„არ მინდა, ყოფილი პრეზიდენტი ციხეში მოკვდეს“ - სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილზე
„არ მინდა, ყოფილი პრეზიდენტი ციხეში მოკვდეს“,- ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ კითხვაზე BBC-ის გადაცემის Hard Talk-ის ეთერში.
ზურაბიშვილს ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ რატომ არ იყენებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის შეწყალების უფლებას??
"არ მაქვს ამის შესაძლებლობა, არ მაქვს იმიტომ, რომ სასამართლო პროცესი დასრულებული არ არის. მას [სააკაშვილს] ჯერ კიდევ ასამართლებენ.
საქართველოში კი კანონი ასეთია – შეწყალება შესაძლებელია მაშინ, როდესაც სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდება. თუმცა, ეს სხვა საკითხია.
მე არაერთხელ მითქვამს თუ რატომ არ გამოვიყენებ არ გამოვიყენებ შეწყალების უფლებას, რადგან ეს იქნება დიდი პოლარიზაციის გამომწვევი.
პრაქტიკულად, საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომელსაც არ გამოუცდია, თუ რას ნიშნავს მსგავსი ტიპის ავტოკრატიულ რეჟიმში ცხოვრება.
შესაბამისად, არ ვფიქრობ, რომ უნდა გავხდე კიდევ უფრო ღრმა პოლარიზაციის ინსტრუმენტი. თუმცა, ამავდროულად, მე ვარ ქვეყნის მეთაური და არ მინდა, რომ ყოფილი პრეზიდენტი ციხეში მოკვდეს ან მიიღოს გამოუსწორებელი დაზიანებები.
ყურადღებით ვაკვირდები სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას, ახლა მზადდება ახალი, საერთაშორისო სამედიცინო ჯგუფის მიერ მომზადებული ანგარიში.
ის 6 თვეზე მეტია საავადმყოფოში იმყოფება. მისი საზღვარგარეთ მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილება, სასამართლომ უნდა მიიღოს“,- განაცხადა პრეზიდენტმა.
ასევე დაგაინტერესებთ:
1794241289
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი აშშ-თან ურთიერთობაზე: ბურთი მათ მოედანზეა და იციან ჩვენი მზადყოფნა, რომ ნებისმიერ დროს დავსხდებით მათთან ერთად და დროსა და სივრცეში გავწერთ გზამკვლევს, სადაც ორივე მხარის ინტერესები იქნება ასახული
ბურთი მათ მოედანზეა და იციან ჩვენი მზადყოფნა, რომ ნებისმიერ დროს დავსხდებით მათთან ერთად და დროსა და სივრცეში გავწერთ გზამკვლევს, სადაც ორივე მხარის ინტერესები იქნება ასახული, - განაცხადა გადაცემაში „...
1794239050
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძე: ჩვენი ურთიერთობები ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობამდე გაიზარდა, ამ ახალმა სტატუსმა უკვე მოიტანა პირველი ხელშესახები შედეგები როგორც ჩინეთში, ისე საქართველოში
საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ ჩინეთის წამყვან საერთაშორისო სატელევიზიო არხთან CGTN-თან ინტერვიუში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და მიღწეულ...
1794238433
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: კარგად გვახსოვს 2008 წლის ომის შემდეგ აშშ-რუსეთის ურთიერთობების გადატვირთვა, ეჭვი არავის შეეპაროს, რომ ასე იქნება ახლაც, საბოლოო ჯამში, ომში უშუალო მონაწილე ხალხი დაზარალდება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 2008 წლის ომის შემდეგ რამდენიმე თვეში მოხდა ურთიერთობების გადატვირთვა აშშ-სა და რუსეთს შორის და ეს გამოცდილება აჩვენებს, რომ ქვეყნებ...
1794236680
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ბრიუსელი რასაც ჩადის, არის ქართველი ხალხის უპატივცემულობა, არ იქნება სათანადო მოწვევა ბრიუსელიდან, არ იქნება ჩვენი მონაწილეობა შეხვედრებში
არ იქნება სათანადო მოწვევა, არ იქნება ჩვენი მონაწილეობა ასეთ შეხვედრებში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა...
1794233230
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ჩვენი და ჩინეთის ურთიერთობა კლასიკური მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია პატარა სახელმწიფოს პარტნიორობა ჰქონდეს ასეთ ზესახელმწიფოსთან, ამავდროულად, თავისი სუვერენიტეტი 100%-ით შეინარჩუნოს
„ჩვენი და ჩინეთის ურთიერთობა კლასიკური მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია პატარა სახელმწიფოს პარტნიორობა ჰქონდეს ასეთ ზესახელმწიფოსთან“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ფრაქცია „ქართული ოცნების“...































