ქართველი ემიგრანტის მიერ, სიცილიაზე აღმოჩენილი კახური ქვევრი

ქართული (კახური) ქვევრი იტალიელი მეღვინის "შიდა სამზარეულოში" - ასე ასათაურებს თავის პოსტს სოციალურ ქსელში იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი თამუნა მალაზონია და ემოციებს ვერ მალავს, თუ რამდენად დიდი სიხარული მოჰგვარა იტალიელის მეღვინის მარანში, ქართული ქვევრის აღმოჩენამ.

"სიცილიაზე ვიმყოფებოდით ყველაზე ცნობილ და საუკეთესო ღვინის მწარმოებელთან, სალვადორე ფოტისთან, რომელმაც დაგვათვალიერებინა ის ადგილი, თავისივე დანადგარებით, სადაც მზადდება როგორც ამბობენ საუკეთესო ღვინო სიცილიაზე!
ყველაზე ემოციური იყო ჩემთვის, როცა მოულოდნელად, ერთხმად დამიძახეს, ტამარა, ტამარა აქ მოდი, რა განახოთო.
ჰოდა, ეს ქართული ქვევრი, რომელსაც აქ ხედავთ, ამ ადამიანისთვის, განსაკუთრებულად ღირებულ ადგილს იკავებს... როგორც თავად მითხრა, საქართველოდან (კახეთიდან) ჩამოიტანა და რომ ორიგინალია, ქართულია.

ისე მოვეფერე, ხუმრობდნენ შეამოწმა ნამდვილად ქართული თუ არისო...
სალვადორე ღვინოს საკუთარი ხელით მოვლილი და დაკრეფილი ყურძნისგან ამზადებს.
P.S. ყველა დიდებული ადამიანი უბრალოა!"

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵 მთელი ღამე უნდა ვიტირო ახლა - ემიგრანტი ქართველი

🔵 “რას აიჩემეთ ეს მიშა და მიშა, ვერ ხვდებით, რატომ ვგდივარ ამ უცხო ქვეყანაში მეთქი?“ - ქართველი ემიგრანტის ემოციური წერილი

🔵 „ემიგრაციაში მომრავლდნენ ისეთი დედები, ვისაც შეუძლიათ მიწასთან გაასწოროს სხვისი შვილი, რადგან ის მისი არაა და სხვისია!“ - ფიქრია კუჭუხიძე

🔵 ქართველი პროფესორის იტალიური ამბები - „ქალი გადმოვიდა, ქალის უნახავს გაგხდიდათ“

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1715423042

სოციალური მედია

კადრები დიზაინერ ჯაბა დიასამიძის უახლესი კოლექციის ჩვენებიდან

თბილისში, 9-12 მაისის ჩათვლით Factory Tbilisi-ში  ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო სახელოვნებო ღონისძიება „თბილისის კულტურის კვირეული“ იმართება. „თბილისის კულტურის კვირეულის“ წლევანდელი სეზონი...

დიზაინერ ჯაბა დიასამიძე

1715422633

სოციალური მედია

გიგი დედალამაზიშვილის ცოლს დაბადების დღე აქვს - როგორ მიულოცა მომღერალმა იუბილე მეუღლეს

მუსიკოსს, ჯგუფ „მგზავრების“ სოლისტს, გიგი დედალამაზიშვილს, საზოგადოება უკვე წლებია, კარგად იცნობს. 11 მაისს, მისი მეუღლე, მარინა კარპი იუბილარია, იგი 34 წლის გახდა. წყვილს ორი შვილი ჰყავს, ლიზი და ნიკ...

გიგი დედალამაზიშვილი

1715419551

ახალი ამბები

კეზერაშვილი ევროპის პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებს თბილისში ვიზიტისთვის 50 000$ გადაუხდის

reportiori.ge-ს ინფორმაციით, დავით კეზერაშვილი ჟიგიმანტას პავილიონისს და ევროპის პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებს თბილისში ვიზიტისთვის 50 000$ გადაუხდის. სააგენტოს ინფორმაციით,...

ყოფილი მინისტრი

1715418012

ახალი ამბები

,,ჩვენ ვართ ღირსეული პარტნიორები, ჩვენ ვართ ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც ევროინტეგრაციის პროცესს გაუძღვება” - კალაძე

 დედაქალაქის მერი კახა კალაძე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გამართულ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრება. საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ გამართულ ღონისძიებაზე თბილისის მ...

კახა კალაძე

1715415649

საზოგადოება

შსს ლეონიძის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

 შინაგან საქმეთა სამინისტრო ლეონიძის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტს ეხმაურება. „გვსურს, გამოვეხმაუროთ თბილისში, ლეონიძის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტს, განვმარტავთ, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნი...

შსსს