"დღეს კახა კალაძეც ჭირისუფალია! და არა - დამნაშავე! თითქოს რაღაც უნდა ესწავლებინა გასულ წლებს ჩვენთვის, მაგრამ ვერა" - ბონდო მძინარაშვილი

ჟურნალისტი, პირველი არხის სამეურვეო საბჭოს წევრი ბონდო მძინარაშვილი, სოციალურ ქსელ ფეისბუკში წერს:

"მე ვიცნობ კახა კალაძეს - ოთხი შვილის მამას!

უფროსები დაახლოებით იმ ბავშვების ასაკისანი არიან, შადრევანთან რომ იყვნენ ვაკის პარკში.

ასეთი ტრაგედიის დროს ყველა მამას და ყველა დედას საკუთარი შვილები ახსენდება.

და არავინ იცის, ვისი შვილი შეიძლება აღმოჩნდეს იქ და იმ დროს.

არავინ იცის!

ამიტომ არის ყველა მამა და ყველა დედა ჭირისუფალი!

დღეს კახა კალაძეც ჭირისუფალია!

და არა - დამნაშავე!

ამ ტრაგედიამ(აც) ვერ შეგვახსენა, რომ ადამიანები ვართ!

პირიქით, ამ საშინელი ტრაგედიით შეძრულებმა ქვებს წამოვავლეთ ხელი!

და, ყველას გასაოცრად, ეს ქვებიც იქვე აღმოჩნდა!

ვისაც არ შეხვდა, იმან გაუწოდა, ჯიბეები ქვებით რომ ჰქონდა სავსე!

ოღონდ იმ პირობით, რომ უფრო კარგად დაუმიზნებდა!

თითქოს რაღაც უნდა ესწავლებინა გასულ წლებს ჩვენთვის, იმ ადამიანებისთვის, ვის თვალწინაც ბოლო ათწლეულების ყველა საშინელება მოხდა და ვისაც თითოეულმა ტრაგედიამ სასტიკი კვალი დაგვიტოვა!

მაგრამ არა!

ვერა!

ვერაფერიც ვერ ვისწავლეთ და ისევ იმ პირველყოფილმა ინსტინქტმა გვაჯობა!

ქვას წამოვავლეთ ხელი!

ყველას პირველობა გვინდა!

ყველას გვგონია, რომ პირველად ქვის სროლის უფლება სწორედ ჩვენ გვაქვს!
და ვისვრით!

მე არ ვიცი, რა იქნება ხვალ!

მაგრამ მე მეშინია, რომ კახასთვის ნასროლი ქვა მის ოჯახს, მის შვილებს არ მოვარტყათ!

მე ვიცნობ კახა კალაძეს!

გამიკრიტიკებია კიდეც, როცა ამის საფუძველი მქონდა და შემიქია კიდეც, როცა ვხედავდი, როგორ ირჯებოდა!

და ამას საჯაროდ ვაკეთებდი!

პირველად კი 4 წლის წინ დავინახე, რომ კახა კალაძეს "გული ჰქონია"!

ჩვენ ხომ მივეჩვიეთ პოლიტიკოსების უგულობას!

მაშინ, დედა-შვილის, პატარა ბავშვის დაღუპვით შეძრულმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან კომენტარის დასრულება ვერ შეძლო!

და მე მივხვდი, რომ იმ დედა-შვილის ჭირისუფალი კახა კალაძეც იყო!

ახლაც ასეა, კახა კალაძეც ჭირისუფალია!

და თუ რომელიმე თქვენგანი კახა კალაძეზე მეტად განიცდით პატარა მარიტას გარდაცვალებას, თუ რომელიმე თქვენგანს კახა კალაძეზე მეტად გინდათ მარიტას კლასელების გადარჩენა და გამოჯანმრთელება, კი, ბატონო, აგერ, ქვა, - დასწვდით და ესროლეთ!", - წერს მძინარაშვილი.

