რა შესაძლო საფრთხის წინაშე დააყენა ემიგრანტები, არჩევნებში მელონის გამარჯვებამ?!

"ეს არის პასუხისმგებლობის აღების დრო ათეულობით მილიონი მოქალაქის წინაშე. ჩვენ იტალიამ აგვირჩია და მას არ ვუღალატებთ. მადლობას ვუხდი ჩემს მოკავშირეებს. ჩვენ ვამაყობთ, რომ იტალიელები ვართ!" - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პირველი განცხადება, იტალიის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა კანდიდატმა, მემარჯვენე, ჯორჯა მელონიმ (Fratelli d'Italia) გააკეთა.

მელონის გამარჯვებას სოციალურ ქსელში ქართველი ემიგრანტების მხრიდან აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ნაწილი მიიჩნევს, რომ პირველ რიგში, ჯორჯა მელონი იტალიიდან არალეგალი ემიგრანტების შევიწროებასა და “წმენდას” განახორციელებს. ნაწილის აზრით კი, პატიოსნად მომუშავე ემიგრანტებს საფრთხე არ ემუქრებათ და არ არის გამორიცხული, მათი კანონიერად მუშაობისთვის, იტალიაში ლეგალურად ყოფნის შესაძლებლობები გაჩნდეს.

წარმოადგენს თუ, არა საფრთხეს ქართველი ემიგრანტებისთვის იტალიის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ჯორჯა მელონის გამარჯვება, რასაკვირველია, დღეს ამის პროგნოზირება რთულია. იტალიაში რამდენიმე წლის წინ ჩამოსული ემიგრანტები თვლიან, რომ მელონის ანტისიმპათია ემიგრანტების მიმართ მხოლოდ მათ ეხებათ, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტის ზიანს წარმოადგენენ. ისინი ვარაუდობენ, რომ იტალია ძველ დროს დაუბრუნდება და კანონი, იტალიაში ლეგალურად ცხოვრებისა და მუშაობის შესახებ, ყოველ წელს გამოვა. თუმცა, ემიგრანტი საზოგადოების ნაწილი ამ აზრსაც ოპონირებს. გამომდინარე იქიდან, რომ არჩევნებში გამარჯვებული პარტია, ქვეყანაში შემოსული მიგრანტების ლეგალურად ყოფნისთვის მიღებულ კანონს შეცდომად მიიჩნევს და ამ მიმართულებით, კანონების გამკაცრებას გეგმავს, ემიგრანტები არალეგალების “წმენდასთან” დაკავშირებით სერიოზული პროცესების დაწყებას ვარაუდობენ.  თავად, იტალიელი მოსახლეობის უმრავლესობა კი არჩევნებში გამარჯვებულებს, ფაშისტებად მოიხსენიებს.

საბოლოო ჯამში კი, ყველაფერი მელონის დემოკრატიაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ლოიალური ან, მკაცრი იქნება და რა პროცესებს განახორციელებს ემიგრანტებისთვის, რომლებიც იტალიაში “იაფ მუშა ხელად” ითვლებიან.

შეგახსენებთ, რომ გუშინ იტალიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. როგორც პრეზიდენტმა, სერჯიო მატარელამ განაცხადა, სამთავრობო კრიზისმა იტალიის უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მარიო დრაგის გადადგომა გამოიწვია.

თავდაპირველად პრეზიდენტი პრემიერ დრაგის გადადგომის წინააღმდეგი იყო და შესაბამის დოკუმენტს ხელს არ აწერდა. მატარელა დრაგის გადადგომას მას შემდეგ დაეთანხმა, რაც მოქმედ პრემიერს კოალიციის სამი პარტიის მხარდაჭერა მოაკლდა. პრეზიდენტის მიერ პარლამენტის დათხოვნის შემდეგ,  ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 25 სექტემბერს ჩატარდა, სადაც მემარჯვენე ჯორჯა მელონიმ, Fratelli d'Italia-მ გაიმარჯვა. ულტრამემარჯვენე პარტიათა ალიანსს, ანუ, ჯორჯა მელონის, მატეო სალვინის, სილვიო ბერლუსკონის და მაურიციო ლუპის პარტიებს, ჯამში, ხმების 44% აქვს მიღებული. 

ავტორი: მზეკო ჟვანია. იტალია/რომი

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌 იტალიამ ახალ პოლიტიკურ რეალობაში გაიღვიძა - ვინ გაიმარჯვა ვადამდელ არჩევნებში?!

📌 “ახალი პაპის” ქართველი მცველი - ექსკლუზიური ინტერვიუ ზურა მჭედლიძესთან

📌 თაღლითური სქემები იტალიაში - ლია გვიჩიანი ქართველ დამსაქმებლებს ამხელს!

📌 ვინ არის ამერიკული ჟურნალის გარეკანზე მოხვედრილი ქართველი ემიგრანტი?!

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1715798494

ახალი ამბები

ანი პაპავა გარდაცვლილი იპოვეს

 27 წლის ანი პაპავა, რომელსაც 5 დღეა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. გოგონა ხონში იპოვეს. გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ოჯახმა დაუდასტურა. ცნობისთვის,  ჩხოროწყუში 27 წლის ანი პაპავას 10 მაისის შემდეგ...

ანი პაპავა

1715787837

ახალი ამბები

,,გათხოვილი კაცი გვასწავლის ჩვენ, როგორი მორალი და როგორი კანონი უნდა გვქონდეს ქართველებს?!” - შალვა კეკელია

 „აქციაზე 90%-ს კანონი წაკითხული არ აქვს. უბრალოდ ამბობენ, ევროკავშირი გვეუბნება, არ უნდა მიიღოთ და მორჩა. ხვალ მეტყვიან ის კანონი მიიღეთ, რაც საბერძნეთმა მიიღო, სადაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკა...

მამაო

1715787511

ახალი ამბები

,,ევროპული ქვეყნის სახელმწიფო მოხელისაგან სამწუხარო მცდელობა ეკლესიის სტიგმატიზაციისა და თანაც ასეთ რთულ ვითარებაში” - საპატრიარქო

 საქართველოს საპატრიარქო ეხმაურება გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ როთის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ „მართლმადიდებელი ეკლესიით, რომელიც მმართველი პა...

ზოგადი

1715785381

ახალი ამბები

შსს-მ პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

 შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით 1983 წელს დაბად...

დაკავება

1715781320

სოციალური მედია

„საკუთარი ქვეყნის გერბის ქვეშ რომ არ დაგაყენებენ და კუთხეში დადგომის არანაირი პრეტენზია არ გაგაჩნია - ეს არის იმ ქალის დამოკიდებულება, რომელმაც „ნაცების“ კოალიციის ლიდერად თვითონ გამოაცხადა თავი“ - დიმიტრი სამხარაძე

„შენ ქვეყანაში, პრეზიდენტი რომ გქვია ჯერ კიდევ, შუაში, საკუთარი ქვეყნის გერბის ქვეშ რომ არ დაგაყენებენ და კუთხეში დადგომის არანაირი პრეტენზია არ გაგაჩნია!“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ რეგიონული...

დიმიტრი სამხარაძე