საგარეჯოში დაჭრილებისთვის პარაკლისი გადაიხადეს

საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქიის სასულიერო პირებმა საგარეჯოს კულტურის სახლის მიმდებარედ თავდასხმის შედეგად დაშავებულების ჯანმრთელობის პარაკლისი აღავლინეს.

პარაკლისის შემდეგ მათ ტრაგედიის ადგილზე გადაინაცვლეს და გარდაცვლილების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს, რომელსაც საგარეჯოს მცხოვრებლები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

საგარეჯოში, ერთ-ერთი კორპუსიდან უცნობმა პირმა ცეცხლი გვიან ღამით გახსნა. ბოლო ინფორმაციით, სროლის შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, ხოლო დაჭრილია ხუთი პირი. შსს-ს ცნობით, შემთხვევის ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმის მისვლისთანავე ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.

ამასთან, სროლის შედეგად დაჭრილი სამი პირი საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალში“ მკურნალობს. ერთი დაშავებული კლინიკიდან უკვე გაწერეს, ორის მდგომარეობა სტაბილურია, ერთის კი – კრიტიკულად მძიმე, ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. კიდევ ერთ დაშავებულს, რომელსაც თვალის ტრავმა აღენიშნებოდა და საგარეჯოდან „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ გადაიყვანეს, ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ასევე დაგაინტერესებთ:

* ლევან ხაბეიშვილი: ნიკა მელია რეგიონებში საკრებულოს წევრებს სთხოვს მისი მხარდამჭერი ბრიფინგები ჩაატარონ   

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1775141977

ახალი ამბები

გია აბაშიძე: ნაცრეჟიმის ერთ-ერთმა ნაძირალამ, გიორგი ბარამიძემ, სვანეთში სისხლიანი სადამსჯელო ოპერაციები ჩაატარა და ახლა თურმე ძაღლების ქომაგი გახდა - ავაზაკების კრიტიკა ერთია, მაგრამ ყველა ნაცკრიმინალმა უნდა აგოს პასუხი საკუთარ ქმედებებზე

ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში გიორგი ბარამიძის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს გამოეხმაურა და აღნიშნა, „ნაცრეჟიმის ერთ-ერთმა ნაძირალამ, გიორგი ბარამიძემ სვანეთში სისხლიანი სადამსჯელო ოპერაციები ჩ...

ექსპერტი

1775141818

მსოფლიო

ჩინეთის საგარეო უწყება: ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის შეფერხების ძირეული მიზეზი ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის მიერ განხორციელებული უკანონო სამხედრო ქმედებაა

პეკინმა განაცხადა, რომ აშშ-ისა და ისრაელის ძალების მხრიდან ირანში განხორციელებული „უკანონო სამხედრო ქმედება“ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლის შეფერხების მთავარი მიზეზია. პე...

ჰორმუზის სრუტ

1775138898

ახალი ამბები

თბილისის მერია ცხოველთა თავშესაფართან მიმდინარე აქციაზე: მოქალაქეთა ჯგუფი შენობაში თვითნებურად შეიჭრა და ვეტერინარებს საქმიანობაში ხელი შეუშალა

თბილისის მერია ცხოველთა თავშესაფართან მიმდინარე აქციას განცხადებით გამოეხმაურა. როგორც თბილისის მერიის განცხადებაშია აღნიშნული, აქციის მიმდინარეობის დროს მოქალაქეთა ჯგუფი შენობაში თვითნებურად შეიჭრა დ...

თბილისის მერია

1775138677

საზოგადოება

საქართველოსა და სლოვაკეთის პრეზიდენტებმა „თავისუფლების კარიბჭის“ მემორიალი გვირგვინით შეამკეს

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა და სლოვაკეთის პრეზიდენტმა პეტერ პელეგრინიმ, 1945-1989 წლებში კომუნისტური ჩეხოსლოვაკიიდან გაქცევის მცდელობისას დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და „თავისუფლებ...

საქართველოსა და სლოვაკეთის პრეზიდენტებ

1775138000

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი: არასამთავრობოების წარმომადგენლები ქვეყნის შეგნებულად დაზიანებას ცდილობენ

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ნიდერლანდების პარლამენტში სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა. ქა...

პარლამენტის დეპუტატი