ჰოდა, მინდა, თქვენ შეგეკითხოთ: რა არის სამშობლო? - E sì, volevo chiedere a voi: cos’è la patria? - თემურ კილაძე
ცნობილი ოზურგეთელი ბიზნესმენი, პროფესორი და მწერალი, თემურ კილაძე, რომელიც ამჟამად ევროპაში ცხოვრობს, მალე ახალ რომანს იტალიურ ენაზე შემოგვთავაზებს. რომანს “ოქროს საწმისი”, ერთ-ერთი უდიდესი იტალიური გამომცემლობა “albatros“ გამოსცემს. წიგნის გამოცემისთანავე, “ოქროს საწმისი“, მთელი იტალიის ფარგლებში, წიგნების მაღაზიაში “Messaggerie Libri SpA“ განაწილდება.
Exclusivetv.ge-ს მკითხველისთვის, „ოქროს საწმისის“ შესახებ წარმოდგენის შექმნას, ავტორის, თემურ კილაძის წინასიტყვაობით ვიწყებ, რომელიც ავტორმა ექსკლუზიურად ჩვენ მოგვაწოდა. აგრეთვე გთავაზობთ წიგნში გამოცემული ამბის იტალიურ ვერსიას.
ჰოდა, მინდა, თქვენ შეგეკითხოთ: რა არის სამშობლო? - E sì, volevo chiedere a voi: cos’è la patria?
Com’è strana la vita! Alcuni nemmeno mettono il naso fuori dal loro cortile, e tutto l’Universo è racchiuso nel piccolo villaggio dove abitano. Altri invece girano tutto il mondo e solo Dio sa quanti vagabondi ci sono.
Una volta, mentre viaggiavo dalla Croazia all’Italia, al confine sloveno, mi è capitato un doganiere che dopo aver esaminato attentamente i miei documenti, con una voce scherzosa mi ha chiesto: – Il giocatore georgiano del Milan, Kaladze, mica è il suo parente? – Perché? Mi assomiglia così tanto? – a sua volta gli ho fatto la domanda. – Personalmente, ho talmente paura dei tifosi che non andrò mai allo stadio, quindi la partita la seguo solo in TV. Non lo conosco affatto e se lei non l’avesse nominato, non mi sarei neanche accorto che è un mio omonimo.
Il doganiere è rimasto contento del mio scherzo compiacente ed ha continuato: – Signor Kaladze, lei è georgiano con la cittadinanza russa, abita in Croazia e viaggia con una Mercedes registrata in Italia. Chi è lei in realtà? E dov’è diretto? Come avrei potuto spiegargli che ero rimasto in Russia nel periodo dell’Unione Sovietica ed è per quello che ho la cittadinanza russa, mentre oggi sia in Russia che in Georgia sono rimasi solo gli eroi, gli umili ed i criminali. Io non ero nessuno di loro e dato che per i cittadini russi in Croazia non c’era l’obbligo del visto, io mi ero trasferito lì, altrimenti avrei vissuto con molto piacere in Italia?
Per quanto riguarda la macchina, era di proprietà di mia figlia che abitava in Italia e stavo andando proprio da lei. Alla fine avevo deciso di non deluderlo e gli avevo svelato che ero il rappresentante della mafia russa e stavo portando a Berlusconi un pacco del suo amico Vladimir Putin. Probabilmente avrete già capito che è passato un lungo periodo ed è arrivato il tempo di Putin, ovviamente insieme con Stalin. La parola Putin mi ha ricordato della prima volta in cui sono capitato in Europa. Avevo trentadue anni. Avevo girato l’intera Unione Sovietica: se c’era la conferenza anch’io stavo lì, se si andava a pesca, c’andavo anch’io; non mancavo come ospite da nessuna parte. Il Partito contava ancora e anche il KGB faceva la sua ‘bella’ figura! L’Unione Sovietica di quei tempi ha fatto nascere in me una strana sensazione. Dovunque andassi, mi sembrava di stare nella mia patria. Ovviamente sono stato un tifoso della Dinamo di Tbilisi, però non avrei mai risparmiato nessuno anche per la “Nazionale dell’Unione Sovietica”, soprattutto se in quest’ultima giocavano dei georgiani. E, bisogna dire che di georgiani ce n’erano sempre, a volte in pochi, a volte in tanti.
