დომენიკ მანგო: თავად ინგა გრიგოლიას შვილიშვილი რომ ბერას მონათლულია, ამის ბედნიერება აქვთ სხვა ბავშვებს?! - როცა ამ თემას გაიხსენებ, მაშინ იტყვის შვილი რა შუაშიაო

სამოქალაქო აქტივისტი, კუკური ბარამიძე იგივე დომენიკ მანგო, ფეისბუკში წერს:

"ძალიან არ ვეთანხმები ინგა გრიგოლიას და სხვა დანარჩენებს, რომლებიც პოლიტიკოსების შვილებზე აქცენტირებენ, რომ კალათბურთის მატჩზე წაიყვანეს თავიანთი შვილები.

მერე რა, რომ გამარჯვებულ კალათბურთელებთან გადაიღეს ფოტო?

ან რა არგუმენტია “სხვასაც ჰყავს შვილები”, რატომ ცდილობთ ისეთ კენჭებს გაადინოთ წვენი, რომელსაც არ ედინება? ბავშვებს რატომ სთხოვთ მშობლებზე პასუხს? რა, მათ არ უხარიათ? თუ კი იმის საშუალება ეძლევათ, რომ ისედაც ჩაკეტილები და დაცვის გარემოში გამომწყვდეულები, გამოდიან სახლიდან და სადღაც მაინც შეუძლიათ რამე ახლის ნახვა, იმ მშობლებთან ერთად, რომლებსაც შეიძლება კვირაში ერთხელ ხედავენ?

დამერწმუნეთ, სხვისი შვილები შეიძლება იმ გასახდელში ვერ შედიან, თუმცა იმ ბავშვებისგან განსხვავებით ადამიანურად მაინც ცხოვრობენ თავიანთ თანატოლებთან ერთად და ეზოში სხვა ბავშვებთან ერთად წრეში ბურთს თამაშობენ, პოლიტიკოსების შვილები კი ვერც იოცნებებენ ამაზე.

ეს ძალიან კარგად იცის ინგა გრიგოლიამ და სხვებმა, რომელიც კენჭს უჭერენ ხელს და ძალას ატანენ წვენის გამოსადენად.

თავად ინგა გრიგოლიას შვილიშვილი რომ ბერას მონათლულია, ამის ბედნიერება აქვთ სხვა ბავშვებს?!

როცა ამ თემას გაიხსენებ, მაშინ იტყვის შვილი რა შუაშიაო – თუმცა როცა სხვის შვილებს ეხება საქმე, მაშინ სრულ განკითხვაში უნდა მოვაქციოთ ის ბავშვები.

დაანებეთ თავი შვილებს და დაეტიეთ თქვენს კერძო ბრძოლაში", - წერს დომენიკ მანგო.

ამავე თემაზე:

* ვახო სანაია: "ბოდიში იმ უდანაშაულო ბავშვებთან, რომლებიც გასახდელში აღმოჩნდნენ მშობლების რეგვენებოსა და თავხედობის გამო"   

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794047820

ახალი ამბები

ზაალ მიქელაძე: ქობულეთის სერვისცენტრში ადგილობრივებსა და სტუმრებსაც შეუძლიათ „ერთი ფანჯრის პრინციპის“ ფარგლებში შეუფერხებლად და მაღალკვალიფიციურად მიიღონ სააგენტოს სისტემაში არსებული პროგრამებით გათვალისწინებული მომსახურება

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზაალ მიქელაძე ქობულეთში ჯანდაცვის სამინისტროს ახალი მომსახურების ცენტრის გახსნას გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ახალი სერვისცენტრი მოქალაქეებს სხვადასხვა მომსახურ...

ზაალ მიქელაძე

1794045749

ახალი ამბები

გივი მიქანაძე წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის საშემოდგომო ფესტივალს დაესწრო

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში გაიმართა საშემოდგომო ფესტივალი - „ჩემი საქართველო აქ არის“, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე დ...

გივი მიქანაძე

1794043370

ახალი ამბები

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის ბრალდებას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პაემნის უფლებით ვერ სარგებლობს

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის ბრალდებას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პაემნის უფლებით ვერ სარგებლობს. საკითხის კომენტირებისას პენიტე...

სპეციალური პენიტენციური სამსახური

1794041433

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა 4 არასრულწლოვანი ძარცვის, ქურდობისა და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ძარცვის, ძარცვის მცდელობის, ქურდობი...

პოლიცია, ლენტი, პატრული

1794039575

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: სააკაშვილის უტიფრობა, ტყუილით გაჯერებული ნარატივი პირველად არ მოუსმენია ჩვენს საზოგადოებას, ის ცდილობს, გაექცეს პასუხისმგებლობას

დანაშაულებრივი მმართველობის გამართლების მორიგი მცდელობა - მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას ავრცელებს, სადაც 2007 წლის 7 ნოემბერზე საუბრობს. მიხეილ სააკაშვილის აღნიშნულ განცხადებაზე,...

დავით მათიკაშვილი