კორონავირუსით გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეზე კლინიკის უფროს ექთანს 5 000 ლარიანი გირაო შეეფარდა

ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით გარდაცვლილი ფეხბურთელის ვახტანგ ჩარკვიანის საქმეზე კლინიკის უფროს ექთანს, თეა ბეგიაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარიანი გირაო შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა მიიღო.

საქმის პროკურორის განცხადებით, არსებობდა მოწმეებზე ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები, აღნიშნულ საფრთხეებს კი, 7 000-ლარიანი გირაო უზრუნველყოფდა. დაცვის მხარე პროკურორის პოზიციას არ იზიარებდა და აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.

ამასთან, სხდომაზე ბრალდებულმა საკუთარი პოზიცია გამოთქვა. ბეგიაშვილის განცხადებით, მის მიერ განხორციელებული ქმედებებში გადაცდომა არ ყოფილა.

„ჩემს საქციელში არანაირ გადაცდომას არ ჰქონია ადგილი. ხელმოწერა, რომელიც ფიქსირდება პაციენტის დანიშნულების ფურცელში, ჩემი თანამდებობიდან გამომდინარე, იმის დასტურია, რომ დანიშნულებაში მოცემული მედიკამენტები ჩემ მიერ იყო დატოვებული პაციენტთან. დღესაც იმავე მდგომარეობაში ვართ ყველა პაციენტთან. თეა ბეგიაშვილი ტოვებს მედიკამენტს – ამით დავადასტურე, რომ ზუსტად ეს მედიკამენტები გაუკეთდა იმ პაციენტს და ის თეა ბეგიაშვილმა დატოვა“, – აღნიშნა ექთანმა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2021 წლის 11 აგვისტოს პაციენტი, ახალი კორონავირუსის მკურნალობის მიზნით, შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში“ მოთავსდა და მისი სამედიცინო ისტორია გაიხსნა.

პაციენტის მკურნალობის პროცესში, კლინიკის მორიგე ექიმებისა და ექთნების მიერ ყოველდღიურად იწერებოდა სამედიცინო ისტორიის შემადგენელი დოკუმენტი – „პაციენტის დანიშნულების ფურცლები“, რომლებშიც უთითებდნენ ინფორმაციას პაციენტისთვის ჩატარებული სამედიცინო მანიპულაციების შესახებ (პაციენტის ვიტალური მონაცემების, მიწოდებული მედიკამენტებისა და მათი დოზების მითითებით). აღნიშნულ დოკუმენტს ხელმოწერით ადასტურებდნენ ექიმი და მორიგე ექთანი, რომლებმაც უშუალოდ ჩაატარეს სამედიცინო მანიპულაციები.

2021 წლის სექტემბერში, სამედიცინო ისტორიის დახურვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ 2021 წლის 17 აგვისტოდან 2021 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით დათარიღებული „პაციენტის დანიშნულების ფურცლები“ არ იყო ხელმოწერილი შესაბამისი მორიგე ექთნების მიერ. ამავე პერიოდში ბრალდებულმა ხსენებულ დოკუმენტზე მორიგე ექთნების ნაცვლად თავად მოაწერა ხელი, რითაც დოკუმენტში შეიტანა არასწორი ინფორმაცია, თითქოს პაციენტისთვის ჩატარებული სამედიცინო მანიპულაციები მის მიერ იყო შესრულებული. რეალურად მას აღნიშნული სამედიცინო მანიპულაციები არ ჩაუტარებია და არც მათ ჩატარებაში მიუღია მონაწილეობა. გაყალბების შემდეგ აღნიშნული დოკუმენტები ბრალდებულმა სამედიცინო ისტორიაში მოათავსა.

უფროს ექთანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით 23 იანვარს წარედგინა (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება).

ამავე თემაზე:

* "პაციენტი როცა მართვის სუნთქვაზეა, ზედოზირებით ვერ გარდაიცვლება, გარდაცვალების მიზეზია სხვაა" - ნარკოლოგი ზურა მხეიძე კორონავირუსით გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმის ალტერნატიულ ექსპერტიზაზე

* "ვახტანგ ჩარკვიანი ზედოზირებით გარდაიცვალა" - შოკის მომგვრელი დასკვნა 20 წლის ფეხბურთელის საქმეზე   

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790269754

ახალი ამბები

ირაკლი ზარქუა გიორგი ჩუბინიძეზე: გერმანიაში იმალება და იქიდან მავნებლობს ეს ქალაჩუნა რადიკალი, ჩემზე მორიგი სიყალბე და აბსურდული განცხადება გაუვრცელებია!

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა, მის შესახებ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება. როგორც ზარქუა აღნიშნავს, ოპოზიციის აქტივისტმა გიორგი ჩუბინიძემ, მისი სახელით აბსურდული...

ირაკლი ზარქუა

1790268589

ახალი ამბები

თამარ ჩიბურდანიძე: საქართველომ კი არ აქცია ზურგი დასავლეთს, როგორც ამას ოპოზიცია ამტკიცებს, არამედ უარი თქვა ცრუ დემოკრატიაზე, რასაც ქვეყანა აშკარა დაღუპვამდე მიჰყავდა

„როგორც საქართველოშია რადიკალური ოპოზიცია თვითლიკვიდაციის რეჟიმში, ამავე მდგომარეობაში არიან მათი დამკვეთები ევროპაშიც. ამაზე მეტყველებს არჩევნები. ვხედავთ, თუ რა ხდება გერმანიაში, რას ელიან საფრანგეთ...

თამარ ჩიბურდანიძე:

1790265167

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: ჩინეთში ვიზიტისას დავინახეთ, რომ ძალიან გაზრდილია ჩინეთიდან საქართველოში ინვესტიციების განხორციელების ინტერესი, განსაკუთრებით გამოვყოფდი ენერგეტიკის, ისევე როგორც ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორს

„ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობა მივიღეთ გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმში, სადაც სიტყვით გამოსვლისას ამომწურავად ვისაუბრეთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობაზე, ისევე როგორც საქართველ...

 მარიამ ქვრივიშვილი

1790264283

ახალი ამბები

საქართველოში ფრინველის გრიპის დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება

სურსათის ეროვნული სააგენტო, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში, მუდმივ რეჟიმში ახორციელებს დაავადებებზე ზედამხედველობას და ლაბორატორიულ კვლევებს, მათ შორის ფრინველის გრიპზე. ჩატარებული კ...

ფრინველის გრიპი

1790262079

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: შევეცდებით, ორმხრივი ურთიერთობიდან დავარწმუნოთ ბრიუსელის ბიუროკრატია, რომ სამართლიან მოპყრობას და დიალოგს ალტერნატივა არ აქვს

„მნიშვნელოვანი ოფიციალური ვიზიტი გაიმართა, შესაძლებლობა გვქონდა, რომ ერთდროულად მოგვენახულებინა ბელგია და ლუქსემბურგი, ჩვენს კოლეგებს, პარლამენტის თავმჯდომარეებს შევხვედროდით, საშუალება გვქონდა იმ წუხ...

შალვა პაპუაშვილი