თაღლითური სქემები იტალიაში - ლია გვიჩიანი ქართველ დამსაქმებლებს ამხელს!
ბოლო რამდენიმე წელიწადია, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებისკენ საქართველოდან მოქალაქეების აქტიური გადინება ხდება. გამომდინარე იქიდან, რომ მდგომარეობა სავალალოა, პროცენტულობის გამოსათვლელად სტატისტიკას არ დავიხმარებ!
უამრავი პრობლემის ფონზე, როცა გასავალი შემოსავალზე სამჯერ დიდია, იწყება ქვეყნიდან წასვლაზე ფიქრი. პირველი, რაც აზრად მოდის, ევროპის რომელიმე ქვეყანაში სანდო ადამიანის (ნათესავის, მეგობრის) მოძიებაა, რომ გათვალისწინებულ იქნეს რისკები და უცხო ქვეყანაში ჩასვლისას, მშვიდად ყოფნასთან ერთად, დამატებითი პრობლემებიც თავიდან იქნეს არიდებული.
იმ შემთხვევაში, თუ ასეთ ადამიანს ვერ იპოვი, მოდის იდეა - დაუკავშირდე დამსაქმებელს, რომელიც საქართველოდან წასვლამდე გპირდება, რომ ბინით უზრუნველგყოფს, ჩამოსვლიდან რამდენიმე დღეში დაგასაქმებს და საბუთის გაკეთებაშიც დაგეხმარება. საქართველოდან იმდენად საინტერესო და რეალური ჩანს ყველაფერი, რომ “სრული პაკეტით” სარგებლობის შემთხვევაში, დამსაქმებლის მიერ დაპირებულ სამსახურში აღებული ხელფასის ფონზე, მის მიერ დასახელებული მომსახურების საფასური არ გებევრება.
ExclusiveTV-სთვის ცნობილი გახდა, რომ იტალიაში ქართველი დამსაქმებლების გარკვეულ ნაწილს, ემიგრანტების უმრავლესობა, დანაშაულებრივი სქემების შექმნასა და აქტიურად გამოყენებაში ადანაშაულებს.
როგორც, იტალიაში 7 წლიანი ცხოვრების შემდეგ, ერთ-ერთი ქართველი ემიგრანტი, ლია გვიჩიანი გვიყვება, “ქართველმა დამსაქმებლებმა იტალიაში დასაქმება “ბინძურ ბიზნესად” აქციეს”.
- ბოლო სამი წელიწადია საქართველოში ისე განვითარდა მოვლენები, რომ ძალიან ბევრი ქართველი მოდის იტალიაში. ძირითად შემთხვევაში, წამოსვლის მსურველებს იტალიიდან დამსაქმებლები უკავშირდებიან და როცა, რამდენიმე ადამიანისგან ჯგუფი შეიქმნება, დამსაქმებლებს ჩამოჰყავთ და თავიანთ ბინებში აცხოვრებენ. უმეტეს შემთხვევაში, თვეობით აყოვნებენ ბინაში, რომ ბინის ქირის გადასახადი დააგროვებინონ და ვალად დაადონ. იმ შემთხვევაში, თუ ახალ ჩამოსულს საქართველოში სასწრაფოდ გადასახდელი ვალები აქვს, დამსაქმებელი ფულის პროცენტში აღებასაც სთავაზობს. ფინანსური ვალდებულებებით მაქსიმალურად დატვირთავენ და შემდეგ პოულობენ მათთვის სამსახურს. გარდა ამისა, დასაქმებულისგან სამსახურის საფასურად პირველი ხელფასის 50%-ს იღებენ. მქონია შემთხვევა, ახალჩამოსული ემიგრანტი დამკავშირებია და უთქვამს, რომ სამსახურში, სადაც ხელფასი 1 200 ევროა, დამსაქმებელი პირველი თვის ხელფასიდან 900 ევროს ითხოვდა. დავუკავშირდი ამ დამსაქმებელს და საქმე იქამდე მივიდა, რომ დასაქმებული გადასახადისგან სრულად გათავისუფლდა.
