ემიგრანტული სასწაული - "საღამოს სახლში მოხუცის შვილი მოვიდა და იქიდან შეიცვალა სამყარო"

ემიგრანტული სასწაული.

ჩემს კორპუსში ერთი სართულით მაღლა ქართველი გოგონა დედასთან ერთად ცხოვრობს, ორივე ერთ ოჯახში მუშაობენ, რაღაცნაირი თვალები აქვს ამ გოგონას გეგონება მთელი სიცოცხლის წყარო მის თვალებშია მოთავსებული... უზომოდ ლამაზი ღიმილი აქვს, ზოგჯერ ლიფტში გადავეყრებით ხოლმე ერთმანეთს, ისეთი ცქრიალაა და ლამაზი დადებით ემოციებს იწვევს და ტკბილი მოკითხვებიც ავტომატურად ჩნდენა ჩვენს შორის, სულ ვფიქრობდი და მენანებოდა ემიგრანტობისათვის მისი ასაკისა გამო, მაგრამ მისმა დედიკომ ისეთი საინტერესო რამ მომიყვა ვაღიარებ ღირდა ამად ეს სევდიანი და შრომით დატვირთული წლები...

ერთ დღეს ჩაფიქრებულ და სევდიან სალომეს დასვენების საათებში სახლში გადატეხილი ფანქარი უპოვია, თეთრი ფურცელიც მოიძია და ასე სულ რომ არასოდეს დაუხატავს ადგა და გოგონა დახატა, დახატა და დადო მერე არც გახსენებია ის ნახატი.

საღამოს სახლში მოხუცის, რომელსაც სალომე უვლიდა, შვილი მოვიდა, ნახატს თვალი მოჰკრა და იქიდან შეიცვალა სამყარო, იქიდან იმ წუთიდან ეს კაფანდარა ლამაზთვალება სალომე სხვა ადამიანად გარდაისახა. მის ოთახში მეორე დღესვე გაჩნდა გუაში, ფუნჯი ფანქარი, უთვალავი თეთრი ფურცელი, ერთ ნაცნობ, ნიჭიერ მხატვართან ბებიას შვილის დაჟინებული თხოვნის შემდეგ სიარულიც დაიწყო და დღეს იტალიის ქალაქ ბარში საკმაოდ დახვეწილი ქართველი მხატვარი გვყავს. სალომე ფაქიზი საამო ჭკვიანი და შემდგარი ხელოვანი...

ჩემო საქართველო იცი რომ ეს შენი შვილია მარგალიტია, უცხო მიწაზე მოარული სასწაულია, ნიჭიერია ...ხატვა სევდამ და ტკივილმა დააწყებინა სამშობლოს სიყვარულმა და მონატრებამ დააწყებინა.... ვაი დედა სადაურსა სად წაიყვანს წუთისოფელი?

ჩემო მეზობელო, ჩემო ნიჭიერო,  უფალს ვთხოვ საქართველოს მალე დაუბრუნდე და იქ დიდი გამოფენა მოაწყო, ნახატებით რომლებიც გაჯერებულია ფერთა ხატოვნებით, სევდისფერი სილუეტებით... ღირდა ამად მერწმუნე შენი ემიგრანტობა.....

ავტორი: თეონა ჭანტურია

იტალია. ბარი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714662409

ახალი ამბები

,,ამერიკელებს საქართველოში არასათანადო ხალხი წარმოადგენენ და ვითომ პროდასავლელი აქტივისტები სინამდვილეში პრორუსები არიან” - იაგო ხვიჩია

 ყველგან ფიზიკურად ცუდად იქცევა და ნომერ პირველი არიან პოლიტიკური აქტივისტები. ამ ნომერ პირველ პოლიტიკურ აქტივისტებში ყველაზე უზრდელები არიან ხოშტარიას ამომრჩევლები, რომლებიც სხვას ეძახიან „რუსული კან...

პოლიტიკოსი

1714659663

მსოფლიო

ყირგიზეთში სატვირთო მანქანა 29 ბავშვს დაეჯახა

ყირგიზეთში, სუზაკის რაიონში სატვირთო მანქანა 29 ბავშვს დაეჯახა. მედიის ცნობით, შემთხვევა ჯალალ-აბადის რეგიონის სუზაკის რაიონში მოხდა. ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ რეგიონული საავადმყოფოს რეან...

ყირგიზეთში სატვირთო მანქანა 29 ბავშვს დაეჯახა

1714658597

ახალი ამბები

„დღეს ჩვენ ვზეიმობთ კაცობრიობის ისტორიაში უდიდეს მოვლენას - წმინდა ზიარების საიდუმლოების დადგინება, რომელიც ლიტურგიის დროს აღესრულება“ - მეუფე შიო

„როდესაც ადამიანი ჯეროვნად ეზიარება და სათანადო ცხოვრების წესით ცხოვრობს, ამ ყველაფრის მეშვეობით შემოდის სამყაროში ის დიდი ნათელი ძალა და მადლი ღვთისა, რომელსაც შეუძლია სამყაროს შეცვლაც, ფერისცვალებაც...

მეუფე შიო

1714657474

საზოგადოება

„ისე უნდა იცხოვროს ქრისტიანმა ადამიანმა, რომ ზიარება ამაო არ აღმოჩნდეს“ - მამა შალვა კეკელია

თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, მამა შალვა კეკელიამ დიდი ხუთშაბათის წირვის შემდგომ, აღდგომის წინა მოსამზადებელი პერიოდისა და ზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მამაო

1714655580

საზოგადოება

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა.  2 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.6797 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6788 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კ...

ვალუტა