კორონავირუსით უკვე მესამე მეუფე - დიმიტრი კაპანაძე დაიღუპა. ცხადია, აუცრელი იყო - ბასილ კობახიძე

თეოლოგი ბასილ კობახიძე, ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსის, მეუფე დიმიტრის კორონავირუსით გარდაცვალებას ეხმაურება. კობახიძის თქმით, გარდაცვლილი მეუფე, აუცრელი იყო.

 "საოცარია ქართველი მართლმადიდებლების სექტანტური დაუნდობლობა და შეშლილობა. კორონავირუსით უკვე მესამე მეუფე - დიმიტრი კაპანაძე დაიღუპა. ცხადია, აუცრელი იყო. საპატრიარქო კი ოფიციალურ ნეკროლოგში, ისევე, როგორც წინა ორზე, ფაქტობრივად ამას წერს: მეუფე დიმიტრი მაინც ავადმყოფი იყო, კვდებოდა და უბრალოდ კორონამ უფრო დააჩქარა მაგის სიკვდილიო. ასეთ უტიფარ ნაძირლობას ეკლესია აცხადებს იმიტომ, რომ გაამართლოს ილია მეორის შეშლილი იდეა - საქართველოს კორონა ვერ მიეკარებაო.

ეკლესიის ოფიციალურ საიტებზე დღემდე დევს ის დამპალი დოკუმენტური ფილმი "საკვირველი სინამდვილე", რომელიც საპატრიარქომ გადაიღო და სადაც ჩათლახი სასულიერო პირები ამისთანებს ბოდავენ. საოცარია სამღვდელოების და მრევლის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების რეაქცია: "უფალმა ნათელ წალკოტში დაამკვიდროს მეუფე დიმიტრი". წადით თქვენი წალკოტიანად ერთი რა! რაღაცა სატანური შეთანხმება აქვთ დადებული - თვითეულმა ხომ კარგად იცის, რომ მეუფე დიმიტრი აუცრელობისაგან გარდაიცვალა, მაგრამ ერთიც არ იღებს ხმას, ისევ ფარისევლურად რაღაცა ნათლებზე და წალკოტებზე გაბღავიან. შეეძლო და შეუძლია ნაძირალა იერარქიას, რომ თავისი უზარმაზარი გავლენა ერთხელ მაინც გამოიყენოს სასიკეთოდ, ყველაფერზე რომ იმუქრებიან, აცრაზე შეეძლოთ დამუქრება, ვინც არ აიცრება, არ ვაზიარებთ, ეკლესიაში არ შევუშვებთ, ბოლოს და ბოლოს, ვინც აუცრელი კორონასგან გარდაიცვლება, თვითმკვლელად ჩავთვლით და წესს არ ავუგებთო, მაგრამ არა, ეს დამპალი მეუფემამაოები, ამ დამპალი ცხოვრებისაგან უკიდურესად გამოუვალ მდგომარეობაში ჩაგდებული საცოდავი ადამიანის მიერ თავისი თანამოძმეების ცხოვრების ოდნავ გაუმჯობესებისათვის საკუთარი სიცოცხლის გაწირვას თვითმკვლელობად თვლიან და ასეთს არ უგებენ წესს,-წერს, ბასილ კობახიძე.

ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი, მეუფე დიმიტრი კორონავირუსით გარდაიცვალა. "ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა კორონავირუსით გამოწვეულმა ინფექციამ". - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში, რომელიც დღეს გავრცელდა. 

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵კვიპროსში ქართველი ემიგრანტები სასტიკად სცემეს

🔵ძველმა დაქალებმა ლოტოში მოგებული ფული ვერ გაიყვეს და იჩხუბეს

🔵ბუსტერი ამცირებს „ომიკრონის“ სიმპტომურ ინფექციებს, ბუსტერის გამო ისინი თითქმის განახევრებულია - ზაზა წერეთელი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714323972

საზოგადოება

„მეხუთე კოლონა დგას და სარწმუნოების უარყოფის ხარჯზე უნდა რაღაც მიზნების მიღწევა და უკვე იქამდე მივიდნენ, რომ სარწმუნოება ამოიღეს ჩვენი სავალი გზიდან“ - მიტროპოლიტი სტეფანე

„დღევანდელ დღეს რომ ვუყურებთ გარშემო რა ხდება, ყველა თითს გვიქნევს, თითქოსდა ყველა აღდგა ჩვენი თვითმყოფადობის წინააღმდეგ, აქ კიდევ მეხუთე კოლონა დგას და სარწმუნოების უარყოფის ხარჯზე უნდა რაღაც მიზნები...

მიტროპოლიტი

1714322133

სოციალური მედია

„მადლობა ყველგან რომ გვწვდები“ - ნანუკა გოგიჩაიშვილის ემოციური პოსტი გარდაცვლილ მამას

მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი, სოციალურ ქსელში ხშირად იხსენებს მამას, ყველასათვის საყვარელ გიორგი გოგიჩაიშვილს. ამჯერად იგი „ინსტაგრამზე“ ფოტოს აქვეყნებს და ემოციური პოსტით მოკლე ისტორიას გვიყვება.

მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი

1714321950

საზოგადოება

„ვდგავართ არჩევანის წინაშე, „მამული, ენა სარწმუნოება“ თუ „მამული, ენა, ერთობა ეშმაკთან“ - მიტროპოლიტი სტეფანე

„ის ერი, რომელიც გამოცოცხლდა 9 აპრილს და რომელმაც დაიწყო თავისი ცხოვრება არა იმპერიების წიაღში დაძინებული, არამედ გამოცოცხლებული ქვეყნის სახით, რომელიც ცხოვრობს მსოფლიო ერებს შორის, დღეს კიდევ ერთხელ...

ააა

1714321786

ახალი ამბები

„ხელისუფლების მნიშვნელოვანი ძალისხმევის შედეგად, საქართველო, ისე როგორც არასდროს, დაუახლოვდა ევროპას“ - სოსო ფხაკაძე

„ბუნებრივია, ბიზნესსა თუ სხვა ტიპის საქმიანობაში გამჭვირვალობასა და ღიაობას უაღრესად მნიშვნელოვანი როლი ენიჭება. თუმცაღა, აქვე ნუ დაგვავიწყდება, რომ სამოქალაქო დაპირისპირებამ, რასაც ხშირად ჰქონდა ადგი...

ზოგადი

1714320940

სოციალური მედია

„ყოველთვის, სანამ საქართველოს დავტოვებ“ - ნუცა ბუზალაძე ტაძარში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

მომღერალი ნუცა ბუზალაძე, რომელიც „ევროვიზიაზე“ იღებს მონაწილეობას, ხშირად მოგზაურობს სხვადასხვა ქვეყანაში და პერიოდულად საქართველოსაც სტუმრობს. ნუცა საკმაოდ აქტიურია „ინსტაგრამზე“ და მის ყოველდღიურ ამ...

ნუცა