- როგორც ჩანს, დამსაქმებლებისთვის მევახშეობა აქაც აპრობირებული მეთოდია! რამდენად ნორმალურია სამსახური, რომელსაც დამსაქმებელი სთავაზობს ემიგრანტს და დაახლოებით რა ტიპის შეთანხმებები ირღვევა დამსაქმებლის მხრიდან?
- სამსახურის ხარისხზე ლაპარაკიც ზედმეტია. ახალჩამოსულობის სტრესთან ერთად, მძიმე ფიზიკურ, თუ ფსიქოლოგიურ პირობებში უწევთ მუშაობა. ისინი შეჰყავთ გაუსაძლის სამსახურებში, საიდანაც არ გამოჰყავთ, სანამ ერთი თვე არ შესრულდება, რადგან დასაქმების ღირებულება მიიღონ დასაქმებულის ხელფასიდან. შემდეგ, ისევ თავიანთ ბინაში შეჰყავთ და ასე უსასრულოდ. იმ სამსახურში კი სხვა “მოტყუებული” შეჰყავთ. სამსახურების ასეთ ცირკულაციას ახდენენ. ერთსა და იმავე სამსახურებს რამდენჯერმე ჰყიდიან!
- იტალიის თითქმის ყველა ქალაქშია იტალიური დასაქმების სააგენტოები, ე.წ “აჯენციები”. ფიქრობთ, რომ ამ ტიპის ქართველ დამსაქმებლებზე მეტად სანდოები დასაქმების იტალიური სააგენტოები არიან?
- არის შემთხვევები, როცა მსგავსი ტიპის დამსაქმებლები ემიგრანტებისთვის თავად ვერ პოულობენ სამსახურებს, უკავშირდებიან სააგენტოებს, კარგად “გაწრთვნიან” იტალიელ აგენტებს, ასწავლიან, თუ როგორ შეიძლება ქართველებთან “ფულის გაკეთება”, თავადაც წილში არიან. ემიგრანტებს ატყუებენ, რომ სამსახური იტალიელისაა და დასაქმების ღირებულებას ამ გზითაც ანაზღაურებინებენ. ზოგიერთი ქართველი დამსაქმებელი, იტალიურ სააგენტოებთანაა შეკრული. ასეთი ფაქტი უამრავი მაქვს. იტალიელებთანაც არაერთხელ მომსვლია კონფლიქტი და დეპორტითაც დამმუქრებიან, მაგრამ თავად დანაშაულის ჩამდენი იტალიელი, რომელიც სააგენტოს გარეშე მუშაობს, საფრთხეს ვერ შემიქმნის.. რა თქმა უნდა, არიან პატიოსნად მომუშავე იტალიური დასაქმების სააგენტოები. მთავარია ემიგრანტი მიხვდეს, რომელი ატყუებს და რომელი რეალურად დაეხმარება.
- ემიგრანტების შევიწროების საკითხთან დაკავშირებითაც არაერთხელ გავრცელებულა ინფორმაცია სოციალურ ქსელში… ამ მიმართულებით თქვენთვის რა ტიპის ფაქტებია ცნობილი?
- ზოგიერთი დამსაქმებლის ფანტაზია მრავალფეროვანია. ათასგვარი ხერხით ცდილობენ ახალჩამოსული ემიგრანტის გაყვლეფას. მაშინ, როცა ემიგრანტი უცხო ქვეყანაში რამდენიმე დღის ან კვირის ჩამოსულია, ბუნებრივია, მას არ აქვს შესაძლებლობა ბინის დაგროვილი საფასური, რომელიც დღეში 7-დან 10 ევრომდე მერყეობს, სამსახურის დაწყებამდე გადაიხადოს. მისგან მოითხოვენ, რომ თანხა ან, საქართველოდან გამოაგზავნინონ, ან ვინმე ახლობელი ემიგრანტისგან ისესხონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ღამის გასათევის გარეშე დარჩენით ემუქრებიან. არაერთხელ გამიგია მსგავსი სიტუაცია და ამ პრობლემით ქუჩაში აღმოჩენილებიც მინახავს.
