თუ ამ მისამართზე მოხვდებით იცოდეთ, რომ იქ სიკეთეა, რომელიც იტალიაში მყოფ ქართველ ემიგრანტებზეც ნაწილდება
ქველმოქმედება - არსებითი სახელია იგი მატერიალური დახმარების უანგაროდ გაწევას ნიშნავს. ქველმოქმედების სურვილით, ძირითადად სათნო და მოწყალე ადამიანები გამოირჩევიან. ქველმოქმედებას არც ეროვნება აქვს, არც სქესი და გეოგრაფიული წარმომავლობა, ის მსოფლიოს ნებისმიერ ხალხებში შეიძლება შეგვხვდეს.
ამბავი, რომელიც ჩვენს მკითხველს უნდა მოვუყვეთ სამხრეთ იტალიაში ხდება. კონკრეტულად ბარის პროვინციის ერთ-ერთ პატარა ქალაქ, პუტინიანოს გულში. ქალაქში 25 767 მოქალაქეა რეგისტრირებული. მეზობელი ქალაქებია Conversano, Gioia del Colle, Noci, Turi, Castellana Grotte.
ქალაქის ტოპონიმის რამდენიმე ვერსია არსებობს: ერთ-ერთი უძველეს მდინარე Potamos უკავშირდება, ასევე უძველეს ებრაულ ღვინოს - Puteus, აპოლონ პითუნისს და ა.შ. მომდინარეობს.
მოგეხსენებათ, რომ იტალიაში უამრავი ემიგრანტი ცხოვრობს, მათი რიცხვი ოფიციალური მონაცემებით 5 მილიონს შეადგენს. ემიგრანტების უმრავლესობას ახლა ქვეყანაში დამკვიდრებისა და ინტეგრაციის მიზნით წლები სჭირდება. ეს პროცესი, განსაკუთრებით რთული, ემიგრაციაში ოჯახით მყოფი ემიგრანტებისთვის არის. ვინაიდან ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების დოკუმენტის მოპოვება რიგ რთულ, ბიუროკრატიულ და დროში გაწელილ პროცესს წარმოადგენს, სოციალური სტაბილურობის შექმნაც წლებთან არის დაკავშირებული.
პირი, რომელიც ემიგრანტებს მატერიალურ დახმარებას უწევს ქალაქ პუტინიანოს მკვიდრია. მის საქველმოქმედო სიაში ქართველი ემნიგრანტებიც ხვდებიან. არცერთ მათგანს, ის ფიზიკურად არასდროს უნახავს, უჩუმრად, შემუჩნევლად დაარიგებს სურსათ-სანოვაგეს, ბავშვებისთვის საჩუქრებს, დაგიტოვებს იმედს და მიდის. იმედს, იმისა, რომ სამყარო ძირითადად სიყვარულისა და ადამიანური მხარდაჭერისგან შედგება.
ცხადია დავინტერესდი, ვინ იყო და აღმოვაჩინე, რომ ბანკის თანამშრომელია. ქალაქ პუტინიანოს „Banca Popolare“-ს პულიისა და ბაზილიკატას ფილიალის თანამშრომლებს, ბანკში ყავის აპარატთან ყულაბა დაუდგამთ. თანამშრომლები და კლიენტები, ყავის ფულს ყულაბაში აგროვებენ და წლის ბოლოს დაგროვილი თანხით ემიგრანტებს ეხმარებიან.
თუ ამ მისამართზე მოხვდებით - Piazza Principe di Piemonte #6, იცოდეთ, რომ იქ სიკეთეა, რომელიც იტალიაში მყოფ ქართველ ემიგრანტებზეც ნაწილდება.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📌 ქართული შობა ფლორენციაში - რეპორტაჟი წმინდა ნინოს სახელობის ტაძრიდან
📌 “იტალია სავარაუდოდ ესპანეთის მსგავსად “კოვიდ19”-თან ბრძოლის სტრატეგიას შეიცვლის” - დოდუკა ბრატულიჩი
1792162018
ახალი ამბებიბექა ოდიშარია გიორგი ქარდავას: აიღეთ მაგალითი „ხალხის ძალისგან“ - შემოდით კონკრეტული ინიციატივით და ვიმსჯელოთ
თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას კოლეგა ოპოზიციონერ დეპუტატ გიორგი ქარდავას მოუწოდა მაგალითი პარტია „ხალხის ძალი...
1792159555
ახალი ამბებიარასრულწლოვანი გერის მიმართ წამების და ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე არასრულწლოვანი გერის მიმართ წამების და ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნ...
1792157386
ახალი ამბებინოდარ ბოკერია: ჩვენი კონსტიტუცია იცავს პარტიების თავისუფლებას, თუმცა მკაფიოდ ავლებს ზღვარს, რომლის გადაკვეთის შემთხვევაში სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს რეაგირება და პასუხი
თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს უმრავლესობის წევრი ნოდარ ბოკერია პარტია „ლელოს“ წარმომადგენელთა განცხადებებს გამოეხმაურა და სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულა ისინი. ნოდარ ბოკერიამ ოპოზიციის წა...
1792156009
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 16 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5982 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5987 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რო...
1792154901
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: სერიოზულად არავინ აღიქვამს ევროკავშირს, მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას ითხოვენ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით და არავინ სვამს ამ მაგიდასთან მაშინ, როდესაც ეკონომიკურად და მოსახლეობით მნიშვნელოვანი მოთამაშე უნდა იყოს
„სერიოზულად არავინ აღიქვამს ევროკავშირს. მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას ითხოვენ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით და არავინ სვამს ამ მაგიდასთან მაშინ, როდესაც ეკონომიკურად და მოსახლეობით მნიშვნელოვ...






























