გერმანელ ტურისტს, თბილისის ერთ-ერთ ბარში 1 ბოთლ ლუდში 1000 ლარი გადაახდევინეს

"თბილისში, ერთ-ერთ ბარში გერმანიიდან ჩამოსულ ტურისტს ერთ ბოთლ ლუდში 273 ევრო გადაახდევინეს, ერთადერთი 50-ლარიანი კი, რაც ჯიბეში ედო, წაართვეს" – ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ტურისტის ქართველი მეგობარი თამარ ზაკალაშვილი ავრცელებს.

მისი თქმით, გერმანიიდან მაქსი საქართველოში დასასვენებლად ჩამოვიდა, საღამოს ლუდის დასალევად ბარ „The world is yours“-ში წავიდა, შეუკვეთა ერთი ლუდი, თუმცა ბარმენმა გოგოს დაუძახა, რომელმაც შამპანური აიღო.

საბოლოოდ, ტურისტს 950 ლარის გადახდა მოსთხოვეს.

ჩემი გერმანელი მეგობარი, უსაყვარლესი და უკარგესი ბიჭი, მაქსი, არის ჩამოსული დასასვენებლად, გუშინ საღამოს მარტო გავიდა ლუდის დასალევად, შევიდა ბარში სახელად „the world is yours“ სამყარო შენია, სადაც შეუკვეთა ერთი ლუდი, თუმცა როგორც ხშირად მომხდარა მეპატრონემ თუ ბარმენმა, თვითონაც ვერ გაიგო ვინ იყო, დაუძახა ერთ-ერთ გოგოს, რომელმაც შეუკვეთა შამპანური, ალბათ გეცნობათ ეს სიტუაცია, გამოსვლისას მოუტანეს ჩეკი, სადაც ლუდს 950 ლარი ეწერა, როცა რეალურად 15 ლარი ღირდა, ასევე ქვითარში იყო შამპანური, რომელიც, რა თქმა უნდა, არ შეუკვეთავს.

როცა 15 ლარის გადახდა და გასვლა მოინდომა, გაბრაზდა ის ტიპი, სხვა ოთახში „გაიყვანა“ და მოსთხოვა ფული, მაქსსაც შეეშინდა, არ იცოდა რა ექნა, ვინაიდან მსგავსი შემთხვევა არ ჰქონია და სულ მარტო იყო, ამიტომ 273 ევრო თავისი გერმანული ბარათით გადაახდევინეს (950 ლარი) ასევე ერთადერთი 50 ლარი რაც ჯიბეში ედო ისიც წაართვეს, სამწუხაროდ", – წერს თამარ ზაკალაშვილი.

მისი თქმით, „გესთჰაუსში“ დაბრუნების შემდეგ, ბიჭმა პოლიცია გამოიძახა და დღეს განყოფილებაში დაიბარეს. ბარზე მსგავსი შინაარსის ისტორია კი მედიაში მანამდეც გავრცელებულა.

"ეს ბარი დღემდე მუშაობს და არც დაკეტავენ ალბათ, რადგან ვიღაცას აწყობს ან ვიღაც მფარველობს მსგავსი ტიპის ადგილებს, რამდენიმე გოგოსგანაც გამიგია, რომ მუშაობდნენ მსგავს ადგილას რაც არის ძალიან დიდი სირცხვილი!

სიმართლე რომ გითხრათ, მედარდება მხოლოდ მაქსის ფული, რომლითაც უნდა ყოფილიყო აქ 4 თებერვლამდე, თან ძალიანაა საქართველოზე შეყვარებული, ისე კარგად ვატარებდით დროს, კიდევ ჰქონდა დაგეგმილი აქ ჩამოსვლა და უაღრესად მტკივა გული იმ ფაქტთან დაკავშირებით რაც მოხდა, თორემ მსგავს ადგილებს რომ არ დაკეტავენ და პირიქით, უფრო მეტი ასეთი ამბები ხდება, კი ვხედავთ ყველა...", – წერს თამარი ზაკალაშვილი სოციალურ ქსელში.

სხვა სიახლეები:

🔳 “თავი გმირი მგონია“ - რატომ ფიქრობს ასე, დათო ლიკლიკაძე და რისკენ მოუწოდებს საზოგადოებას

🔳 ნოე სულაბერიძე: როდესაც მონაწილეები ფინალამდე ვარდებიან, უკმაყოფილება იმდენად დიდია, რომ ფინალზე იშვიათად ხდება მათი შეკრება

🔳 პროკურატურა: ე.წ. ჯარისკაცების საქმეზე ბრალდებულს, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

🔳 ქუთაისში კორონავირუსისგან 101 წლის ქალი გამოჯანმრთელდა

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1715271552

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ევროკავშირის წევრობა საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია - მჯერა, რომ საქართველო 2030 წლისთვის აუცილებლად გახდება EU-ს სრულუფლებიანი წევრი

 ევროკავშირის წევრობა საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ “ფეისბუკში” წერს.მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რო...

ირაკლი კობახიძე

1715259408

საინტერესო ამბები

„ტაძარში პირველად 15 წლის ასაკში პირველი სიყვარულის გამო მივედი…“ - ზურა ხაჩიძე

„ხათუნას ჯანმრთელობის გამო მონასტერში წავედი, 2 თვე დავრჩი და ვილოცე“  - ამის შესახებ მომღერალი ზურა ხაჩიძე „დღის პოსტის“ ეთერში საუბრობს. როგორც იგი გადაცემაში ჰყვება ტაძარში პირველად 15 წლის ასაკში,...

მომღერალი ზურა ხაჩიძე

1715258497

საინტერესო ამბები

თეონა ქუმსიაშვილის სიმღერებს მისი ძმისშვილები მღერიან - ემოციური ვიდეო

თეონა ქუმსიაშვილის სიმღერები მისმა ძმისშვილებმა, თეონა და გვანცა ქუმსიაშვილებისა და ანასტასია ზამთარაშვილის შემადგენლობით, გადაცემაში „პოსტალიონში” იმღერეს.  ნამღერმა საზოგადოების მხრიდან დადებითი შეფ...

თეონა ქუმსიაშვილი

1715256041

ახალი ამბები

„ძვირფასო ახალგაზრდებო, სანამ თქვენ აქციებზე დგახართ, რადიკალური ოპოზიცია მოვლენების სასურველი სცენარით განვითარებას ელოდება - ეს მათი ბოლო შანსია თქვენს ხარჯზე!“ - არჩილ თალაკვაძე

„ძვირფასო ახალგაზრდებო, რომ სანამ თქვენ ქუჩაში, აქციებზე დგახართ - პოლიტიკური შურისძიებით შეპყრობილი რადიკალური, ანტისახელმწიფოებრივი ოპოზიცია ელოდება მოვლენების სასურველი სცენარით განვითარებას. ეს მა...

არჩილ თალაკვაძე პოლიტიკოსი

1715253806

ახალი ამბები

„სამშობლოს გამყიდველები“, „ქვეყნის დამანგრევლები“, „რევოლუციონერები“- თბილისში ახალი პლაკატები გამოჩნდა

„სამშობლოს გამყიდველები“, „რევოლუციონერები“ , “აგენტურის ადგილი საქართველოში არ არის“ , „ქვეყნის დამანგრევლები“- ამ შინაარსის პლაკატები ქალაქში სხვადასხვა ლოკაციაზე გამოჩნდა. წარწერები ძირითადად ძალად...

სამშობლოს გამყიდველები