E sì, volevo chiedere a voi: cos’è la patria? Dove sei nato, sei cresciuto… Dove vivi… Dove ti senti a tuo agio e ti senti al sicuro, o…? Per me è tutto chiaro come la luce del giorno. Se sono figlio di Dio, allora l’intera terra è la mia patria. Mentre al livello individuale lo sono il mio giardino e la mia casa, soltanto perché quest’ultimi mi ricordano i genitori e l’infanzia. Per quale ragione molti se ne vanno dalla terra d’origine e non tornano mai più indietro? Perché ne trovano una nuova?! Come mai nessuno arriva nella madrepatria quando lì regnano la guerra e la miseria e non prende un fucile in mano? Non dirmi, ora, che in ogni caso la stanno aiutando economicamente! Sì, alcuni l’aiutano veramente, ma allo stesso modo taluni aiutano anche i mendicanti per strada. E qui che c’entra il paese natale? Sembra che anche la patria sia un mendicante e nient’altro.
„რა უცნაურია ცხოვრება! ზოგი ეზოდანაც კი არ გავა, თავისი სოფლის მეტს ვერაფერს ნახავს, ზოგი კი სად დაეხეტება და სად ცხოვრობს, მხოლოდ ღმერთმა იცის.
ერთხელ, როცა ხორ- ვატიიდან იტალიაში მივემგზავრებოდი, სლოვენიის საზღვარზე მესაზღვრემ გამაჩერა, საბუთები დაათვალიერა, მერე მანქანა ათვალიერა დიდხანს, დაბოლოს, ნახევრად ხუმრობით თუ ირონიით მკითხა: – ის ქართველი კალაძე, მილანში რომ თამაშობს, თქვენი ნათესავია? – რატომ, ძალიან მგავს? ისე, იტალიელი ტიფოზების შიშით, სტადიონზეც კი არ დავდივარ და ფეხბურთს მხოლოდ ტელევიზორით ვუცქერი. საერთოდ არ ვიცნობ და თქვენ რომ არ გეთქვათ, არც კი გამახსენდებოდა, ჩემი მოგვარე რომ არის. - ვუპასუხე მე.
როგორც ჩანს, ჩემი უკბილო ხუმრობა მოეწონა და გააგრძელა: – ბატონო კალაძე, ხართ ქართველი, თანაც რუსეთის მოქალაქე, ცხოვრობთ ხორვატიაში, მოგზაურობთ იტალიაში რეგისტრირებული მერსედესით, ვინ ხართ და სად მიდიხართ?
როგორ უნდა ამეხსნა, რომ რუსეთში საბჭოთა კავშირის დროს დავრჩი. რომ დღეს რუსეთსა და საქართველოში მხოლოდ გმირები, გაჭირვებულები და კრიმინალები ცხოვრობენ და მე არც ერთი არ ვარ. ის, რომ რუსეთის მოქალაქეებს ხორვატიაში ვიზა არ სჭირდებათ და იქ იმიტომ დავსახლდი, თორემ იტალიაშიც დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი, რომ მანქანა ჩემი ქალიშვილისაა, რომელიც იტალიაში ცხოვრობს და ახლა მასთან მივდივარ სტუმრად. თუმცა, მესაზღვრეს იმედი არ გავუცრუე და ვუპასუხე, რუსული მაფიის წარმომადგენელი ვარ და ბერლუსკონისთვის პაკეტი მიმაქვს, მისი მეგობრისგან, ვლადიმერ პუტინისგან-მეთქი.
ალბათ მიხვდით რომ ბევრი დრო გასულა და უკვე პუტინის დრო მოსულა, რა თქმა უნდა, სტალინთან ერთად. პუტინის სახელმა გამახსენა, თუ როგორ მოვხვდი პირველად ევროპაში. მაშინ ოცდათორმეტი წლის ვიყავი. მთელი საბჭოთა კავშირი მქონდა მოვლილი, სად - კონფერენციაზე, სად სათევზაოდ, სად - სტუმრად. პარტია ჯერ კიდე პარტიობდა და კგბ კაგებეობდა. მაშინდელმა საბჭოთა კავშირმა ერთი უცნაური გრძნობა გამიჩინა. სადაც არ მივდიოდი, მეგონა, ყველგან ჩემი სამშობლო იყო. კი, რა თქმა უნდა, ფეხბურთში თბილისის დინამოს ფანი ვიყავი, მაგრამ საბჭოთა ნაკრებისათვისაც არავის დავინდობდი, განსაკუთრებით, თუ ნაკრებში ქართველები თამაშობდნენ. ქართველები კი მუდამ თამაშობდნენ, ხან ცოტა და ხანაც ბევრი.
