გიული ალასანია: მიხეილ სააკაშვილის პოზიცია ასეთია, ძალიან დიდ პატივს სცემს ნიკა მელიას, მიაჩნია, რომ ნამდვილი გმირია, მაგრამ დღეს ულოცავს ლევან ხაბეიშვილს

"მიხეილ სააკაშვილის პოზიცია ასეთია, ძალიან დიდ პატივს სცემს ნიკა მელიას, მიაჩნია, რომ ნამდვილი გმირია, მაგრამ დღეს ულოცავს ლევან ხაბეიშვილს", – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.

ალასანიას თქმით, სააკაშვილის ძალიან დიდი სურვილია, პარტია არ დაიშალოს.

„თქვენ გახსოვთ, რომ მიხეილ სააკაშვილი არანაირ არაფერში, არც არჩევნების პროცესში არ ჩარეულა მთელი ეს პერიოდი.

მაგრამ ახლა ასეთი პოზიცია აქვს – ძალიან დიდ პატივს ვცემ ნიკა მელიასო, მიმაჩნია, რომ ის ნამდვილი გმირიაო, მაგრამ დღეს ვულოცავ ლევან ხაბეიშვილს და მას ვუსურვებ ძალიან დიდ წარმატებებსო.

კიდევ, ძალიან დიდი სურვილი აქვს, ყველას ახსოვდეს, რომ ძალა არის ერთობაში და არავითარ დაშლაზე რომ არ იყოს საუბარი. მოუწოდებს, ეს არ მოხდეს, რომ ძალა ერთობაშია.

პარტიაში მიმდინარე თემებზე ჩემთან არასდროს არ დაუძრავს კრინტი და პირველად ახლა გააკეთა კომენტარი“,- განაცხადა გიული ალასანიამ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. მან ხმების 52.58 პროცენტი მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ:

* „კეზერას ჯუჯალარებო ყველა პარტიიდან - შეერთდით“ - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი   

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1716042100

საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო. მისი თქმით, ვეტო პარლამენტს დღესვე გადაეგზავნება. „დღეს, დავადე ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი, თ...

პრეზიდენტი

1716040897

საზოგადოება

„ერთნაირსქესიანთა ქორწინება ევროკავშირის 27-დან 25 ქვეყანაშია დაკანონებული, დავალება მიიღეს, გააკეთეს“ - ირაკლი ღარიბაშვილი

„ევროკავშირის 27 ქვეყნიდან უკვე 25 ქვეყანაში არის დაკანონებული ერთნაირსქესიანთა ქორწინება, დავალება მიიღეს, გააკეთეს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მის...

ირაკლი

1716035177

სპორტი

დავითაშვილი სეზონის ბოლო მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

საფრანგეთის ლიგა 2-ის ბოლო ტურში ზურიკო დავითაშვილი „ბორდო“-„პოს“ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა ლიგა 2-ის სეზონი საშინაო გამარჯვებით დაამთავრა. „ბორდომ“ მატჩი გაეტა...

ზურიკო დავითაშვილი

1716031806

საზოგადოება

„მე იმისთვის მაქვს ცოდნა, რომ სხვას გავუზიარო, დავიცალო და ახალი შევივსო... დღეს მოკამათეები არ უსმენენ ერთმანეთს“ - რას ამბობს ელდინო საღარაძე

მსახიობი, პოეტი და პედაგოგი ელდინო საღარაძე, გადაცემა ჩვენი ოჯახის ეთერში კამათის კულტურასა და მის მნიშვნელობაზე საუბრობს. „მე გავსებული ვარ რაღაცა ცოდნით თავდაჯერებული ვარ და ვჯდები საკამათოდ. დღეს მ...

პოეტი

1716027897

ახალი ამბები

ევროსაბჭოს მინისტერიალზე მიღებულ დეკლარაციაში საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარი დაუჭირეს

 სტრასბურგში 16-17 მაისს ევროპის საბჭოს 133-ე მინისტერიალი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ. აღსანიშნავია, რომ წლევანდელი მ...

ევროსაბჭო