"ეს ხომ არ შევარდა სადაც ხალხი იყო, ხალხი თვითონ წამოეგო ასე გამოვიდა" - გენერალი გიორგი სურმავა

"ეს ხომ არ შევარდა სადაც ხალხი იყო, ხალხი თვითონ წამოეგო ასე გამოვიდა, ჯობს გმირობა არ ჩავიდინოთ და ცოცხლები დავრჩეთ, მე არ ვაკნინებ მათ ვინც დასახმარებლად მივიდა, მაგრამ ფაქტია, რომ 10 ადამიანი სახლიდან გაუსვლელად მიიზიდა, მომზადებული არ არის საზოგადოება საგანგებო მდგომარეობისთვის", – ამის შესახებ გენერალმა გიორგი სურმავამ „პალიტრას“ ეთერში, საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიაზე საუბრისას განაცხადა.

გენერლის განცხადებით, მსგავსი ვითარებებისთვის საზოგადოების მოუმზადებლობაზე ის ფაქტი მეტყველებს, რომ ადამიანები თავის გადარჩენის ნაცვლად სხვადასხვა მიზეზებით დანაშაულის ადგილისკენ მიდიოდნენ.

"აღმოჩნდა, რომ ჩვენ საზოგადოება მზად არ ვართ ამისთვის. შუაღამისას, პატარა ქალაქში, საგარეჯოში 5 ადამიანს კლავს და ხუთს აზიანებს. არ მგონია, რომ სნაიპერი ყოფილიყო. ჩვეულებრივი იარაღია კალაშნიკოვი, მანძილები იყო დაახლოებით 50-100 მეტრი. არაფერი სნაიპერობა იმას არ სჭირდება, რომ 50-100 მეტრში ადამიანს მოარტყა. ეს ხომ არ შევარდა სადაც ხალხი იყო, ხალხი თვითონ წამოეგო ასე გამოვიდა, მესი გადასარჩენად მიდიოდა.

გარდაცვლილი გმირებიც არ არის საჭირო, ჯობია გმირობა არ ჩავიდინოთ და ცოცხალი დავრჩეთ.

არ ვაკნინებ იმ ადამიანებს, ვინც დასახმარებლად მივიდა, მაგრამ ფაქტია, რომ შუაღამისას ადამიანმა თავისი სახლიდან მოიზიდა ეს 10 ადამიანი და ფაქტობრივად გაანადგურა სახლიდან გაუსვლელად.

ზოგი ცნობისმოყვარეა, ზოგი გარბოდა პირდაპირ  სროლის დირექტრისაზე და არა გვერდებზე და არა გვერდებზე, მომზადებული არ ვართ, საგანგებო მდგომარეობებისთვისაც არა ვართ მომზადებული“, – აცხადებს გიორგი სურმავა.

ცნობისთვის, 20 იანვარს, ღამის საათებში, საგარეჯოში, ერთ-ერთი კორპუსის აივნიდან შეიარაღებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა დაიწყო.

გამოძიების ინფორმაციით, საგარეჯოში მომხდარი სროლის შედეგად დაჭრილია 5 პირი. გარდაცვლილია სულ 6 ადამიანი, მათ შორის, ერთი პოლიციელი და, ასევე, თავდამსხმელი, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

თავდამსხმელი საგარეჯოს მკვიდრი 49 წლის კაცია.

ამავე თემაზე:

*  ექიმის ინფორმაციით, საგარეჯოში სროლისას დაჭრილი, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა   

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1775136987

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი ნიდერლანდების პარლამენტში „ენჯეოების“ გამოსავლაზე: გარეშე ძალებიდან ცდილობენ მიიღონ სასიცოცხლო ენერგია, რომელიც პირველ რიგში მათი დაფინანსებით გამოიხატება, რომ შემდეგ დესტრუქცია განახორციელონ საკუთარ ქვეყანაში

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი, ნიდერლანდების პარლამენტში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების სიტყვით გამოსვლას ეხმაურება. მისი თქმით, რ...

დავით მათიკაშვილი

1775136467

ახალი ამბები

ლაშა ავალიანი: ყველა წაყვანილი ძაღლი, ეტაპობრივად დაბრუნდება იმავე ტერიტორიაზე, გუშინ 57 ძაღლიდან უკვე დაბრუნდა 28, რომელთაც არ დასჭირდა სტერილიზაცია კასტრაცია და მხოლოდ ვაქცინაცია ჩაუტარდათ

მინისტრის მოადგილემ მიუსაფარი და პატრონიანი ცხოველების მართვის მასშტაბურ პროგრამაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადგილზე გასულ ჯგუფებს დახვდებათ პოტენციურად დაინტერესებული პირი, მოხდება შეფასება ცხოველების...

ლაშა ავალიანი

1775135416

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 2 აპრილის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6989 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6994 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...

ააა

1775134484

ახალი ამბები

სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის პირველი კვარტალის გეგმა 170%-ით შესრულდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის პირველი კვარტალის საპრივატიზებო გეგმა 170%-ით, გადაჭარბებით შეასრულა. აქტიური პრივატიზაციის შედეგა...

170%-ით შესრულდა

1775132957

საზოგადოება

არჩილ ტატუნაშვილს 43 წელი შეუსრულდებოდა

არჩილ ტატუნაშვილს 43 წელი შეუსრულდებოდა. მის დაბადების დღესთან დაკავშირებით, თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი გიორგი გოგოჭური და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფ...

არჩილ ტატუნაშვილ