„კულტურის მინისტრი და დროში მოგზაურობა“ - ემიგრანტი ჟურნალისტის მოსაზრება

ლალი იმედაიშვილი, იტალიაში მყოფი ემიგრანტი ჟურნალისტი, კულტურის სამინისტროს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. exclusivetv.ge-ს მკითხველს, იმედაიშვილის წერილს უცვლელად ვთავაზობთ.

„ქართული კულტურის ირგვლივ დიდი ვნებათაღელვაა მას შემდეგ, რაც კულტურის მინისტრად თეა წულუკიანი დაინიშნა. იმის გამო, რომ ქვეყანაში არ ვიმყოფები, ღრმად არ ვიცნობ პროცესებს, თუმცა ინტერნეტის ეპოქაში სულაც არ არის ძნელი წაიკითხო, გააანალიზო, შეაფასო მდგომარეობა და მეტ-ნაკლებად ობიექტური წარმოდგენები შეიქმნა.

კულტურის მინისტრი, დანიშვნის დღიდან, ბევრჯერ აღმოჩნდა არასახარბიელო მდგომარეობაში. რაც ხელისგულზე დევს და მას, როგორც მაღალჩინოსანს ნათლად ახასიათებს, არის ორი ფაქტორი:

1.მინისტრს დაუძლეველი სიძულვილი დაუგროვდა წინა ხელისუფლების მიმართ.

2. ის, როგორც სახელმწიფო მოხელე, ყველა ხერხით და საშუალებით ცდილობს ბიძინა ივანიშვილის, როგორც ქართული თანამედროვეობის ყველაზე მონუმენტური ფიგურის ფენომენის დამკვიდრებას ქართულ რეალობაში. მაგალითად მისი "ფრთიანი" ფრაზებიც გამოდგება, "თქვი აბა, ბიძინას გაუმარჯოს" მიკროფონის ჩამორთმევისას რომ უთხრა ერთ რეგიონალურ რეპორტიორს. ისევე როგორც ზოგადად სახელმწიფოს, ქართულ კულტურასაც უამრავი პრობლემა და გამოწვევა დაუგროვდა.

საზოგადოება აქაც ორადაა გახლეჩილი, ყოფილი და მოქმედი ხელისუფლების მხარდამჭერები ურთიერთბრალდებებით არ იღლებიან, ამასობაში კი კულტურული მემკვიდრეობის უძველესი ძეგლები, ეკლესიები და მიტოვებული მონასტრები უპატრონობით ნადგურდება მთელი საქართველოს ტერიტორიაზე, იშლება ლიტერატურული კონკურსები, უქმდება ძველი და ხელახლა არსდება ახალი პრემიები, ახლა უკვე სახელმწიფოსადმი ლოიალურად განწყობილი ავტორების დასაჯილდოებლად.

მეორე დღეა ახალი სკანდალი მომწიფდა. ლიტერატურის მუზეუმმა, რომლის დირექტორიც ლაშა ბაქრაძეა, დეკემბერში გამოსცა ელენე ბაქრაძის ლექსების კრებული. შეგახსენებთ, ელენე ბაქრაძე მკვლევართა ერთი ნაწილის მიერ, მოიაზრება პაოლო იაშვილის " დარიანული ციკლის" ლექსების ავტორად. წიგნში შეცდომით შეიტანეს ანა კალანდაძის ორი ლექსი. მომხდარის გამო, ლაშა ბაქრაძემ თავის ფეისბუკის კედელზე ბოდიშის შემცველი სტატუსი გამოაქვეყნა და შეცდომის გამოსწორების შესაძლებლობა მოითხოვა.

დღეს კულტურის სამინისტრომ საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა ტექსტი, რომლის წაკითხვის შემდეგ დროში ვიმოგზაურე და დაახლოებით 35 წლის წინანდელ "მეს" შევხვდი, მაგრამ სანამ ამაზე გიამბობთ, ჯერ ამონარიდებს გაგაცნობთ სამინისტროს განცხადებიდან.

"2021 წლის 31 დეკემბრიდან, სამინისტროს მომართა არაერთმა სამართლიანად აღშფოთებულმა მოქალაქემ, მათ შორის, ღია წერილითაც. ფაქტი საზოგადოებისათვის უკვე ცნობილია: გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმმა გამოსცა ელენე ბაქრაძის (დარიანი) წიგნი, სადაც ხსენებული ავტორის კუთვნილებად გამოცხადებულია ანა კალანდაძის ორი ლექსი. წიგნის შემადგენელია ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე, რედაქტორი - დირექტორის მოადგილე თეა თვალავაძე. რედაქტორი გულწრფელად განიცდის აღნიშნულ შეცდომას, რასაც მისი ავად გახდომაც კი მოჰყვა. სამინისტრო პატივს მიაგებს თეა თვალავაძის მუზეუმში მრავალწლიან კეთილსინდისიერ საქმიანობას და მას მომავალშიც მხნეობას უსურვებს. რაც შეეხება წიგნის შემდგენელსა და, იმავდროულად, მუზეუმის ხელმძღვანელს, ის კოვიდით არის ავად. უახლოეს პერიოდში, სამინისტრო მასთანაც გეგმავს საკითხის სერიოზულად განხილვას. აუცილებელია, გაირკვეს, რამ განაპირობა ესოდენ მასშტაბური რეზონანსის გამომწვევი შეცდომა ისეთ სოლიდურ დაწესებულებაში, როგორიც ლიტერატურის მუზეუმია. სამინისტროსთვის, ასევე, პრინციპული მნიშვნელობა აქვს იმის პრევენციას, რომ სისტემის შიგნით მსგავსი სამწუხარო ფაქტების ალბათობა მაქსიმალურად გამოირიცხოს. კულტურის სამინისტრო მადლობას უხდის ყველა იმ პირს, ვინც წიგნში არსებული შეცდომის შესახებ მას დროულად შეატყობინა."

