ირაკლი ღარიბაშვილი: მე ვარ საქართველოს მხარეს, ვარ ჩემი ქვეყნის ინტერესების დამცველი
"ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენი სურვილია, რომ ომი დასრულდეს რაც შეიძლება მალე", – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.
ჟურნალისტების კითხვაზე, ვის მხარეს არის რუსეთ-უკრაინის ომში, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მხარესაა.
„მე ვარ საქართველოს მხარეს, მე ვარ ჩემი ქვეყნის ინტერესების დამცველი და ასე იქნება, სანამ ვიქნები ცოცხალი. ეს უნდა იყოს ჩვენი ყველა მოქალაქის ვალდებულება, ეს უნდა იყოს ჩვენი ყველა მოქალაქის სურვილი.
უნდა ვიფიქროთ ქვეყანაზე, უნდა ვიფიქროთ საქართველოზე.
ამიტომ დამშვიდდით, მე ვარ სამართლიანობის მხარეს, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, ტერიტორიულ მთლიანობას და, ბუნებრივია, ჩვენი სურვილია, რომ ეს ომი დასრულდეს რაც შეიძლება მალე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ასევე დაგაინტერესებთ:
* ესპანეთში, ბარსელონას მახლობლად ერთმანეთს ორი მატარებელი შეეჯახა, დაშავებულია 155 ადამიანი
1782393460
ახალი ამბებიპაატა კვიჟინაძე: აუდიტის სამსახური ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სახელმწიფო ორგანიზაციაა
„აუდიტის სამსახური საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სახელმწიფო ორგანიზაციაა, რასაც საერთაშორისო შეფასებებიც ადასტურებს - PEFA-სგან სამსახურს მაქსიმალური შეფასება აქვს მიღებული. უკვე მერვე წელ...
1782393115
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 25 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6468 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6473 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...
1782392240
ახალი ამბებივიქტორ ჯაფარიძე ტატა ხვედელიანს: ყველა ვინც ჩვენ, ტელევიზიები, გიორგი გაბიტაშვილი და სხვა პირები თუ ორგანიზაციები დაასანქცირა უსამართლოები არიან და ეს სანქციები მათზე უფრო მეტს ამბობს, ვიდრე ჩვენ გვიქმნის პრობლემას
პარტია „ხალხის ძალის“ რეგიონალური მდივანი, ვიქტორ ჯაფარიძე, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, ტატა ხვედელიანის განცხადებას გამოეხმაურა. ხვედელიანმა მიმა...
1782391376
ახალი ამბებიიტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში უკიდურესი სიცხის გამო ხუთი ადამიანი დაიღუპა
იტალიაში უკიდურესმა სიცხემ ბოლო 24 საათზე ნაკლებ დროში ხუთი ადამიანი იმსხვერპლა, ქვეყნის დიდ ნაწილში ტემპერატურამ 41°C-ს (106°F) მიაღწია. ამის შესახებ The Guardian-ი წერს. მას შემდეგ, რაც 23 ივნისს მი...
1782389967
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ევროსაბჭოს რეზოლუციაზე: ცუდია, როდესაც ამდენ დეზინფორმაციას ავრცელებენ, ჩვენი მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობის განწყობები, სამწუხაროდ, შეცვლილია ევროკავშირის მიმართ
„ძალიან ცუდია, როდესაც ამდენ დეზინფორმაციას ავრცელებენ, ვინაიდან ჩვენი მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობის განწყობები, სამწუხაროდ, შეცვლილია ევროკავშირის მიმართ და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მათი დამსახ...































