27-28 აპრილის ამინდის პროგნოზი
26 აპრილს საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 27-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვაც.
თბილისში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 26 აპრილს შენარჩუნებული იქნება ცხელი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +35 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება. დღისით მაღალი ტემპერატურის ფონზე შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ქარის შკვალური გაძლიერება აღინიშნოს.
27-29 აპრილსაც ზოგან იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +28 გრადუსამდე დაიკლებს.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 26 აპრილს შენარჩუნებული იქნება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +37 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება.
27-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურაც შედარებით დაიკლებს.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 26 მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 27-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +32 გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. 27-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +28 გრადუსი იქნება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 26 აპრილს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 27-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 26 აპრილს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 27-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +30 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო, დედოფლისწყარო): 26 აპრილს მოსალოდნელია 26 აპრილს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 27-29 აპრილს სითბოს ფონზე ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +25 გრადუსი დაფიქსირდება.
1714987458
სოციალური მედიამაია ასათიანის ემოციური პოსტი გარდაცვლილ შვილზე
ტელეწამყვანი მაია ასათიანი შვილის, ნუცა მახვილაძის ფოტოკოლაჟს „ინსტაგრამზე“ აქვეყნებს და ემოციურ პოსტს წერს. 18 წლის ნუცა მახვილაძე, რომელიც საფრანგეთში სასწავლებლად იმყოფებოდა, 2017 წელს საავადმყოფო...
1714984540
მსოფლიობრაზილიაში წყალდიდობას 78 ადამიანი ემსხვერპლა
ბრაზილიაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, წყალდიდობას 78 ადამიანი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი დაკარგულად ითვლება. დატბორილია ათობით დასახლებული რაიონი. სტიქი...
1714984405
ახალი ამბებიბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას 7 წლის ბიჭი ემსხვერპლა
5 მაისს ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 7 წლის ბიჭი ადგილზე დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა საავადმყოფოში ჯამში ოთხი ადამიანი გად...
1714984122
მსოფლიოიტალიის თავდაცვის მინისტრი უკრაინაში ჯარების გაგზავნას გამორიცხავს
იტალიის თავდაცვის მინისტრმა გვიდო კროზეტომ საფრანგეთის პრეზიდენტის იდეა გააკრიტიკა, რომ დასავლელი მოკავშირეები პოტენციურად შეძლებდნენ უკრაინაში ჯარების გაგზავნას. ამის შესახებ მან Corriere della Sera...
1714941143
სოციალური მედიატრაგედია ნათია თოდუას ოჯახში
მომღერალ ნათია თოდუას მამა გარდაეცვალა. მან ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა. ,,მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, დავკარგე ჩემი ძვირფასი მამიკო. მადლობა ყველას თანაგრძნობისთვის“, - დაწერა მომღერალმა. ...