"ვახტანგ ჩარკვიანი ზედოზირებით გარდაიცვალა" - შოკის მომგვრელი დასკვნა 20 წლის ფეხბურთელის საქმეზე

კორონავირუსით დაღუპული 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის ახლობლები პროკურატურასთან აქციას მართავენ.

ოჯახმა საქმეზე დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩაატარა, რითაც დადგინდა, რომ 20 წლის ბიჭის გარდაცვალება ზედოზირებამ გამოიწვია.

პაციენტის ისტორიიდან ირკვევა, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებულ ახალგაზრდა ფეხბურთელს 5 დღის განმავლობაში 193 ამპულა ძლიერი ნარკოტიკული საშუალება ფენტალინი და 67 ამპულა კიდევ ერთი ძლიერ მოქმედი მედიკამენტი - მიდაზოლამი გაუკეთეს. 

გაიოზ ჩარკვიანი ითხოვს, რომ ყველა უნდა მიეცეს პასუხისგებაში, ვისაც მისი შვილის მკვლელობაში რაიმე სახის დანაშაული აქვს.

“ექსპერტმა პირდაპირ, ცალსახად თქვა, ის რომ აღნიშნული პრეპარატები აღნიშნული დოზებით მიმაჩნია სასიკვდილოდ. კერძოდ, გამოიწვევს სასუნთქი გზების დათრგუნვას, კომას და ბიოლოგიურ სიკვდილს. თვითონ თეა ბეგიაშვილს თუ უნდა, რომ ითანამშრომლოს გამოძიებასთან, უნდა დაასახელოს... ყველა უნდა მიეცეს პასუხისგებაში, ვინც ჩემი შვილის მკვლელობაში მიიღო მონაწილეობა. არ გამოვრიცხავ ათი ადამიანიც იყოს, არ გამოვრიცხავ ოციც, მაგრამ პირველი სართულიდან მოყოლებული, ვინც ჩემი შვილი მიაგდო უპატრონოდ, არ აძლევდნენ არც საკვებს, არც წყალს, არც ერთი ექიმი არ შედიოდა გარკვეული საათების განმავლობაში... თვითონ ექიმების მიერ დაფიქსირებულია, თუ რა საათებში შედიოდნენ აღნიშნული ექიმები.  შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ არის 14 საათი, როდესაც არ შედიოდნენ პაციენტთან,“ - ამბობს გაიოზ ჩარკვიანი.

პროკურატურამ რესპუბლიკური საავადმყოფოს უფროს ექთანს ბრალი წაუყენა. თეა ბეგიაშვილს საგამოძიებო უწყება ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებას და გამოყენებას ედავება.

ექთნის მიმართ წარდგენილი ბრალი ჯარიმას ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს აღიარებს, თუმცა ამბობს, რომ მან შეცდომა დოკუმენტების გაყალბების ნაწილში უნებლიედ ფორსმაჟორული სიტუაციიდან გამომდინარე დაუშვა.

"მას არანაირი შეხება არ ჰქონია ნარკოტიკებთან. თეა ბეგიაშვილი ამბობს ერთადერთ რამეს, რომ მოგეხსენებათ, ეს აგვისტოს თვე იყო, პიკი იყო, როდესაც სამედიცინო სისტემა იყო ზე ფორსმაჟორულ სიტუაციაში. აქედან გამომდინარე, 10 ექიმის, 10 ექთნის მოვალეობას ასრულებდა რამდენიმე და ერთ-ერთი იყო თეა ბეგიაშვილი, რომელიც განიცდის, რომ ექიმები და ექთნები რადგანაც არ იყვნენ, მან სამედიცინო ისტორიაზე მოაწერა ხელი. მას შეიძლება ითქვას, არ ევალებოდა ამ ხელის მოწერა,“ - ამბობს თეა ბეგიაშვილის ადვოკატი, გიორგი გელენიძე.

ასევე საინტერესოა:

🔵 თბილისში უმძიმეს ავარიას 17 წლის გოგო ემსხვერპლა - მისი სამი მეგობარი კი საავადმყოფოშია

🔵 საგარეჯოში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის დროს დაღუპულ 4 პირს დღეს დაკრძალავენ

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790358095

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, ბელარუსის მხარის ინიციატივით გაიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო...

მაკა ბოჭორიშვილი

1790356939

მსოფლიო

რომის პაპი: ხელისუფლებაში მყოფი პირები კანონებს სათავისოდ იყენებენ, როცა მათ ინტერესებს ემსახურება და უგულებელყოფენ, როცა მათ ზღუდავს, გაერო ეფექტურობის კრიზისს განიცდის

„არსებობს საფრთხე, რომ გაერო „ფარსად“ გადაიქცეს“, – ამის შესახებ კათოლიკური სამყაროს ლიდერმა, რომის პაპმა ლეო XIV-მ, საფრანგეთში ვიზიტის დროს განაცხადა. მისივე თქმით, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია...

რომის პაპჯ

1790354520

ახალი ამბები

გიორგი გამსახურდია ოპოზიციაზე: ასეთი უსამშობლო და ქვეყნის მოღალატე გარეწრები არიან, თავიანთი მედია-რესურსებიანად, რომ არ აგვეკრძალა ფრენები, რატომ არ აკრძალეთო, ახლა კიდევ, ირანელი რადიკალურად განწყობილი პოლიტიკოსების მუქარებს ავრცელებენ სპეციალურად

გიორგი გამსახურდია, „ნეტგაზეთის“ მიერ ირანის უზენაესი ლიდერის მოჯთაბა ხამეიენის მრჩევლის მუქარის გავრცელებას, სოციალურ ქსელში აფასებს და წერს, რომ ოპოზიცია საკუთარი მედია-რესურსით უსამშობლო და ქვეყნის...

გიორგი გამსახურდია

1790351554

ახალი ამბები

ბათუმში კორპუსიდან კაცი ჩამოვარდა და ადგილზე დაიღუპა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა.  გავრცელებული ცნობით, შემთხვევა სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე მოხდა. ინფორმაციას „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს. შემთხვევის სხვა დეტალები ამ ეტა...

ყვითელი ლენტი

1790349792

ახალი ამბები

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბრალდებული შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილე სასამართლომ დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბრალდებული დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტ...

პროკურატურა