ჰოდა, მინდა, თქვენ შეგეკითხოთ: რა არის სამშობლო? სადაც დაიბადე, გაიზარდე, თუ სადაც ცხოვრობ, სადაც კომფორტულად და დაცულად გრძნობ თავს თუ?...თუ?...
ჩემთვის ყველაფერი დღესავით ნათელია. თუ ღვთის შვილი ვარ, გამოდის დედამიწაა ჩემი სამშობლო. ინდივიდუმის დონეზე კი ჩემი ეზო, გარემო და მხოლოდ იმიტომ, რომ მშობლებსა და ბავშვობას მაგონებს. რატომ არის, რომ ბევრი მიდის თავისი ქვეყნიდან და უკან არასდროს ბრუნდება? რა, ახალ სამშობლოს ნახულობს? როგორ ხდება, რომ გაჭირვებისა და ომის პერიოდში სამშობლოში არავინ ჩადის და თოფს არ იჭერს ხელში? ახლა არ მითხრათ, მატერიალურად ხომ ეხმარებიანო. კი, მატერიალურად ზოგი ეხმარება, მაგრამ ზოგი ქუჩაში მათხოვარსაც კი ეხმარება, სამშობლო რა შუაშია, მათხოვარივითაა?
ასევე დაგაინტერესებთ:
📌 „ჩვენ, ქართველები, არ ვართ მათხოვრებად და სამათხოვროდ დაბადებულები“ - თემურ კილაძე
📌 “მარჩელოც ახალგაზრდა დამამახსოვრდა - ახალგაზრდა, ლამაზი და იტალიურად თავქარიანი“ - თემურ კილაძე
📌 იტალიური წარმატება ქართულად - „უკვე მოვაწერე ხელი კონტრაქტს და ორი წლით „გავიყიდე“ (ექსკლუზივი)
1781627834
ახალი ამბებილევან მახაშვილი: ლუქსემბურგის პარლამენტში გვქონდა ნაყოფიერი და საინტერესო დისკუსია, არის სურვილი და მზაობა, რომ განახლდეს პოლიტიკური დიალოგი საქართველოსა და ევროკავშირს შორის
„ლუქსემბურგის პარლამენტში გვქონდა ძალიან ნაყოფიერი, კონსტრუქციული და საინტერესო დისკუსია ლუქსემბურგის პარლამენტის წევრებთან“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თ...
1781623889
საზოგადოებააჭარის მთავრობის თავმჯდომარემ უმაღლეს საბჭოში საქმიანობის ანგარიში წარადგინა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ რეგიონის უმაღლესი საბჭოს წინაშე მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიში წარადგინა. სიტყვით გამოსვლისას მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა რეგიონში მიმდინარე და...
1781621952
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის კომისარს შეხვდა
2026 წლის 16 ივნისს, ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ვიზიტით მყოფ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის (NEAC) კომის...
1781621180
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი: საქართველო გააგრძელებს პირობების შესრულებას, რაც ასოცირების შეთანხმებით არის გათვალისწინებული - როგორც მაშინ, მოთმინებით გავაგრძელეთ სვლა კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ასევე, გავაკეთებთ ახლაც
„რა არის საქართველოზე დამოკიდებული რომ ევროკავშირთან ურთიერთობა გაუმჯობესდეს“, - ამ საკითხზე „დღის ქრონიკაში“ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარ...
1781619573
ახალი ამბებისაქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის დელეგაციას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის (NEAC) დელეგაციას შეხვდა, რომელსაც კომისარი ცინ იჭი ხელმძღვანელობს. შეხვედრაზე ყურადღება გამ...






























