"იმაზე მეტი კავშირია ამ ვულგარულ ფამილარობასა და კალაძის PR სვლას შორის, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს" - თამარ ჩერგოლეიშვილი

"ტაბულას" რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"მამაჩემს ბავშვობიდან უყვარს მანქანები.

ინჟინერია აღაფრთოვანებს ზოგადად.

ყველაფერს შლის, თავიდან აწყობს.

პატარა ვიყავი, ასე 5-6 წლის (თვითონაც პატარა იყო, ასე 24-25 წლის) და თავისი ფულით, 1000 მანეთად კუ ზაპოროჟეცი იყიდა.

დაშალა ეს მანქანა, თავიდან ააწყო, ძრავი გაუუმჯობესა, გადაღება. წიგნების თაროდან ჩამოიღო ცხვირზე ხელმიდებული შავი რკინის ეშმაკი, რომელიც მგონი პოლონეთიდან ჰქონდა ჩამოტანილი - გადაჭრა, ცხვირზე დაუმაგრა მერსედესის ნიშანივით, მერე გამოჭრა სტენსილი და გვერდებზე AZZAZEL - დააწერა.

ერთხელაც მუსიკიდან მოვყავარ, მუსიკას ვუსმენთ და „გაიშნიკმა“ გააჩერა.

მანქანას წრე დაარტყა, დაათვალიერა, დოინჯი შემოირტყა და მეორე ხელით რომ ღიპს იფხანდა, თან შემოსძახა - „ამის ყიდვას, ჟიგულის ყიდვა არ გერჩია?“

მამაჩემის ზიზღით აღსავსე სახე არ დამავიწყდება - ყველაფერი ეზიზღებოდა, საბჭოთა კავშირი, ღიპიანი გაიშნიკი, ამ გაიშნიკის ფამილარობა, სისტემა, რომელიც გაუგებარს ხდიდა რატომ შეიძლება მამაჩემს ეყიდა ზაპოროჟეზი და არა ჟიგული...

ასეთივე ზიზღი მიჩნდება სახეზე, როდესაც ვხედავ რომ ვიღაც სრულ იგნორირებას უკეთებს იმას, რომ მე ჩემი საქმე მომწონს, ამ საქმეზე ვფიქრობ, ვმუშაობ, რაღაც მიზნები მაქვს, ამ მიზნებს ვხსნი და ამ მიზნებისკენ მივიწევ.

და უცებ ვიღაც მოდის და ფამილარულად მეუბნება „ქარიზმატული ლიდერი გინდათ ქართველებს ბიძი“.

ჟიგული კი არადა, ვინაა ეს „ქარიზმატული ლიდერი“? ვინ "გვინდა ქართველებს"?

მგონია რომ იმაზე მეტი კავშირია ამ ვულგარულ ფამილარობასა და კალაძის PR სვლას შორის, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს", - წერს ჩერგოლეიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

* "მეოთხე კლასში, დავინახე, რომ თხელ ფურცელზე ამობეჭდილი ათობით ხატი იდო და მასწავლებელი ცეცხლის დასანთებად იყენებდა. რატომ აკეთებ მეთქი და ამ ხატს არც ძალა აქვს, არც ნაკურთხიაო - გაკვეთილი რომ დაიწყო, მოვიპარე ის ფურცლები" 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1786177246

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე - ევროსაბჭოს რეზოლუციაში წერია, რომ კონფლიქტი ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების ფაზაში გადავიდა სააკაშვილის რეჟიმის მიერ ცხინვალის დაბომბვის შემდეგ

„ევროსაბჭოს რეზოლუციაში ასეთი რაღაც წერია, რომ კონფლიქტი ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების ფაზაში გადავიდა სააკაშვილის რეჟიმის მიერ ცხინვალის დაბომბვის შემდეგ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-...

ირაკლი კობახიძე

1786176614

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო 8 აგვისტოს, 8 აგვისტოს შემოვიდა რუსეთის ჯარი, როდესაც შესაბამისი განცხადება გააკეთა რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა, 7 აგვისტოს რაც მოხდა, ეს იყო ის, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაბომბა ცხინვალი

„რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო 8 აგვისტოს. 8 აგვისტოს შემოვიდა რუსეთის ჯარი, როდესაც შესაბამისი განცხადება გააკეთა რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა. 7 აგვისტოს რაც მოხდა, ეს იყო ის, რომ სააკაშვილის რეჟიმ...

ირაკლი კობახიძე

1786175998

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე - 18 წელი გავიდა აგვისტოს ომის შემდეგ, თუმცა დღესაც ყველას გვახსოვს ის უმძიმესი დღეები, ჩვენი ვალია, პატივი მივაგოთ აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას

„18 წელი გავიდა აგვისტოს ომის შემდეგ, თუმცა დღესაც ყველას გვახსოვს, მათ შორის ემოციურად, ის უმძიმესი დღეები და ჩვენი ვალია, პატივი მივაგოთ აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას“, - ამის შესახებ საქა...

ირაკლი კობახიძე

1786175928

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე - ანწუხელიძე არის გმირი, რომელმაც თავი დადო საკუთარი სამშობლოსთვის, მოგვიანებით გამოვიდა სააკაშვილი და თავის თავზე დაიბრალა ანწუხელიძის გმირობა

„ანწუხელიძე არის გმირი, რომელმაც თავი დადო საკუთარი სამშობლოსთვის, მოგვიანებით გამოვიდა სააკაშვილი და თავის თავზე დაიბრალა ანწუხელიძის გმირობა, სამარცხვინო სიტყვები თქვა, თითქოს, სააკაშვილისთვის შეგინ...

ირაკლი კობახიძე

1786174722

ახალი ამბები

რეზო ბლიაძე: ადამიანები, რომლებიც 2008-ის მერე რუსეთში მღეროდნენ, 2022 წლიდან, ვისაც რუსეთში არასდროს უმღერია იმათ ეძახდნენ „რუსებს”…

მუსიკოსი რეზო ბლიაძე ოპოზიციის ნაწილსა და მათ მხარდამჭერ არტისტებს ორპირულ და უპრინციპო ქცევაში ადანაშაულებს. ის სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ბოლო წლების პოლიტიკურ მოვლენებსა და კულტურის სფე...

რეზო ბლიაძე