ახალ სკოლა დამთავრებული ლანჩხუთის რაიონულ გამოცემა "კომუნისტურ შრომაში" ვმუშაობდი. რედაქციაში, დერეფნის ბოლოს იყო ერთი ოთახი, რომლის კარი ყოველთვის დაკეტილი იყო რკინის გისოსებით და ბოქლომით. ერთხელ, როდესაც თანამშრომლების უმეტესობა შესვენებაზე იყო გასული, აღმოვაჩინე რომ საიდუმლო ოთახის კარი ღია დარჩენიათ და შევედი. არქივში აღმოვჩნდი. ყველა კედელი თაროებით იყო დაფარული, თაროებზე კი გაზეთის ძველი გამოცემები ეწყო 1932 წლიდან.

ძალაუნებურად დავიწყე გაყვითლებული, მტვრიანი ფურცლების თვალიერება. თითქმის ყველა ნომერში იყო ტუშით გადაშლილი ფოტოები. ფოტოები ან მთლიანად იყო დაფარული ტუშის სქელი ფენით, ან მხოლოდ ისინი იყვნენ ამოშლილი, ვისაც საბჭოთა სახელმწიფო მტრად აცხადებდა. ერთი სული მქონდა გამეღწია დასმენის, მკვლელობების, ცილისწამების, განადგურების ქრონიკებად ქცეული სივრციდან და ვერ ვახერხებდი. მონუსხულივით ვფურცლავდი ძველ გაზეთებს და ვკითხულობდი შემზარავ განცხადებებს, წინადადებებს.საშინელი, დამთრგუნველი და გამანადგურებელი განცდა გამიჩნდა 17 წლის გამოუცდელ, ჟურნალისტიკაში ფეხის შედგმის სურვილის მქონე, ჯერ კიდევ ბავშვს. აი ეს ამბავი და დღე გამახსენა დღეს კულტურის სამინისტროს სრულიად ბოლშევიკური პათოსით შექმნილმა განცხადებამ.

ზუსტად ასე, "ხალხის სახელით" ესაუბრებოდა საბჭოთა ბოლშევიკური მთავრობა თავის მოქალაქეებს, ეძებდა და აღმოაჩენდა " მტრებს", "ასწორებდა" შეცდომებს და სჯიდა "დამნაშავეებს" . როგორ დაამთავრეს, კი გემახსოვრებათ.

P.S. სტატიაში გამოთქმულია მხოლოდ ჩემი, როგორც რიგითი ქართველის, სუბიექტური მოსაზრებები, რომლებიც ობიექტურმა რეალობამ წარმოშვა“, - წერს ლალი იმედაიშვილი თავის მოსაზრებაში.

ასევე საინტერესოა:

🔵 „ჩემი თხოვნაა, ამ მინისტრის დანიშვნაც უბედურ შემთხვევად განიხილოთ“ - გია ხუხაშვილი ჯანდაცვის ახალ მინისტრზე

🔵 ჯანდაცვის მინისტრი: პირველადი ინფორმაციით, სანატორიუმ "ქართლში" მომხდარი არის უბედური შემთხვევა

🔵 მიხეილ სააკაშვილი ხელოვნების მუზეუმიდან დათხოვნილ თანამშრომლებს სოლიდარობას უცხადებს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1785681577

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

 სოციალურ ქსელში, ერთ-ერთი გვერდის მეშვეობით ვრცელდება სხვადასხვა პირის, მათ შორის არასრულწლოვანების მიმართ შეურაცხმყოფელი ტექსტები, ასევე, ფოტოშოპისა და მონტაჟის გამოყენებით რედაქტირებული ფოტო-ვიდეომ...

შსსშსსშსს

1785678607

ახალი ამბები

პარლამენტის წევრები ბეშუმში „შუამთობის“ სახალხო დღესასწაულს დაესწრნენ

 აჭარის მაღალმთიან კურორტ ბეშუმში სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ აღინიშნა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და „შუამთობა“ მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმ...

პარლამენტის წევრები ბეშუმში „შუამთობის“ სახალხო დღესასწაულს დაესწრნენ

1785677457

მსოფლიო

ინდონეზიის კუნძულ მადურასთან ბორანს ცეცხლი გაუჩნდა - სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა, 41 კი დაკარგულად მიიჩნევა

ინდონეზიის კუნძულ მადურასთან ბორანს ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა და 41 დაკარგულად მიიჩნევა. ინფორმაციას Reuters-ი ინდონეზიის სამძებრო-სამაშველო სამსახურზე დაყრდნობით ა...

ინდონეზიის კუნძულ მადურასთა

1785675482

მსოფლიო

Journal du Dimanche: ზელენსკის ყოფილი პრესმდივანი აცხადებს, რომ პრეზიდენტი უკრაინის მთავარ პრობლემად იქცა

ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის მთავარ პრობლემად და მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების უდიდეს ბენეფიციარად იქცა, - განაცხადა მისმა ყოფილმა პრესმდივანმა იულია მენდელმა ფრანგულ გამოცემა le Journal du Dimanche...

იულია მენდელმა

1785674690

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს ეროვნული სკრინინგცენტრის ხელმძღვანელის, მეცნიერის, პროფესორ რემა ღვამიჩავას გარდაცვალების გამო, ქართული სამედიცინო საზოგადოებისათვის მისი გარდაცვალება მძიმე დანაკლისია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოს ეროვნული სკრინინგცენტრის ხელმძღვანელის, მეცნიერის, პროფესორ რემა ღვამიჩავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. „მწუხარებას გამოვთქვამ სა...

ირაკლი კობახიძე