“საუკუნის გარიგებაა, ისევე როგორც თავის დროზე, დიეგოს შემთხვევაში მოხდა, რომელშიც ნაპოლიმ 13 მილიარდი ძველი ლირა გადაიხადა” - რას ამბობს იტალიელი ჟურნალისტი კვარაცხელიას შესახებ
ბოლო დროს, სულ უფრო ნაკლებად გაიგებთ ნეაპოლელების პროტესტს, როდესაც "ნაპოლის" ორი ვარსკვლავის, მარადონას და კვარაცხელიას ერთმანეთთან შედარება ხდება. მოგეხსენებათ, დიეგო არმანდო მარადონა ნეაპოლში ფაქტობრივად წმინდანად არის შერაცხილი და შესაბამისად ხელშეუხებელია, მაგრამ როგორც აღვნიშნე, ამ შედარებას უკვე თითქმის აღარავინ აპროტესტებს. სწორედ ამ თემაზე ვესაუბრეთ Sportitalia TV-ის ჟურნალისტ მანუელ პარლატოს, თუმცა, აქვე დავსძენ, რომელ გრანდსაც არ უნდა ვადარებდეთ ახალგაზრდა ფეხბურთელებს, ყველა ნიჭიერ ფეხბურთელს და მათგან გამორჩეულად ხვიჩას, თავისი გზა აქვს და მისი უნარებიდან გამომდინარე, თავის, ინდივიდუალურ სახელს დაიმკვიდრებს, მსოფლიო ფეხბურთში.
- მართალია, რომ ნეაპოლელები რეალურად მოიაზრებენ კვარაცხელიას როგორც მეორე მარადონას?
- საკუთარი თვალით მაქვს ნანახი მარადონას თამაშები, ნანახი მაქვს როგორ მოიგო ორი "სკუდეტო". ჩემი აზრით, ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე ძლიერი ფეხბურთელია მას შემდეგ, რაც "ნაპოლის" მარადონა ჰყავდა.
ასეთი ტალანტი, ასეთი თამაში სან-პაოლო - მარადონაზე არასდროს გვინახავს.
კვარაცხელია ნეაპოლელებს მისი თავმდაბლობის გამოც მოსწონთ. მოთამაშეა რომელიც მაშინვე ადაპტირდა, ნეაპოლელების მენტალიტეტთან.
- ანუ გადაჭარბებული არ არის კვარაცხელიას მარადონასთან შედარება?
- არანაირად, პირიქით. ვფიქრობ, რომ მცირე დროში, ერთ-ორ წელში მსოფლიოს საუკეთესო სამეულში ვიხილავთ. პატარა მესია, რომელიც "ნაპოლიმ" სულ რაღაც 10 მილიონად მოიპოვა. ეს არის საუკუნის გარიგება, ისევე როგორც თავის დროზე, დიეგოს შემთხვევაში მოხდა, რომელშიც ნაპოლიმ 13 მილიარდი ძველი ლირა გადაიხადა.
ახლა, კვარაცხელიას ღირებულება უსაზღვროა, შესაძლოა ღირდეს 200-250 მილიონი ევრო, მაგრამ ნეაპოლელების და ჩვენი დიდი სურვილია, რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს "ნაპოლიში", სკუდეტოს მოსაგებად და არამარტო, "ნაპოლი" შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის ბოლოშიც გავიდეს.
და დიახ, ვფიქრობ, რომ ეს ფეხბურთელი ისეთივეა როგორც მარადონა იყო თავის დროზე. გუნდის ფენომენი ის იყო, მაგრამ ასევე იყვნენ სხვა მნიშვნელოვანი ფეხბურთელებიც, როგორც მაგ: ჯორდანო, კარნევალე, კარეკა და სხვ.
კვარაცხელია ამ მომენტისთვის დღევანდელი ნაპოლის ნამდვილი ლიდერია და რამდენიმე თვეში-წელში ის მსოფლიოს საუკეთესო სამეულში იქნება.
ნინა მამუკაძე
სპეციალურად იტალიიდან
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 "ნაპოლის" მწვრთნელის, ლუჩანო სპალეტის პასუხი, ქართველი ჟურნალისტი კითხვაზე
🔵 “კრემონეზეს” ქართველი ცენტრალური მცველი ლუკა ლოჩოშვილი FIFA-მ დააჯილდოვა
1793126317
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე: ტყუილია, თითქოს პარტიის ქონების ჩამორთმევის კანონი 2024 წელს, სარჩელის შეტანამდე მიიღეს
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე ლევან ბეჟაშვილის განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ მტკიცება, თითქოს აკრძალული პარტიისთვის ქონების ჩამორთმევის კანონ...
1793125255
საზოგადოებამასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. საზოგადოებისა და განათლების სისტ...
1793123844
საზოგადოებაგივი მიქანაძე: მივმართავ პედაგოგებს, ჩვენ გვესმის თქვენი შრომის ფასი, ვიცით, რა გამოწვევების წინაშე დგახართ და გვჯერა, რომ განათლების სისტემის განვითარება მასწავლებლის მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია
„მასწავლებლის ეროვნული დღე, რომელსაც ყოველწლიურად იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეზე აღვნიშნავთ, გვახსენებს, რომ მასწავლებლობა მხოლოდ პროფესია არ არის – ეს არის მისია, უდიდესი პასუხისმგებლობა და ეროვნ...
1793123566
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ სასამართლოში გაჟღერებული თითოეული განცხადება ტყუილი და მანიპულაცია იყო
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე საზოგადოებას ბოდიშს უხდის იმის გამო, რომ სასამართლო პროცესზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან მრავალი ტყ...
1793121650
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: შეგვიძლია, ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, შევქმნათ პროგრამები, გამოვიყენოთ ტექნოლოგიები, მაგრამ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ადამიანი - ამ თვალსაზრისით მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაა
„მოხარული ვარ, რომ დღეს გვაქვს შესაძლებლობა, განსაკუთრებული პატივი მივაგოთ ადამიანებს, რომელთა ყოველდღიური შრომაც, ხშირად წყნარად, აუჩქარებლად და ზედმეტი საჯაროობის გარეშე ქმნის ქვეყნის მომავალს“, - გ...


























