"არავინ მოგატყუოთ, ქრისტეს მოძღვრება არსად და არასდროს არ მოუწოდებს ქალებს კაცების უპირობო მორჩილებისკენ - ქალის მკვლელ კაცებს უნდა დაედოთ უმძიმესი სასჯელი და ისინი განდევნილნი უნდა იქნან ეკლესიიდან"

გერმანიაში მოღვაწე სასულიერო პირი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში საქართველოში ფემიციდის გახშირებულ ფაქტებს ეხმაურება და წერს:

"არავინ მოგატყუოთ, ქრისტეს მოძღვრება არსად და არასდროს არ მოუწოდებს ქალებს კაცების უპირობო მორჩილებისკენ.

არ იცნობს ასეთ მცნებას ქრისტიანობა.

ქრისტიანმა ქალმა შეიძლება აღიაროს მორწმუნე კაცი ოჯახის თავად, პატივი სცეს და დაემორჩილოს მას, თუ კაცი მთელი მისი არსებით, მთელი ფიქრით და მთელი ცხოვრებით ცდილობს ემსახუროს, დაიცვას და შეუმსუბუქოს მის ქალს ცხოვრება.

უფრო მეტიც, თუ კაცი არ არის მზად ქრისტეს მსგავსად სიცოცხლე გაწიროს მეუღლისთვის, არც ქალი არ არის ვალდებული დაემორჩილოს ასეთ კაცს.

ქრისტიანობაში არ არსებობს ქალის უპირობო მორჩილება.

აუცილებელი წინაპირობაა კაცისგან ყოველდღიური თავის გაწირვა მისი ცოლისთვის.

გახსოვთ, ადრე, შავბნელ წლებში საქართველოს ეკლესიამ გამოაცხადა შავი წიგნის შექმნის შესახებ, სადაც ყველა მკვლელის სახელი სამარცხვინოდ, მომავალი თაობების დასანახად ჩაიწერებოდა. 

ახლა არის დრო (დაგვიანებულიცაა), როცა საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ხმამაღლა, მთელი ქვეყნის გასაგონად, ყველა სამრევლოს, ყველა ქალაქის და სოფლის გასაგონად, უნდა გამოაცხადოს უმკაცრესი სასჯელი ქალებზე მოძალადე და ქალების მკვლელი კაცებისთვის.

ასეთ კაცებს უნდა დაედოთ უმძიმესი საეკლესიო სასჯელი და ისინი განდევნილნი უნდა იქნან ეკლესიიდან.

ამ სასჯელის შესახებ ცნობილი უნდა გახდეს მთელი ქვეყნისთვის.

ასეთი სასტიკი, დაუნდობელი და ჯალათი კაცების ადგილი არ არის ქრისტეს ეკლესიაში.  

კაცი რომელიც ცოცხლად დაწვამს ყოფილ ცოლს, რატომ უნდა იყოს ქრისტეს ეკლესიის წევრი?",- წერს სასულიერო პირი.

ამავე თემაზე:

* „საქართველოში ქალთა სასაკლაოა - არამარტო ქალთა“ - ემიგრანტი აქტივისტები ფემიციდის წინააღმდეგ აქციას გამართავენ

* კაცი, რომელმაც თერჯოლაში ყოფილი ცოლი დაწვა, კლინიკაში გარდაიცვალა 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794158769

ახალი ამბები

გოდერძის უღელტეხილი-ბეშუმის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გოდერძის უღელტეხილი-ბეშუმის საავტომობილ...

გოდერძის უღელტეხილი

1794158210

საზოგადოება

ირაკლი ქადაგიშვილი: ილიას გზა, ანდერძი, მოღვაწეობა - არ არის მხოლოდ ის, რასაც ჩვენ პატივი უნდა მივაგოთ, ეს არის ის დღევანდელობა და ხვალინდელი დღე, რომელზედაც ჩვენ განუხრელად უნდა ვიაროთ

ყვარელში სახალხო დღესასწაული „ილიაობა“ აღინიშნება - წელს ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 189 წელი შესრულდა. საიუბილეო ღონისძიებები ილია ჭავჭავაძის მუზეუმის ეზოში იმართება, სადაც პრემიერ-მინისტრი, აღმასრულ...

ირაკლი ქადაგიშვილ

1794152313

საზოგადოება

საქართველოს საელჩო პოლონეთის რესპუბლიკაში: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ქალაქ კრაკოვში მომხდარი ტრაგიკული ინციდენტის გამო - ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. დაშავებულებს ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას

საქართველოს საელჩო პოლონეთის რესპუბლიკაში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქალაქ კრაკოვში მომხდარი ტრაგიკული ინციდენტის გამო. დიპლომატიური სამსახური სამძიმრის წერილს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. „ვუსამძიმრებთ...

საქართველოს საელჩო პოლონეთის რესპუბლიკაში

1794151114

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი: ილია ჭავჭავაძის ფენომენი, ყველა პატრიოტი ქართველისთვის ეროვნული თვითშეგნების მასაზრდოებელი განსაკუთრებული ფუძე და ღერძია

ყვარელში სახალხო დღესასწაული „ილიაობა“ აღინიშნება - წელს ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 189 წელი შესრულდა. საიუბილეო ღონისძიებები ილია ჭავჭავაძის მუზეუმის ეზოში იმართება, სადაც პრემიერ-მინისტრი, აღმასრულ...

დავით მათიკაშვილი

1794148500

საზოგადოება

გენადი არველაძე: საქართველოსთვის CARTIF-ი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, რადგან ხელს შეუწყობს ქვეყნის, როგორც რეგიონული სატრანზიტო და სავაჭრო ჰაბის პოზიციის გაძლიერებას

საქართველო, როგორც საერთაშორისო ვაჭრობასა და ეკონომიკურ თანამშრომლობაში აქტიურად ჩართული ქვეყანა, დაინტერესებულია პროგნოზირებადი სავაჭრო ურთიერთობებისა და გამჭვირვალე პროცედურების არსებობით, - განაცხა...

გენადი არველაძე