დევნის უწყვეტი პრაქტიკა, შეცვლილი შინაარსი და სარედაქციო პოლიტიკა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში - სამი ორგანიზაციის დასკვნა

ანგარიში მოამზადა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ.
ანგარიშის მიხედვით, 2019 წლიდან დღემდე მაუწყებლობის ახალი დირექტორატი უხეშად არღვევს როგორც ჟურნალისტების ინდივიდუალურ უფლებებს, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლობის უმთავრეს პრინციპებს - იყოს სახელმწიფო გავლენებისგან თავისუფალი, დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის გამტარებელი, სამართლიანი და მიუკერძოებელი. ამავე პერიოდიდან იწყება უკანონო გადაწყვეტილებების მიღების მთელი ციკლი, რაც გამოიხატა შიდაორგანიზაციულ ცვლილებებში, ჟურნალისტების ტოტალურ კონტროლში, მათ დისციპლინურ დევნაში, შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტაში/შეცვლაში. მაუწყებელი უხეშად და მიზანმიმართულად ერეოდა და ერევა კრიტიკულად განწყობილი, პროფკავშირში გაწევრიანებული ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში სარედაქციო პოლიტიკის შეცვლისკენ აშკარა მითითებებით, საქმიანობის შეზღუდვით, საქმიანობიდან ფაქტობრივი ჩამოშორებით.
მაუწყებლის მიერ მალხაზ რეხვიაშვილის, შორენა ღლონტის და მაია მერკვილაძის დაკავებული პოზიციებიდან გათავისუფლება, სოფიო ჟღენტის და თეონა ხარაბაძის შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების ცვლილება, მაია მერკვილაძის და თეონა ხარაბაძისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრება განხორციელდა კანონმდებლობის მოთხოვნათა უხეში დარღვევით.
კვლევის თანახმად, ზემოთ მიმოხილულ ყველა საქმეში მაუწყებლის დირექტორი, სამართლებრივი ბერკეტების ბოროტად გამოყენების გზით, ცდილობს თანამდებობებს ჩამოაშოროს ის პირები, რომლებიც გასაზღვრავენ,
აყალიბებენ და ახორციელებენ სარედაქციო პოლიტიკას. მის მიერ გატარებული შიდაორგანიზაციულ
ცვლილებათა აბსოლუტური უმეტესობა ეხება სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის
ტელევიზიისა და რადიოს საინფორმაციო სამსახურებს და მიზნად ისახავს კრიტიკულად განწყობილი
ჟურნალისტების გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, მათ მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას
განსხვავებული მოსაზრებების ან პროფესიული კავშირის წევრობის გამო.
„მიმდინარე უსამართლო სარედაქციო, ადმინისტრაციული და შრომითი გადაწყვეტილებების ფონზე აშკარა გახდა, რომ იცვლებოდა მაუწყებლის მუშაობის შინაარსი და სარედაქციო პოლიტიკაც. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ 2019 წლის 25 დეკემბრიდან 2020 წლის 4 ივნისის ჩათვლით პერიოდში ჩატარებულმა მონიტორინგმა აჩვენა, რომ საკადრო ცვლილებების განხორციელების შემდგომ სარედაქციო პოლიტიკა გარკვეულ გადაცემებში შეიცვალა. მაგალითად, ცვლილებები შეინიშნებოდა 20:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში, რაც გამოიხატებოდა „მნიშვნელოვანი ამბების მიჩქმალვა/არგაშუქებაში, ბალანსის ხელოვნურად დაცვასა და კრიტიკისგან დაცლილი კონტენტის გავრცელებაში.“ ამავდროულად, თუ მონიტორინგის დასაწყისში აღნიშნული საინფორმაციო გამოშვება კრიტიკული იყო სტუმრების მიმართ, საკადრო ცვლილებების შემდგომ ეს მიდგომა შეიცვალა - სტუმრებს აღარ უსვამდნენ კრიტიკულ შეკითხვებს“ - ვკითხულობთ ანგარიშში.
