ლევან ხაბეიშვილმა 12 პუნქტიანი გეგმა წარადგინა - რას გააკეთებს ენმ-ს თავმჯდომარეობის კანდიდატი გამარჯვების შემთხვევაში?

ენმ-ს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა, საზოგადოებას  12 პუნქტიანი გეგმა წარუდგინა, რომელსაც გამარჯვების შემთხვევაში განახორციელებს.

ამის შესახებ მან, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

"მინდა, საზოგადოებას წარვუდგინო 12 პუნქტიანი გეგმა „ნაციონალური მოძრაობის“ გაძლიერების და ჩვენ ამ ყველაფერს დავიწყებთ, ცხადია, გამარჯვებისთანავე და ეს იქნება უკვე 30 რიცხვიდან. ანუ „ნაციონალური უძრაობიდან“ „ნაციონალურ მოძრაობამდე“.

პირველი ნაბიჯი – მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბი შეიქმნება „ნაციონალურ მოძრაობაში“ და ასევე პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების კომიტეტი. კონსულტაციებს შედეგად ამ მიმართულებას უხელმძღვანელებს ადამიანი, რომელიც ჩაერთვება ამ პროცესში აქტიურად და გამოიყენებს, როგორც საშინაო, ასევე საგარეო მიმართულებით ენმ-ს ყველა რესურსს.

მეორე, იქნება პარტიის ცენტრალური სამდივნოს რესტრუქტურიზაცია და გენერალური მდივანთან ჩამოყალიბდება სრულფასოვანი სტრუქტურა და მაქვს პატივი, ამ თანამდებობაზე კვლავ შემოგთავაზოთ ენმ-ს დამფუძნებელი, პეტრე ცისკარიშვილი.

მესამე, მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც უკავშირდება თბილისის საქალაქო ორგანიზაციის გაძლიერებას. რაიონული ორგანიზაციები იქნება არჩევითი და მას აირჩევს საქალაქო ორგანზიაციის კონფერენციები და ეს მოხდება 100 დღეში. ჩვენ დავდებთ დედაქალაქის განვითარების ახლებურ გეგმას და არა ისეთს, რომელსაც გვთავაზობს კორუმპირებული კალაძე.

მეოთხე პუნქტი იქნება ახალგაზრდული ორგანიზაცია „ნაციონალურ მოძრაობაში“, რომელიც, ფაქტობრივად, ამ დროისათვის არის ქმედუუნარო, ამიტომ ავტონომიურ რეჟიმში მყოფი ახალგაზრდული ორგანიზაცია უნდა გახდეს ცვლილებების და სიახლეების ეპიცენტრი.

მეხუთე პუნქტი უკავშირდება რეგიონალური ინფრასტრუქტურის გამართვას.

მეექვსე – ვაპირებთ, ჩვენი საკრებულოს წევრების ბაზაზე ჩამოვაყალიბოთ ადგილობრივი თითმმართელობის კონგრესი და ეს ორგანიზაცია გახდეს მუდმივი. ეს კონგრესი იქნება ყველასთვის ღია.

მეშვიდე – ეხება პოლიტიკურ საბჭოს, რომელიც უნდა იყოს მოქნილი, მოქმედი და ღებულობდეს ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას.

მერვე – „ნაციონალურ მოძრაობაში“ უნდა გაძლიერდეს ქალთა ორგანიზაცია და ისინი აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულები გადაწყვეტილებების მიღებაში.

მეცხრე  – ემიგრანეტბთან დაკავშირებით გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრამა და პროექტი, რომელსაც განვახორციელებთ გამარჯვებისთანავე და პირველ 100 დღეში ჩვენ უზრუნველყოფთ ემიგრანტების, ენმ-ს მხარდამჭერების აღრიცხვას და ამ ადამიანებს, ენმ-ს პოლიტსაბჭოშიც უნდა ჰყავდეს წარმომადგენელი და ასევე, ენმ-ს საპარლამენტო სიის შედგენის დროს, მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა წარმოდგენილი იყვნენ ენმ-ს საპარლამენტო სიაში.

მეათე – ჩამოყალიბდება ენმ-სთან სათათბირო, რომელიც იქნება ზეპარტიული. ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, პროფესიონალები, რომელ გუნდთან ერთადაც ვიმუშავებთ, რომ კონკრეტული პრობლემების გადაჭრის გზები შევთავაზოთ საზოგადოებას.

მეთერთმეტე – გამჭვირვალე ბიუჯეტი და პროექტული დაფინანსება.

და ბოლოს – ენმ-ს ყრილობა, სადაც საჯარო პირობებში დაამტკიცებს ყველა საჭირო ცვლილებებს, რომელიც ჩვენს პარტიას ახალ სუნთქვას გაუხსნის", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ლევან ხაბეიშვილმა ასევე, აღნიშნა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში ენმ-ში არავინ არცერთ თანამდებობას არ დატოვებს.

ასევე დაგაინტერესებთ:

* "ნაციონალურ მოძრაობას" ვუსურვებ, რომ დაიშალოს რაც შეიძლება ბევრ ნაწილად" - ალეკო ელისაშვილი

* ქართულ-პოლონურმა საწარმომ დრონების საცდელი ფრენა მოაწყო (ფოტოკოლაჟი)   

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714916704

ახალი ამბები

მაშველებმა მდინარე ნაკრაში გაუჩინარებული მოზარდის ცხედარი იპოვეს, გრძელდება კიდევ ორი დაკარგული ახალგაზრდის სამძებრო სამუშაოები

სამდღიანი უწყვეტი ძებნა-შველის ღონისძიებების შედეგად, მაშველებმა მდინარე ნაკრაში გაუჩინარებული ერთი მოზარდის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, 16 წლის მოზარდის ცხედარი მდინარე ენგურის მიმდებარედ ა...

ააა

1714906860

ახალი ამბები

6 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა - ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 6 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ელჭექის დროს ქარის ხანმოკლე გაძლიერება. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალ...

ამინდი

1714904260

ახალი ამბები

როდის უნდა გავიდეთ საფლავზე - როგორია ეკლესიის პოზიცია

აღ­დგო­მის მე­ო­რე დღე, ორ­შა­ბა­თი, საფ­ლავ­თა კურ­თხე­ვის დღეა. ბრწყინვალე შვიდეულის პირველ დღეს შეღებილი კვერცხით, პასკებითა და სხვა სანოვაგით დატვირთული ადამიანები ოჯახის წევრების და ახლობლების სა...

 სასაფლაო

1714901543

სოციალური მედია

„წუხელ გავედი სასაფლაოზე და მამაჩემი აღარ დამხვდა...“ - რას წერს გიორგი კეკელიძე?

ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. „წუხელ გავედი სასაფლაოზედა მამაჩემი აღარ დამხვდა.სიგარეტი მივუტანე და აღარსად იყო მამაჩემი.ღია საფლავთან ანგელოზთა...

აა

1714895045

სოციალური მედია

ხვიჩა კვარაცხელია საზოგადოებას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს

საქართველო ნაკრებისა და „ნაპოლის“ ფეხბურთელი, ყველასათვის საამაყო, ხვიჩა კვარაცხელია სოციალურ ქსელში საზოგადოებას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს. იგი ასევე აქვეყნებს ფოტოს სადაც სამოსზე აქვს...

ააა