- პატიოსნად მომუშავე დამსაქმებლებიც ხომ არიან?
- როგორ არა. არიან ემიგრანტები, რომლებიც დასაქმებაში უანგაროდ ეხმარებიან ახალჩამოსულებს და არასდროს სამსახურში ფული არ აუღიათ. ისეთებიც არიან, რომლებმაც დამსაქმებლობა ემიგრანტების უანგაროდ დახმარებით დაიწყეს და შემდეგ, თანხის აღების ფაქტები გამოვლინდა. მხილებისას, თავიანთი ქმედება, ემიგრანტების მხრიდან დაუფასებლობითა და უმადურობით ახსნეს. უმადურობას მეც ძალიან ბევრჯერ წავაწყდი, მაგრამ ჩემი ადამიანობის ფარგლებში, თანხის აღება მიუღებლად მიმაჩნია!
იტალიაში, ემიგრანტის ლეგალურად ყოფნის მცდელობა…

ალბათ ემიგრანტების 80%-სთვის ცნობილია, რომ ევროპაში დასაქმება ლეგალურად ბევრად მაღალანაზღაურებადია. თუკი, ახალ ჩამოსულ ემიგრანტს არ გაუმართლა და იტალიის ხელისუფლებამ რომელიმე კონკრეტულ საბუთთან დაკავშირებით კანონი არ გამოსცა, ემიგრანტს, იტალიაში ლეგალურად ყოფნის სურვილის შემთხვევაში, აქვს შესაძლებლობა “აზილო პოლიტიკოს” საბუთთან დაკავშირებით “ქვესტურაში” განაცხადი გააკეთოს. აღნიშნული დოკუმენტის მოთხოვნის დარეგისტრირების შემდეგ, პირველ ეტაპზე, ემიგრანტი ქვეყნიდან გაძევების შეკავების დოკუმენტს მიიღებს, რამდენიმე თვეში კი მას პირველ ანაბეჭდებზე გამოიძახებენ. განაცხადის გაკეთებისას საჭიროა პასპორტი და სტუმრობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის გაკეთებაც იმ ოჯახის მიერაა შესაძლებელი, სადაც ემიგრანტი დასაქმდება.
რაც მთავარია, ეს ყველაფერი სრულიად უფასოა, თუ ფოტოსურათის, “მარკის” და მგზავრობის საფასურს არ ჩავთვლით. დამსაქმებლები ამ საბუთის გაკეთებაშიც სოლიდურ თანხას იღებენ. საფასური 500-დან 1 100 ევრომდე მერყეობს.
- მეც ბოლო წელიწად-ნახევარია “აზილო პოლიტიკოს” სიღრმეებში გავერკვიე და როგორც შემიძლია ყველა ემიგრანტს ვეხმარები. ვცდილობ, ემიგრანტს, რომელსაც “აზილოს” გაკეთება უნდა, განაცხადის შესატანად საჭირო “სტუმრობის” საბუთის აღებაში დავეხმარო. რომლის გაკეთებაც შეიძლება ოჯახში, სადაც მუშაობს. ეს ყველაზე მთავარი დოკუმენტია საწყის ეტაპზე. პასპორტით და “სტუმრობის ფურცლით” მიდიხარ “ქვესტურაში”, აკეთებ განაცხადს და შემდეგ უკვე სხვადასხვა პროცედურებისთვის თავად გიბარებენ, არავის დახმარება არ გჭირდება. განაცხადის გაკეთებიდან 2-3 ვიზიტის შემდეგ, “აზილო პოლიტიკოს პერმესოს” იღებ. აქ, დამსაქმებლები თავად სთავაზობენ ახალჩამოსულ, ჯერ კიდევ სტრესში მყოფ ემიგრანტებს აღნიშნული საბუთის გაკეთებას, რაშიც ზოგი 600 ევროს იღებს, ზოგი 900-სს ზოგი კი 1 100 ევროს. ახალ ჩამოსულმა კი არა რამდენიმე წელი იტალიაში მცხოვრებმა ემიგრანტმაც კი არ იცის ეს დეტალები და დამსაქმებლები ამით სარგებლობენ!
