეს შეხვდა

თამარ ტალიაშვილმა შეხვედრა გამართა აშშ-ის კონგრესმენ აბრაჰამ ჰამადესთან (R), რომელიც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალებისა და ვეტერანთა საქმეთა კომიტეტების წევრია. მხარეებმა ორმხრივი ურ...

თამარ ტალიაშვილი

1788813054

მსოფლიო

იტალიისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრები ევროკავშირის გარე საზღვრების დაცვას ითხოვენ

იტალიისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრებმა ჯორჯია მელონიმ და ბარტ დე ვევერმა ევროკავშირს გარე საზღვრების უფრო ეფექტურად დაცვისკენ და იმიგრაციის პოლიტიკის გამკაცრებისკენ მოუწოდეს. ამის შესახებ მათ რომში ე...

იტალიისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრები