„ჩემი 15 წლის წინ გაშორებული, არა ქართველი ცოლიც კი ჩამოფრინდა იტალიიდან, რომ პატივი მიეგო“ - თემურ კილაძე

პროფესორი და მწერალი, თემურ კილაძე, რომელიც ამჟამად ევროპაში ცხოვრობს, მალე ახალ რომანს იტალიურ ენაზე შემოგვთავაზებს.  რომანს  “ოქროს საწმისი”,  ერთ-ერთი უდიდესი იტალიური გამომცემლობა “albatros“ გამოსცემს. წიგნის გამოცემისთანავე, “ოქროს საწმისი“, მთელი იტალიის ფარგლებში, წიგნების მაღაზიაში  “Messaggerie Libri SpA“ განაწილდება.

“ოქროს საწმისი“ იტალიის მაღაზიებში, 20 თებერვლიდან გაიყიდება. წიგნის ავტორს, გამომცემლობა “albatros“-მა პრეს-ატაშე უკვე აუყვანა. წინასწარი შეფასებებით, ავტორი არ გამორიცხავს, რომ წიგნი ბესტსელერი გახდეს.

ვინაიდან წიგნი იტალიაში გამოიცემა, სადაც დღესდღეობით ყველაზე მრავალრიცხოვანი ქართული დიასპორა გახლავთ, ხშირად ნახავთ, სხვადასხვა საემიგრაციო ჯგუფებში თემურ კილაძის წერილებს, რომელიც ემიგრანტებს ეხება. ემიგრანტების ნაწილი არ იზიარებს მის პოზიციებს, ნაწილისთვის კი სრულად გასაგებია მწერლის ხედვები და მოსაზრებები. ავტორი, ემიგრანტ მკითხველს ხშირად საკუთარი, მრავალწლიანი ემიგრაციაში ყოფნისას მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე ესაუბრება. გთავაზობთ, მის მორიგ წერილს.  

„სამშობლო გვიყვარსო და რა, აქ სამშობლოს გადასარჩენად წამოხვედით?! თავი ხომ გადაარჩინეთ! და მაინც აქ ხართ, რა არის ეგ? იქ უპატრონოდ დარჩენილი შვილები და მოხუცები გელოდებათ, მოხუცები, როლებიც იხოცებიან, არ გინდათ ცოცხლებს მიუსწროთ?
ალბათ არ გაქვთ წაკითხული მორის ფოცხიშვილის ეს ფრაზა „ვიყიდდი ბილეთს,
უკანასკნელი მატარებლით ჩავიდოდი სოფელში მშვიდად....
გადავირბენდი მწვანე კოინდარს,
სულმოუთქმელად შევაღებდი ძველებურ ჯარგვალს, რომ კიდევ ერთხელ გამეგონა:
,,მოხვედი, შვილო?“

თუ ფიქრობთ ფულს რომ უგზავნით ისაა ყველაფერი? და ალბათ იმ ფულსაც საკუთარი თავისთვის აგზავნით, - ჩავალ და ბინა მექნებაო. აღარ მინდა კიდე ერთხელ გავუსვა ხაზი თუ რა გექნებათ ან დაგხვდებათ, ამაზე ერთხელ უკვე დავწერე და თქვენი კრიტიკის ქარცეცხლში გავეხვიე.  ასე რომ ჩემი რჩევაა, ან უფრო სწორად, მე რომ ვიყო

1. თუ ვხედავ რომ მომწონს და ინტეგრირება შემიძლია, ჩამოვიყვან შვილებს და დავაყენებ კარგ გზაზე. ზუსტად მასე ვქენი!

2. ვინც ხვდებით რომ თქვენ, თქვენს მამათში უკეთ ხართ, ადექით და წადით, დაივიწყეთ ის თბილის-ბათუმის ბინები და სოფელში მოიწყვეთ კომფორტი. დამიჯერეთ, სიბერეში, როცა ჭამის და სხვა ბუნებრივი ინსტინქტების გარდა არაფერი გინდა, საქართველოს სოფელს არაფერი სჯობს.

3. მშობლები რომ მარტო დარჩა, ჩავედი და მათთან ვიყავი. ამ ფოტოზე დედაჩემია, -  ნახვამდისო, რომ მეთქვა, მივატოვე ყველაფერი და დავბრუნდი საქართველოში, სამი წელი ბედნიერი იყვნენ ჩემთან ერთად. მაშინ, ჩემი 15 წლის წინ გაშორებული, არა ქართველი ცოლიც კი ჩამოფრინდა იტალიიდან, რომ პატივი მიეგო, ბევრი თქვენგანი კი სამწუხაროდ ჩასვლასაც ვერ ახერხებს.

4. ახლა რომ აღარ არიან, ავდექი და წამოვედი იქ სადაც ჩემებია და ჩემი სამყაროა და თქვენ ვინ ან რა გიშლით ხელს ასევე მოიქცეთ?!
და ნუ გგონიათ, რომ ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრით პრობლემებს, რაც დრო გავა, პრობლემები მოგემატებათ და ღმერთმა დაგიფაროთ, მაგრამ ხშირად ხდება რომ აწყობილიც ერთ წამს გემხობა თავზე.“ - წერს თემურ კილაძე.

სხვა სიახლეები:

📌 „17 წლისამ დაიწყო მუშაობა „ფოსტა იტალიაში“, მარკებს აკრავდა“ - თემურ კილაძე

📌 იტალიაში მცხოვრები ინდუსტრიული დიზაინერი და ინტერიერის არქიტექტორი

📌 პანდემიით გარდაცვლილი მოხუცების გამო, იტალიას პენსიებზე 2020 წელს მილიარდზე მეტი დაეზოგა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791731307

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: როდესაც ევროკავშირის ელჩი, პირდაპირი გაგებით, ტინგიცობს საზოგადოების მაგინებელი ადამიანების კონცერტზე - რა თქმა უნდა, ამას არ გაატარებს ქართული საზოგადოება

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი „ევროპის დღე 2026“-ზე ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობის“ მიწვევას და მათ სიმღერებზე ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის ცეკვას მედიასთან ეხმაუ...

გურამ მაჭარაშვილი

1791729248

სპორტი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ბაქოში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე შერეულ გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ჩინეთის გუნდი დაამარცხა. ჩვენი ნაკრებიდან...

ძიუდოისტთა ნაკრები

1791728970

ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტი, საერთაშორისო სიმპოზიუმის - „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ - გახსნას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საერთაშორისო სიმპოზიუმის - „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ - გახსნას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა. სიმპოზიუმი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელი...

საქართველოს პრეზიდენტი

1791726569

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: არც ერთ ევრობიუროკრატს არ დაუგმია ის, რაც საფრანგეთში ხდება - ნურავის ჰგონია, რომ ქართული, ევროპული და ფრანგული საზოგადოება ვერ შეამჩნევს ამ ორმაგ სტანდარტს

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი, საფრანგეთში საპროტესტო აქციებზე განვითარებულ მოვლენებს მედიასთან აფასებს. დეპუტატის თქმით, არც ერთ ევრობიუროკრატს არ დაუგმია ის ფაქტი, რო...

გურამ მაჭარაშვილი

1791724927

ახალი ამბები

თორნიკე ფაღავა: საზოგადოებას კარგად ახსოვს ბატონი პაველ ჰერჩინსკის ზღვარგადასული რეაქცია 2024 წლის ძალადობრივი აქციების დაშლისას

„საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს ბატონი პაველ ჰერჩინსკის ზღვარგადასული რეაქცია 2024 წლის ძალადობრივი აქციების დაშლისას და საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს ბატონი ჰერჩინსკის, რბილად რომ ვთქვათ, ძალია...

თორნიკე ფაღავა