ანტიბიოტიკიც დაუნიშნა და კბილებზე რენტგენის გადაღება მოსთხოვა - რას ჰყვებიან 9 წლის გოგონაზე, რომლის გარდაცვალებასაც კბილის ამოღების შემდგომ გართულებას უკავშირებენ

მარ­ტვი­ლის სო­ფელ მუ­ხურ­ჩა­ში 9 წლის მა­რი­ამ ფო­ჩხუა და­ი­ღუ­პა. ბავ­შვს სარ­ძე­ვე კბი­ლის ამო­ღე­ბი­დან მე-8 დღეს, ჭრი­ლო­ბის არე­ში და მის მიმ­დე­ბა­რედ, ან­თე­ბი­თი პრო­ცე­სის - დაგ­რო­ვი­ლი ჩირ­ქო­ვა­ნი მა­სის გამო, ყბის არე­ში გაკ­ვე­თა დას­ჭირ­და, რაც გარ­თუ­ლე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­თა და გო­გო­ნას გარ­დაც­ვა­ლე­ბით დას­რულ­და.

ბოლო დღე­ე­ბამ­დე სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლი ბავ­შვის და­ღუპ­ვა უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დი­აა, არა მხო­ლოდ ოჯა­ხი­სა და სოფ­ლის­თვის... ეს თემა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გან­სჯის სა­გა­ნი გახ­და და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი სტო­მა­ტო­ლოგს სდებს ბრალს, ნა­წი­ლი კი, მი­ზე­ზად ფო­ჩხუ­ე­ბის ოჯა­ხის სო­ცი­ა­ლუ­რად მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბას ასა­ხე­ლებს, რის გა­მოც, პა­ტა­რა მა­რი­ა­მის­თვის სხვა­დას­ხვა სა­მე­დი­ცი­ნო სა­ჭი­რო­ე­ბი­სა და მე­დი­კა­მენ­ტე­ბის შე­სა­ძე­ნად, მათ თან­ხა არ აღ­მო­აჩ­ნდათ

ტრა­გე­დი­ის შე­სა­ხებ, "კვი­რის პა­ლიტ­რა" ოჯა­ხის ერთ-ერთ ახ­ლო­ბელს ესა­უბ­რა, რო­მელ­მაც გა­სა­გე­ბი მი­ზე­ზე­ბის გამო, ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლა არ ისურ­ვა.

15:40 / 20-11-2022
 
- მა­რის და­ღუპ­ვამ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი შეძ­რა. ყვე­ლა მათ­განს კი აწუ­ხებს გან­ცდა, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა დღეს ბავ­შვი კბი­ლის ამო­ღე­ბით გარ­და­იც­ვა­ლოს, თუკი ყვე­ლა პრო­ცე­დუ­რა წე­სე­ბის დაც­ვით შეს­რულ­და?!

- ჩვე­ნი უბე­დუ­რე­ბა ამ­ტკი­ცებს, რომ თურ­მე ასეც შე­იძ­ლე­ბა. მე­დი­ცი­ნის სპე­ცი­ა­ლის­ტი არ ვარ, რომ ვი­ცო­დე, რა რა­ტომ მოხ­და და ასეთ უბე­დუ­რე­ბა­ზე კი­დევ ექი­მის ცოდ­ვას ვერ და­ვი­დებთ, მას ვერ და­ვაბ­რა­ლებთ ყვე­ლა­ფერს. მა­რი­ა­მი 9 წლის იყო. ამ ასაკ­ში უმე­ტე­სად შინ უღე­ბენ კბი­ლებს. თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბავ­შვს კბი­ლი ერ­ყე­ო­და, მშობ­ლებ­მა შინ ვერ ამო­უ­ღეს და ამი­ტო­მაც წა­იყ­ვა­ნეს ექიმ­თან, რო­მელ­მაც კბი­ლი ამო­უ­ღო და რო­გორც ჩანს, რა­ღაც სა­ეჭ­ვოც და­ი­ნა­ხა. იმი­ტომ, რომ ჭრი­ლო­ბა­ში ჩირ­ქი იყო. ამის გამო, ან­ტი­ბი­ო­ტი­კიც და­უ­ნიშ­ნა და მა­რის დე­დას ბავ­შვის კბი­ლებ­ზე რენტგე­ნის გა­და­ღე­ბა მოს­თხო­ვა. და­ა­ვა­ლა: სუ­რა­თი აუ­ცი­ლებ­ლად მო­მი­ტა­ნეო და გა­მო­უშ­ვა ბავ­შვიც და მშო­ბე­ლიც.