გუშინ, 13 ოქტომბერს, ვაკის პარკის შადრევანში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა, რასაც 13 წლის გოგონა ემსხვერპლა. ექიმის განცხადებით, დაშავებულებიდან ერთის მდგომარეობა დასტაბილურდა და გადაყვანილია პედიატრიულ განყოფილებაში. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვებს შადრევანში ბურთი ჩაუვარდათ, ბურთის ამოღებისას კი დენმა დაარტყათ.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსი 240-ე პრიმა მუხლითაა დაწყებული, რაც ელექტრო – ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ:

* "გაუბედურებული ვარ...ყველა აუცილებლად აგებს პასუხს, მათ შორის მეც. თუ მაქვს რაიმე დანაშაული, მზად ვარ, კანონის წინაშე ვაგო პასუხი" - კახა კალაძე

* "ამ კაცის დამსახურებაა იმ ორი ბავშვის გადარჩენა. რამდენჯერაც წყალში ჩავიდა, იმდენჯერ დენი არტყამდა, მაგრამ მაინც ამოიყვანა..." - მაცაცო კევლიშვილის ინფორმაციით ორი მოზარდი მებაღემ გადაარჩინა

* "სააკაშვილს შევარდნაძეს ნუ ადარებთ, - აფხაზეთის ომში შევარდნაძე არსად გაქცეულა და რეალური და არა წარმოსახვითი დაბომბვის დროს გადაეფარა პირადი დაცვა!" - ბონდო მძინარაშვილი 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793557306

ახალი ამბები

ნიკოლოზ მეტრეველი: სახელმწიფოს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უფლება აქვს პოლიციელებზე თავდასხმა, მაღაზიების დარბევა და სხვისი ქონების განადგურება მშვიდობიანი პროტესტი ვერ იქნება, მაგრამ ამავე დროს, ძალის გამოყენების აუცილებლობა უნდა შემოწმდეს

 ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი ევროპაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ევროკავშირის იდეალიზება არასწორია, რადგან ევროპაშიც არსებობს სოციალური და პოლიტიკური პრ...

ნიკოლოზ მეტრეველი

1793553417

ახალი ამბები

თელავში კაცმა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს, შემდეგ კი შვილზე იძალადა ფიზიკურად - წარსულში ნასამართლევი პირი ცხელ კვალზე დააკავეს

 შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ მუქარის, ოჯახში არასრულწლოვნის თანდასწრებით ჩადენილი და ასევე, არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ძა...

შსს შსს

1793548518

მსოფლიო

ირანი აშშ-ს აფრთხილებს - „ირანის პასუხი უფრო გამანადგურებელი იქნება, ვიდრე აქამდე იყო“

„ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ ახალი ომის დაწყების შემთხვევაში, მისი მასშტაბები მხოლოდ დასავლეთ აზიით არ შემოიფარგლება“, - ამის შესახებ ირანის არმიის პრესსპიკერმა, არმიის გენერალმა მოჰამედ აკ...

ირანი აშშ-ს აფრთხილებს -

1793546933

ახალი ამბები

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეგიონების სკოლებში განხორციელებული ფინანსური განათლების პროექტები შეაჯამა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაზოგვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა, რომლის ფარგლებშიც რეგიონების სკოლებში ფინანსური განათლების მიმართულებით განხორციელებული პროექტების შედეგები და მრავ...

რეგიონების სკოლებში

1793544071

მსოფლიო

იური უშაკოვი აცხადებს, რომ თუ ზელენსკის პუტინთან მოლაპარაკებები სურს, მოსკოვში ჩასვლა შეუძლია და თუ დარეკვა უნდა, პუტინი აუცილებლად უპასუხებს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის იური უშაკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს არასდროს უთქვამს უარი მოლაპარაკებებზე და იმ შემთხვევაში თუკი უკრაინის პრეზიდენტი მას დაურეკავს, პუტინი აუცილ...

იური უშაკოვი