ექიმის ინფორმაციით, საგარეჯოში სროლისას დაჭრილი, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა
საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკის ექიმის, მამუკა ოთიაშვილის განცხადებით, საგარეჯოში სროლისას დაჭრილი, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა.
„3 ავადმყოფი განაგრძობს მკურნალობას, ორი მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კრიტიკულ მდგომარეობაში რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფი პაციენტის მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა. თუმცა ის რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე.
აქვს მუცლის ღრუს გამჭოლი ცეცხლსასროლი ჭრილობები აქვს, ბარძაყის, დაზიანებული იყო დიდი კალიბრის სისხლძარღვები, ბარძაყის არტერია, ვენა, მუცლის ღრუში ორგანოების დაზიანება იყო და მრავლობითი სისხლჩაქცევა. ჯერჯერობით სამივე პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა და საჭიროებს კლინიკაში მკურნალობის გაგრძელებას“, - აცხადებს მამუკა ოთიაშვილი.
საგარეჯოში, ერთ-ერთი კორპუსიდან უცნობმა პირმა ცეცხლი გვიან ღამით გახსნა. ბოლო ინფორმაციით, სროლის შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, ხოლო დაჭრილია ხუთი პირი. შსს-ს ცნობით, შემთხვევის ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმის მისვლისთანავე ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.
ამასთან, სროლის შედეგად დაჭრილი სამი პირი საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალში“ მკურნალობს. ერთი დაშავებული კლინიკიდან უკვე გაწერეს, ორის მდგომარეობა სტაბილურია, ერთის კი – კრიტიკულად მძიმე, ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. კიდევ ერთ დაშავებულს, რომელსაც თვალის ტრავმა აღენიშნებოდა და საგარეჯოდან „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ გადაიყვანეს, ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ამავე თემაზე:
1775138677
საზოგადოებასაქართველოსა და სლოვაკეთის პრეზიდენტებმა „თავისუფლების კარიბჭის“ მემორიალი გვირგვინით შეამკეს
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა და სლოვაკეთის პრეზიდენტმა პეტერ პელეგრინიმ, 1945-1989 წლებში კომუნისტური ჩეხოსლოვაკიიდან გაქცევის მცდელობისას დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და „თავისუფლებ...
1775138000
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: არასამთავრობოების წარმომადგენლები ქვეყნის შეგნებულად დაზიანებას ცდილობენ
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ნიდერლანდების პარლამენტში სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა. ქა...
1775137939
ახალი ამბებისაქართველოს პრეზიდენტს სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ სამუშაო სადილზე უმასპინძლა
საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილსა და თანმხლებ დელეგაციას სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ, რიხარდ რაშიმ სამუშაო სადილზე უმასპინძლა. შეხვედრაზე ყურადღება საპარლამენტთაშორის...
1775136987
საზოგადოებადავით მათიკაშვილი ნიდერლანდების პარლამენტში „ენჯეოების“ გამოსავლაზე: გარეშე ძალებიდან ცდილობენ მიიღონ სასიცოცხლო ენერგია, რომელიც პირველ რიგში მათი დაფინანსებით გამოიხატება, რომ შემდეგ დესტრუქცია განახორციელონ საკუთარ ქვეყანაში
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი, ნიდერლანდების პარლამენტში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების სიტყვით გამოსვლას ეხმაურება. მისი თქმით, რ...
1775136467
ახალი ამბებილაშა ავალიანი: ყველა წაყვანილი ძაღლი, ეტაპობრივად დაბრუნდება იმავე ტერიტორიაზე, გუშინ 57 ძაღლიდან უკვე დაბრუნდა 28, რომელთაც არ დასჭირდა სტერილიზაცია კასტრაცია და მხოლოდ ვაქცინაცია ჩაუტარდათ
მინისტრის მოადგილემ მიუსაფარი და პატრონიანი ცხოველების მართვის მასშტაბურ პროგრამაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადგილზე გასულ ჯგუფებს დახვდებათ პოტენციურად დაინტერესებული პირი, მოხდება შეფასება ცხოველების...





