- ალ­ბათ, რენტგე­ნის გა­და­ღე­ბა მალე ვერ მო­ხერ­ხდა, თო­რემ მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა ფირ­ზე ხომ გა­მოჩ­ნდე­ბო­და.

- ეს არ ვიცი, ვერ გე­ტყვით. მაგ­რამ მარი სტო­მა­ტო­ლო­გის და­ნიშ­ნულ ან­ტი­ბი­ო­ტიკს ნამ­დვი­ლად სვამ­და. თუმ­ცა, მა­ინც გა­მოგ­ვე­ცა­ლა ხე­ლი­დან... კბი­ლის ამო­ღე­ბი­დან მე­ა­თე დღეს.

- ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, ალ­ბათ ტემ­პე­რა­ტუ­რაც მა­ღა­ლი ჰქონ­და.

- ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ბავ­შვი სუს­ტად არ იყო. პა­რას­კევს, მა­გა­ლი­თად, სკო­ლა­ში ჩვე­უ­ლებ­რი­ვად წა­ვი­და. იქაც არ შეს­ტყო­ბია, რომ ცუ­დად იყო ან რა­ი­მე სტკი­ო­და. ასე რომ ყო­ფი­ლი­ყო, სკო­ლა­ში ხომ არ წა­ვი­დო­და?! თუმ­ცა ბავ­შვი უკვე ორ­შა­ბათს ძა­ლი­ან ცუ­დად იყო.

წყარო: ამბები.ჯი

ასევე საინტერესოა:

🔵  „სამუდამოდ ჩამოშორდეს ეპისკოპოსი ზენონი ეპარქიას“ - ლონდონის ტაძრის მრევლი მიმართვას ავრცელებს

🔵 დემეტრე ადგილზე დაიღუპა, მიშიკო კრიტიკულ მდგომარეობაშია - მერაბ ებრალიძე ამერიკაში დატრიალებულ ტრაგედიაზე წერს

მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები

1695968999

ჰოროსკოპი

რა გელოდება დღეს? - 29 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი პრობლემა, რომელზედაც დიდი ხანია მუშაობთ, შესაძლოა დღეს წარმატებით მოგვარდეს. სავარაუდოდ, მისი გადაჭრის გზა ძალიან გაგაოცებთ, მაგრამ შედეგი სასიამოვნო და სასურველი იქნება. საყვარელი საქმიანობა და...

ჰოროსკოპი

1695911282

ბიზნესი

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა - რამდენად შეიძენთ 29 სექტემბერს უცხოურ ვალუტას

28 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა.  კურსის ცვლილებამ 0.54 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6832 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნული ბანკი...

ახალი ამბები

1695899918

სპორტი

კვარას დაბრუნება!

27 სექტემბერს სერია A-ს მეექვსე ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „უდინეზე“-ს უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა, ნეაპოლელთა ქართველ ვარსკვლავს ხვიჩა კვარაცხელიას კი ბრწყინვალე მატჩი ქონდა.  როგორც მოსალოდნელ...

Kvara

1695817612

საქართველო

საქართველოს კანდიდატის სტატუსზე ევროკომისიის დასკვნა, სავარაუდოდ, 31 ოქტომბერს გამოქვეყნდება

ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დასკვნასა და 12 რეკომენდაციის შესრულების ანგარიშს 31 ოქტომბერს გამოაქვეყნებს. ინფორმაციას "რადიო თავისუფლების" კორესპონდენტი, რიკარდ იოზვიაკი...

ევროკავშირი

1695801600

ჰოროსკოპი

რა გელოდება დღეს? - 27 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი ამ დღეს გირჩევთ, მიმდინარე პრობლემები მოაგვაროთ, რადგან უახლოეს დღეებში ამისთვის ვეღარ მოიცლით. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია უთანხმოება - მათ ხშირად თქვენი სიტყვები და ქმედებე...

ჰოროსკოპი