"ისე რომ იცოდეთ, ცოტ-ცოტა პასუხისმგებლობა ყველაზეა, ამ ქვეყნის ყველა მოქალაქეზე! - თავი დაანებეთ ამ კაცს, ისედაც ცუდად არის"
ქართველი რეპერი კაბუ, იგივე კახა აბუაშვილი, სოციალურ ქსელში ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას ეხმაურება და თბილისის მერის, გადადგომის მოთხოვნით აგორებულ კამპანიას ეხმაურება:
"არ ვიცი რა სიტყვა შეიძლება მოიძებნოს იმისთვის, რომ ანუგეშო პატარა ანგელოზის მშობლები, მე ვიცი რასაც ნიშნავს შვილის დაკარგვა, ვიცი როგორი ტკივილი და როგორი სიმწარეა ეს!
ვუსამძიმრებ პატარა მარიტას მშობლებს და ვიზიარებ მათ ტკივილს აბსოლუტურად ბოლომდე!
ახლა რაც შეეხება კახი კალაძეს და ადამიანებს ვინც ამ ტრაგედიით, ამ საშინელი ინციდენტით ხმების და ქულების მოხვეჭას ცდილობს, ვინც რევანშის და შურისძიების მიზნით ბინძურად და უტაქტოდ, არაადამიანური სისასტიკით ტალახს სცხებთ და თითს იშვერთ და ლანძღავთ აბრალებთ საშინელებას, ვერც ხვდებით რამხელა საშინელებას, არ ფიქრობთ რომ ამაზე უარესი შეიძლება თქვენ დაგემართოთ?
არ გიფიქრიათ იმაზე თუ რას ნიშნავს ყველაფერზე წასვლა რაღაც ბოზობა ამბიციების გამო?
იქნებ არ ღირს ჰაა?
უხ, თქვე არასწორებო!
ისე რომ იცოდეთ, ცოტ-ცოტა პასუხისმგებლობა ყველაზეა ამ ქვეყნის ყველა მოქალაქეზე!
და თუ რატომ, აი გადახედეთ თქვენს ქცევებს და ნაცხოვრებს ბლიად!
თავი დაანებეთ ამ კაცს, ისედაც ცუდად არის თქვენ, რომ არ დაუმატოთ.
ვიღაცა უპასუხისმგებლომ რაღაც ვერ გააკეთა და მოხდა ტრაგედია.
კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ და ვიზიარებ ამ პატარა საოცარი გოგონას დაკარგვას მის ოჯახს…", - წერს რეპერი.
ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა.ერთ-ერთი მათგანის, მარიტა მეფარიშვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
ამავე თემაზე:
1793548518
მსოფლიოირანი აშშ-ს აფრთხილებს - „ირანის პასუხი უფრო გამანადგურებელი იქნება, ვიდრე აქამდე იყო“
„ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ ახალი ომის დაწყების შემთხვევაში, მისი მასშტაბები მხოლოდ დასავლეთ აზიით არ შემოიფარგლება“, - ამის შესახებ ირანის არმიის პრესსპიკერმა, არმიის გენერალმა მოჰამედ აკ...
1793546933
ახალი ამბებისაქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეგიონების სკოლებში განხორციელებული ფინანსური განათლების პროექტები შეაჯამა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაზოგვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა, რომლის ფარგლებშიც რეგიონების სკოლებში ფინანსური განათლების მიმართულებით განხორციელებული პროექტების შედეგები და მრავ...
1793544071
მსოფლიოიური უშაკოვი აცხადებს, რომ თუ ზელენსკის პუტინთან მოლაპარაკებები სურს, მოსკოვში ჩასვლა შეუძლია და თუ დარეკვა უნდა, პუტინი აუცილებლად უპასუხებს
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის იური უშაკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს არასდროს უთქვამს უარი მოლაპარაკებებზე და იმ შემთხვევაში თუკი უკრაინის პრეზიდენტი მას დაურეკავს, პუტინი აუცილ...
1793541081
სპორტიმოფარიკავე სანდრო ბაზაძემ ჩინეთში გამართულ „მასტერსზე“ ოქროს მედალი მოიპოვა
მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ ჩინეთში გამართულ „მასტერსზე“ ოქროს მედალი მოიპოვა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს. მან ფინალში მასპინძელი შიაო ლინი ანგარიშით 15 - 3 დაამარცხ...
1793538014
ახალი ამბებილევან მახაშვილი პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო განვითარებულ მოვლენებზე: ფაქტია, რომ ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს იმასთან დაკავშირებით, კანონის უზენაესობის ფარგლებში მიმდინარეობს ეს პროცესები თუ არა
„როდესაც ამ ტიპის მიდგომებს თესავენ სხვა სახელმწიფოებში, ადრე თუ გვიან საკუთარ ქვეყანაში მოიმკიან ხოლმე“, - განაცხადა ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა პოლონეთის საკონსტიტუციო სას...





























