სამედიცინო სერვისები - თუ იტალიაში ლეგალურად ცხოვრობთ, ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ

იტალიაში ლეგალურად მცხოვრები ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეები, ვალდებულები არიან დარეგისტრირდნენ ჯანდაცვის ეროვნულ სისტემაში (SSN), რაც მათ მისცემს საშუალებას ისარგებლონ იგივე უფლებებითა და მოვალეობებით, რაც განსაზღვრულია იტალიის მოქალაქეებისთვის, ჯანდაცვის სამსახურის მიერ შეთავაზებული სერვისების საფასურის გადახდის მხრივ.

ვაქვეყნებთ იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ დოკუმენტაციას, რომელიც ბინადრობის ნებართვის მქონე იმ უცხოელ მოქალაქეებს შეეხებათ, ვინც არ არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან და სურთ იტალიის ჯანდაცვის სამსახურში რეგისტრაციის გავლა.

1. მაქვს ბინადრობის ნებართვა სამუშაო მოტივით, სუბორდინაციული ან სეზონური (Subordinato, Stagionale), რა დოკუმენტები უნდა წარვადგინო ჯანდაცვის ეროვნულ სამსახურში, SSN-ში დასარეგისტრირებლად?
- უნდა წარმოადგინოთ:
●ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ქვითარი, რომელიც ადასტურებს განაცხადის შეტანას ბინადრობის ნებართვის ან მისი განახლების მოთხოვნით.
● პირადობის მოწმობა
●ფისკალური კოდი; ●საცხოვრებელი ადგილის ცნობა(პირადი განცხადება) ან განცხადება ფაქტობრივი საცხოვრებლის შესახებ.
გახსოვდეთ, რომ რეგისტრაციის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ბინადრობის ნებართვის ვადაზე.

2. რეგისტრირებული ვარ ოფიციალურად როგორც უმუშევარი. მაქვს ბინადრობის ნებართვის დოკუმენტი, ვარ დასაქმების მოლოდინში. მაქვს თუ არა უფლება SSN-ში, ჯანდაცვის სამსახურში დავრეგისტრირდე?
-დიახ, თქვენ უნდა წარუდგინოთ ASL-ს შემდეგი დოკუმენტები:
●ბინადრობის ნებართვა ან მოთხოვნაზე განაცხადის ქვითარი.
●პირადობის მოწმობა 
●საცხოვრებელი ადგილის ცნობა(პირადი განცხადება) ან განცხადება ფაქტობრივი საცხოვრებლის შესახებ.
●უმუშევრობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. მაქვს ბინადრობის ნებართვა ოჯახური მოტივით. რა დოკუმენტები უნდა წარვადგინო SSN-ში, ჯანდაცვის სამსახურში დასარეგისტრირებლად?
-უნდა წარადგინოთ:
●ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ქვითარი, რომელიც ადასტურებს განაცხადის შეტანას ბინადრობის ნებართვის ან მისი განახლების მოთხოვნით.
●პირადობის მოწმობა
●ფისკალური კოდი
●საცხოვრებელი ადგილის ცნობა(პირადი განცხადება) ან განცხადება ფაქტობრივი საცხოვრებლის შესახებ.


4. ველოდები პირველად ბინადრობის ნებართვის გაცემას ოჯახის გაერთიანების მოტივით. რა დოკუმენტები უნდა წარვადგინო SSN-ში, ჯანდაცვის სამსახურში დასარეგისტრიტებლად?
- უნდა წარადგინოთ:
●ბინადრობის ნებართვის განაცხადის წარდგენის დამადასტურებელი ქვითარი.
●პრეფექტურის ერთიანი ოფისის მიერ გაცემული ავტორიზაციის ასლი.
●პირადობის მოწმობა 
●ფისკალური კოდი
●საცხოვრებელი ადგილის ცნობა(პირადი განცხადება) ან განცხადება ფაქტობრივი საცხოვრებლის შესახებ.


5. ვცხოვრობ ლეგალურად იტალიაში და ვარ თვითდასაქმებული. რა დოკუმენტები უნდა წარვადგინო ჯანდაცვის სამსახურში დასარეგისტრირებლად?
-უნდა წარადგინოთ:
●ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ქვითარი, რომელიც ადასტურებს განაცხადის შეტანას ბინადრობის ნებართვის ან მისი განახლების მოთხოვნით.
●პირადობის მოწმობა
●დღგ-ს ნომერი და INPS-იდან ამონაწერი.
●ფისკალური კოდი
●საცხოვრებელი ადგილის ცნობა(პირადი განცხადება) ან განცხადება ფაქტობრივი საცხოვრებლის შესახებ.

ნონა გედენიძე სპეციალურად ExclusiveTV-თვის ემილია-რომანიადან

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1716133195

ახალი ამბები

გიორგი სარდალაშვილი ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონია

აბუ-დაბიში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე გიორგი სარდალაშვილი (60კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა. 20 წლის ქართველმა ფინალში ტაიპეისწარმომადგენელი იანგი დამატებით დროშივაზარით დაამარცხა. ტურნირზე პირველ...

გიორგი სარდალაშვილი ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონია

1716130982

მსოფლიო

„ორი პეტრიოტი ძირეულად შეცვლის სიტუაციას“ - ზელენსკიმ მსოფლიოს ხარკოვის დახმარებისკენ მოუწოდა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ხარკოვის დასაცავად ორი პატრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემის მიწოდება ძირეულად შეცვლის ქალაქში უსაფრთხოების თვალსაზრისით ვითარებას. „მსოფლიოს შეუ...

აა

1716127392

მსოფლიო

ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი ჩამოვარდა

ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი, რომლითაც იბრაჰიმ რაისი თეირანში ბრუნდებოდა, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში ჩამოვარდა. როგორც reuters-ი წერს, ინციდენტის შესახებ ირანულმა მედიამ ურთიერთგამომრიცხავი...

ირანის პრეზიდენტი

1716126771

სოციალური მედია

„დედაზე ნაკლები არც შვილია“ - შორენა ბეგაშვილის შვილი შავ-თეთრ კაბაში პოზირებს

მსახიობ შორენა ბეგაშვილის შვილი ევა ბარბაქაძე Instagram-ზე ფოტოებს აქვეყნებს, რომელშიც შეუდარებლად გამოიყურება, ევა შავ-თეთრ კაბაში პოზირებს. გამოქვეყნებულმა კადრებმა დიდი მოწონება და დადებითი შეფასებ...

ევა ბარბაქაძე

1716123536

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: „ზურაბიშვილი მაკრონს საქართველოში იწვევს იმ იმედით, რომ ქართულ კანონზე საგარეო ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდება!“

„ზურაბიშვილი მაკრონს საქართველოში იწვევს იმ იმედით, რომ ქართულ კანონზე საგარეო ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდება! ამ დროს კი, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, უცხოურ ჩარევებს საარჩევნო კამპ...

მამუკა მდინარაძე