ავტორი: მზეკო ჟვანია. იტალია/რომი

აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📌 ვინ არის ამერიკული ჟურნალის გარეკანზე მოხვედრილი ქართველი ემიგრანტი?!
📌 “იტალიას დეპორტი აქვს, არ შეიყვანოთ ადამიანები შეცდომაში!” - ნონა მაჭარაშვილი
📌 “მეორე წელია იტალიაში ოჯახებში ვმუშაობ და ასეთი არაფერი მინახავს” - ემიგრანტი იტალიიდან
1782465895
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: 2025 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაიზარდა 7,6 პროცენტით და შეადგინა დაახლოებით 1,7 მილიარდი დოლარი, სავალუტო რეზერვებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 7 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
2025 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაიზარდა 7,6 პროცენტით და შეადგინა დაახლოებით 1,7 მილიარდი დოლარი. სესხების დოლარიზაციის მაჩვენებელი შემცირდა 42,4 პროცენტამდე. ძალიან მნიშვნელოვანია ლარის კურ...
1782465611
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: 2025 წელს საშუალო ხელფასმა შეადგინა 2 283 ლარი, 2020 წელს საშუალო ხელფასი იყო 1 191 ლარი და 5 წლის თავზე საშუალო ხელფასი გაორმაგებულია, კიდევ ერთი უტყუარი ნიშანი იმისა, რომ ეკონომიკური ზრდა აისახება სოციალურ მდგომარეობაზე
გასულის წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში გაიზარდა საშუალო ხელფასი. თუ 2024 წელს საშუალო ხელფასი იყო 1971 ლარი, 2025 წელს საშუალო ხელფასმა შეადგინა 2 283 ლარი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმ...
1782465500
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ხუთი წლის განმავლობაში სხვაობა საქართველოსა და მოლდოვის ეკონომიკებს შორის გაიზარდა 13,5 მილიარდი დოლარით, ეს ნიშნავს იმას, რომ სხვაობა ჩვენს ბიუჯეტებს შორის გაიზარდა 3,5 მილიარდი დოლარით, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს
ხუთი წლის განმავლობაში სხვაობა საქართველოსა და მოლდოვის ეკონომიკებს შორის გაიზარდა 13,5 მილიარდი დოლარით, ეს ნიშნავს იმას, რომ სხვაობა ჩვენს ბიუჯეტებს შორის გაიზარდა 3,5 მილიარდი დოლარით, - განაცხადა...
1782465421
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: პირველად ისტორიაში საქართველოს ეკონომიკა გადასცდა 100 მილიარდ ლარს და შეადგინა 104,6 მილიარდი ლარი, ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი არის შენარჩუნებული მიმდინარე წელსაც
ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა გასულ 2025 წელს გაიზარდა 7,5 პროცენტით. ჩვენი ეკონომიკა გაიზარდა 3,9 მილიარდი დოლარით გასული ერთი წლის განმავლობაში, რაც არის შთამბეჭდავი მაჩვენებელი, - განაცხადა საქართველოს პ...
1782464419
საზოგადოებაპრემიერი: 2012 წელს მოსახლეობა საშემოსავლო გადასახადის სახით იხდიდა 1 მლრდ 764 მლნ ლარს. 2020 წელს გახდა 3 მლრდ 326 მლნ ლარი და შარშან ეს მაჩვენებელი იყო 8 მლრდ 261 მლნ ლარი - ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკური ზრდა პირდაპირ აისახება მოსახლეობაზე
2012 წელს ჩვენი მოსახლეობა საშემოსავლო გადასახადის სახით იხდიდა 1 მლრდ 764 მლნ ლარს. 2020 წელს ეს მაჩვენებელი გახდა 3 მლრდ 326 მლნ ლარი და შარშან ეს მაჩვენებელი იყო 8 მლრდ 261 მლნ ლარი, - განაცხადა სა...


























