იორდანიელები ისრაელის საზღვრის გადალახვას ცდილობენ (ვიდეო)

იორდანიის ტერიტორიიდან ასობით ადამიანი ისრაელის საზღვრის გადალახვას ცდილობს, რათა პალესტინელების მხარეს ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლაში მიიღონ მონაწილეობა. ამის შესახებ timesofisrael.com იუწყება.

ადამიანები, რომლებიც საზღვრის გადასვლას ცდილობენ სკანდირებენ „ჩვენ სულით და გულით შურს ვიძიებთ ალ აქსზე“ - მათ იერუსალიმის ისტორიულ ნაწილში მდებარე ალ აქსის მეჩეთი აქვთ მხედველობაში, სადაც ისრაელის პოლიციას და პალესტინელებს შორის შეტაკებები მოხდა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო „ჰამასმა" ღაზას სექტორიდან ისრაელის ტერიტორიის მასიური დაბომბვა.

საპროტესტო აქციები იორდანის დედაქალაქ ამანშიც მიმდინარეობს, რომლის მონაწილეები იერუსალიმში ისრაელის ქმედებებს აპროტესტებენ და ღაზაში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას ითხოვენ.

ინფორმაციისთვის, ისრაელი-პალესტინის კონფლიქტი მას შემდეგ გამწვავდა, რაც პალესტინელებმა ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 1600-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ისრაელის თავდაცვითმა სისტემებმა რაკეტების 90% გაანადგურეს. საპასუხო იერიშის შედეგად ღაზას სექტორში საერთო ჯამში 115 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაიჭრა. ისრაელის მხრიდან 8 ადამიანია დაღუპული.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1716102575

ახალი ამბები

მკვლელობა სამეგრელოში - ერთი მოკლული და 2 დაჭრილი

სენაკის მუნიციპალიტეტში, გორის ქუჩაზე, მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულია ერთი ახალგაზრდა კაცი და დაჭრილია 2 პირი. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. „exclusivetv“ დამატებით დეტალებს შინაგა...

პოლიცია

1716062964

საზოგადოება

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ნაკრები საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ნაკრები მოლდოვაში გაემგზავრა, სადაც საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი გაიმართება. კიშინეუში დაგეგმილ შეჯიბრებაში, მასპინძელი მოლდოვისა და საქართველოს გარდა, კიდევ ექვსი ქ...

 სპორტულ ჟურნალისტთა ნაკრები

1716056872

მსოფლიო

წყალდიდობა ავღანეთში - დაღუპულია მინიმუმ 68 ადამიანი

 უჩვეუოდ ძლიერმა სეზონურმა წვიმებმა ავღანეთში წყალდიდობა გამოიწვია, რასაც სულ მცირე 68 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას CBS News  თალიბანის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც გა...

ააა

1716053547

მსოფლიო

სიახლე რობერტ ფიცოს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რომელსაც მესამე ოპერაცია ჩაუტარდა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, როგერტ ფიცოს ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა - ამის შესახებ ინფორმაციას Bild ავრცელებს. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, რობერტ ფიცოს დღეს კიდევ ერთი, 2-საა...

რობერტ ფიცო

1716048533

საზოგადოება

„დაადასტურა, რომ გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ არ არსებობს შენიშვნები და არგუმენტები“ - მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის ვეტოზე

„დიდი მადლობა სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც საბოლოოდ დაადასტურა, რომ გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ არ არსებობს შენიშვნები და არგუმენტები, ვეტოს ახალი ნაირსახეობის გამოგონებაზე კი სხვადასხვა თაობის...

პოლიტიკოსები