სილვიო ბერლუსკონი, 24 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს
24 იანვარს იტალიის რესპუბლიკა ირჩევს ახალ პრეზიდენტს. რადგან ამჟამინდელი პრეზიდენტის სერჯო მატარელას საპრეზიდენტო ვადა იწურება.
იტალია დემოკრატიული რესპუბლიკაა 1946 წლის 2 ივნისიდან და მას შემდეგ დღემდე არჩეული ჰყავს 12 პრეზიდენტი. ყველა პრეზიდენტი გადადგომის შემდეგ იღებს მუდმივი სენატორის თანამდებობას. რესპუბლიკის პრეზიდენტს ირჩევს პარლამენტის გაერთიანებული სესია. მის არჩევას ესაჭიროება ფართო უმრავლესობა რაც შეადგენს ნახევრის 2/3 -ს პლუს ერთ ხმა. როგორც წესი პრეზიდენტი ცდილობს პოლიტიკური დებატების მიღმა დარჩეს და იყოს ინსტიტუციური გარანტი პოლიტიკურ პროცესებში ჩართული ყველა ფიგურისთვის. მას შეუძლია გააუქმოს ანტიკონსტიტუციური აქტები როგორც იტალიის კონსტიტუციის მცველი.
მაშ ასე, ახლა შემოგთავაზებთ იმ კანდიდატების გვარებს ვინც სავარაუდოდ კენჭს იყრის მომავალი პრეზიდენტის პოსტზე.
სერჯო მატარელა - თუმცა მან სხვადასხვა დროს საკუთარ გამოსვლებში რამდენჯერმე გააჟღერა რომ აღარ მიიღებს მონაწილეობას მომავალ კენჭისყრაში, მაგრამ ჯერ ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება, ამის შესახებ არ გაუკეთებია.
იტალიის ახლანდელი პრემიერი - მარიო დრაგი, მაგრამ ამისათვის გარკვეული ნაბიჯებია გადასადგმელი, მაგალითად ის რომ ოფიციალურად გადადგეს პრემიერის პოსტიდან და წამოაყენოს საკუთარი კანდიდატურა.
ყოფილი პრემიერი, დღევანდელი "forza Italia" -ს ლიდერი სილვიო ბერლუსკონი ან კიდევ შესაძლოა კენჭი იყაროს მისივე თანამოაზრემ, მემარჯვენე ცენტრისტების წარმომადგენელმა, ჯულიანო ამატომ.
ქალებს შორის, სავარაუდო ძლიერი კანდიდატები არიან ქალბატონი მარტა კარტაბიანკა, რომელიც არცერთ პარტიას არ მიეკუთვნება და არის იტალიის იუსტიციის მინისტრი. შესაძლოა არაპარტიული სიით გასვლა, მისი ყველაზე ძლიერი წერტილიც კი იყოს.
ქალებს შორის, ასევე არიან სხვა კანდიდატები - სენატის პრეზიდენტი მარია ელისაბეტა კარელატი და ბერლუსკონის თანამოაზრე ლეტიცია მორატი.
შემდეგი კანდიდატია პიერ ფერდინანდო კასინი პოლიტიკის ექსპერტი და 2018 წელს რესპუბლიკის სენატორი.
მეათე კანდიდატი კი გახლავთ მემარცხენე ცენტრისტი პაოლო ჯენტილონი. მეთერთმეტე კანდიდატი არის - რომანო პროდი. ექსპერტები ვარაუდობენ რომ მიუხედავად მისი მდიდარი კარიერისა, პრეზიდენტის პოსტზე ძალიან ცოტა შანსები აქვს.
ბოლო მეთორმეტე კი არის ვალტერ ველტრონი, რომელიც არის ქალაქ რომის ყოფილი მერი.
იტალიაში არსებობს სამი ოფიციალური საპრეზიდენტო რეზიდენცია პირველი არის “ქვირინალის სასახლე“, რომელიც მდებარეობს ქალაქ რომში. მეორე რეზიდენცია “კასტელპორციანო“, რომელიც მდებარეობს ქალაქ რომის გარეუბნის ერთ-ერთ ბუნებრივ ნაკრძალში. მესამე რეზიდენცია კი ნეოკლასიკური სტილის საზაფხულო რეზიდენციაა ქალაქ ნეპოლში ქუჩა ფერდინანდო რუსოს 26 ნომერში.
სტატია მოამზადა ირმა მაისურაძემ. იტალია. ბარი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📌 იტალიის საელჩოს შენობაზე დაშვებულია დროშები
📌 იტალიაში უკრაინელ ბადანტეს მატარებელი დაეჯახა - თვითმკვლელობა თუ უბედური შემთხვევა?
📌 იტალიის პოლიციის პროტესტი - იტალიამ პოლიციელებს ვარდისფერი ნიღბები დაურიგა
1791922440
ახალი ამბებიდღეს სვეტიცხოვლობაა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 14 ოქტომბერს „კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისას” დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში საღმრთო ლიტურგია შესრულდება....
1791922095
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი: სამწუხარო მაგალითების საფუძველზე, ნებისმიერი პარტიის, თუ არასამთავრობო ორგანიზაციის ქვეყნის გარედან დაფინანსება უნდა იქნეს განხილული, როგორც რესურსი, იმოქმედონ ისე, რასაც უკარნახებენ
„იმ მაგალითების საფუძველზე, რაც უკვე არაერთი ვიხილეთ, ქვეყნის გარედან დაფინანსება ნებისმიერი პარტიის ან გაერთიანების, არასამთავრობო ორგანიზაციის, ცალკეული პიროვნებისაც კი, უნდა იქნეს განხილული როგორც...
1791919309
ახალი ამბებიგიორგი პატარიძე: საკმაოდ მყარად ვდგავართ და ცრუ ბრალდებებთან გამკლავება ჩვენთვის ძალიან მარტივია
პენიტენციური სისტემის ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე, აგორებულ დეზინფორმაციულ კამპანიასა და მასთან გამკლავებაზე ისაუბრა პოდკასტში „კონტრასტი“ პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარი...
1791917101
ახალი ამბებიანდრია ჯაღმაიძე: „ტვ პირველისა“ და „ფორმულას“ წარმომადგენლები, წლების განმავლობაში არაერთ დიდ საეკლესიო დღესასწაულზე ქმნიდნენ ღვთის მსახურებისთვის შეუფერებელ ვითარებას - შეზღუდვის მიზანი მომლოცველთა ინტერესების დაცვაა
„ხვალ, 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე დასასწრებად, თანხმობა, აკრედიტაცია არ მიეცათ ტელეკომპანიების - „ტვ პირველისა“ და „ფორმულას“ ჟურნალისტებს“, - წერს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთო...
1791915031
მსოფლიოალბანეთში სტუდენტების საპროტესტო აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა - დაკავებულია რამდენიმე დემონსტრანტი
„ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში სტუდენტების საპროტესტო აქციის დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. დემონსტრანტებმა განათლების სამინისტროს შენობას ქვები და ბეტონის ნატეხები ესრო...































