„არცერთი აღარაა ცოცხალი, ერთად წვანან მათ სახლს შემოკრულ ტყეში“ - აკა სინჯიკაშვილი ემოციურ ისტორიას აქვეყნებს
ბლოგერი, საქველმოქმედო საქმეებით ცნობილი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ ემოციურ ისტორიას აქვეყნებს და წერს.
„რამდენიმე წლის წინ მოხდა ეს ამბავი და ახლაც მათბობს ❤️❤️❤️
მთაში ვართ, ერთ სოფელში. რამდენიმე კაცი ცხოვრობს სულ იქ. ძალიან მოხუც და ავადმყოფ ბებოს სახლს ვუკეთებთ. დაღამდა, მაგრად ცივა. ჯექსონა და სიზმარა კედლის პროფილებს აყენებენ, სიკო და ვანჩიკა ბეტონს ურევენ, ლომაკო შეშას ალაგებს, მე სუპი გავუკეთე ბებოს და ვაჭმევ.
ტირის ბებო მაგრად, ძმა მენატრებაო ამბობს, ამბავი არ ვიციო, ოთხმოცი წლისაა, ჩემზე ცუდად იყო, იქნებ ცოცხალი აღარ არის და მე საჭმელი როგორ ვჭამოვო. ვაწყნარებ, ვეუბნები, ცოცხალია და კარგად არის, მალე მოვათქო მაგრამ ტირის და ლუკმას არ ჭამს :/ ვეუბნები ჭამე ბებო და ცოტა დაიძინე, ხო იცი არ მიგატოვებს, არც არსად წავა და არც მოკვდება, იცის რომ ელოდებითქო.
დედას გეფიცებით ისეთი ხმით ინატრა - ღმერთო ჩემი ძმა მომიყვანე ცოცხალიო, ღმერთის ნაცვლად შემრცხვა ცოტა ხანს😭
კოვზი დავდე და ლამის ვიტიროთ ყველამ.
რა გგონიათ? - იმწამსვე კარი ჩხაკუნით გაიღო და წელში მოხრილი ბებოს ძმა შემოვიდა თვალცრემლიანი 😭
ხელში ერთი ცალი ბურბუშელა ეჭირა, ჩემს დას უყვარსო 😭 ჩაეხუტნენ ერთმანეთს და ამათზე მეტი ჩვენ ვიბღავლეთ ლამის 😭 ორივე ისხდნენ და ჩემს გაკეთებულ ქათმის ბულიონს ჭამდნენ❤️ღმერთის მოხდენილ სასწაულს აღნიშნავდნენ ❤️
ახლა არცერთი აღარაა ცოცხალი. ერთად წვანან მათ სახლს შემოკრულ ტყეში.
მათზე ფიქრისას, ზოგჯერ ხმამაღლა მოგესმება ბებოს თბილი ხმა - "გენაცვალა ბებიაი" ❤️
გულით ინატრეთ და სურვილი აუცილებლად აგიხდებათ, ოღონდ გულით ინატრეთ ყველაფერი ❤️❤️❤️" - წერს აკა სინჯიკაშვილი.
ასევე საინტერესოა:
1794241289
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი აშშ-თან ურთიერთობაზე: ბურთი მათ მოედანზეა და იციან ჩვენი მზადყოფნა, რომ ნებისმიერ დროს დავსხდებით მათთან ერთად და დროსა და სივრცეში გავწერთ გზამკვლევს, სადაც ორივე მხარის ინტერესები იქნება ასახული
ბურთი მათ მოედანზეა და იციან ჩვენი მზადყოფნა, რომ ნებისმიერ დროს დავსხდებით მათთან ერთად და დროსა და სივრცეში გავწერთ გზამკვლევს, სადაც ორივე მხარის ინტერესები იქნება ასახული, - განაცხადა გადაცემაში „...
1794239050
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძე: ჩვენი ურთიერთობები ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობამდე გაიზარდა, ამ ახალმა სტატუსმა უკვე მოიტანა პირველი ხელშესახები შედეგები როგორც ჩინეთში, ისე საქართველოში
საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ ჩინეთის წამყვან საერთაშორისო სატელევიზიო არხთან CGTN-თან ინტერვიუში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და მიღწეულ...
1794238433
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: კარგად გვახსოვს 2008 წლის ომის შემდეგ აშშ-რუსეთის ურთიერთობების გადატვირთვა, ეჭვი არავის შეეპაროს, რომ ასე იქნება ახლაც, საბოლოო ჯამში, ომში უშუალო მონაწილე ხალხი დაზარალდება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 2008 წლის ომის შემდეგ რამდენიმე თვეში მოხდა ურთიერთობების გადატვირთვა აშშ-სა და რუსეთს შორის და ეს გამოცდილება აჩვენებს, რომ ქვეყნებ...
1794236680
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ბრიუსელი რასაც ჩადის, არის ქართველი ხალხის უპატივცემულობა, არ იქნება სათანადო მოწვევა ბრიუსელიდან, არ იქნება ჩვენი მონაწილეობა შეხვედრებში
არ იქნება სათანადო მოწვევა, არ იქნება ჩვენი მონაწილეობა ასეთ შეხვედრებში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა...
1794233230
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ჩვენი და ჩინეთის ურთიერთობა კლასიკური მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია პატარა სახელმწიფოს პარტნიორობა ჰქონდეს ასეთ ზესახელმწიფოსთან, ამავდროულად, თავისი სუვერენიტეტი 100%-ით შეინარჩუნოს
„ჩვენი და ჩინეთის ურთიერთობა კლასიკური მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია პატარა სახელმწიფოს პარტნიორობა ჰქონდეს ასეთ ზესახელმწიფოსთან“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ფრაქცია „ქართული ოცნების“...