ორგანიზაციების შეფასებით, ბოლო წლებში, აჭარის მაუწყებელში მიმდინარე ნეგატიური პროცესები, გარდა იმისა, რომ ათეულობით ადამიანის შრომითი უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების დარღვევას უკავშირდება, ქვეყანაში მედიის თავისუფლების მდგომარეობაზე ახდენს გავლენას და ვნებს საზოგადოებრივი მაუწყებლის, როგორც პოლიტიკურად ნეიტრალური ინსტიტუტის იდეას. ნიშანდობლივია ისიც, რომ მაუწყებელში მიმდინარე ნეგატიური პროცესები, მთლიანობაში, ქვეყანაში პოლიტიკური და მედია კლიმატის გაუარესების ტენდენციას ემთხვევა. პოლიტიკური პოლარიზებისა და მასთან დაკავშირებული პოპულიზმის კვალდაკვალ, ხელისუფლება ხშირად სწორედ ჟურნალისტებისა და მედია ორგანიზაციებისგან ქმნის მტრის ერთგვარ ხატს, რომელთანაც ბრძოლა პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლის მოტივით მართლდება. თუმცა, ამ სტრატეგიის უკან დემოკრატიული სივრცის შეკუმშვისა და ხელისუფლების კონტროლის და ანგარიშვალდებულების ავტორიტარული ინსტინქტები უფრო იკითხება.
2020 წლის 11 მარტიდან ამავე წლის 20 აპრილამდე მედიამონიტორინგი შეჩერებული იყო, რისი მიზეზიც აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენები და საგაფიცვო პროცესის დაწყება გახდა - გადაცემები, ძირითადად, ეთმობოდა თავად მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს.
კვლევის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ:
ასევე საინტერესოა:
🔵 ვინ არის ქართველი, რომელმაც The Voice of Greece-ის ჟიურის ოთხივე წევრი შემოატრიალა
1680105600
ახალი ამბებიპრეზიდენტი - ჩვენი გზა დემოკრატიის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, რომელიც ჩვენს კონსტიტუციაშია ჩაწერილი, ჩვენი სტაბილურობის საფუძველია და მას ალტერნატივა არ აქვს
ჩვენი გზა დემოკრატიის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, რომელიც ჩვენს კონსტიტუციაშია ჩაწერილი, ჩვენი სტაბილურობის საფუძველია და მას ალტერნატივა არ აქვს, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენ...
1680103800
ბიზნესირამდენად შეიძენთ ევროს, დოლარს და თურქულ ლირას 30 მარტს
29 მარტის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებაში გამყარდა და კურსის ცვლილებამ 0.57 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5655 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინ...
1680102000
ემიგრაცია“ქართული ფესვები" - ფლორენციაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა ყოველთვიური გაზეთი დააფუძნა
“ქართული ფესვები" - ფლორენციაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა, ნინო სიბოშვილმა, ყოველთვიური გაზეთი დააფუძნა. სიახლის შესახებ ემიგრანტი სოციალურ ქსელში წერს და ამბობს, რომ მისთვის გაზეთის დაფუძნება...
1680100200
საზოგადოებაNGO: სოლიდარობას ვუცხადებთ „პალიტრა ჰოლდინგს“ და ყველა მედიასაშუალებას, რომელზეც მიმდინარეობს ღია და დაუფარავი თავდასხმა "ქართული ოცნების" მხრიდან
მედიაჰოლდინგის, „პალიტრა მედიის“, ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ. "რუსული კანონის იძულებით გაწვევის შემდეგ, პარტია „ქართულმა ოცნებამ“, მ...
1680098400
ემიგრაციაგერმანია მოქალაქეობის მიღებას ამარტივებს - საიმიგრაციო პოლიტიკის ცვლილების მიზანი ქვეყანაში შემცირებული სამუშაო ძალის გაზრდაა
გერმანია მოქალაქეობის მიღებას ამარტივებს. საიმიგრაციო პოლიტიკის ცვლილების მიზანი ქვეყანაში შემცირებული სამუშაო ძალის გაზრდაა. კერძოდ, კადრების დეფიციტისა და დემოგრაფიული პრობლემების მოგვარების მიზნით,...