"მაკლერმა, ნაქირავები ბინა 11 000 დოლარად მომაგირავა - ისარგებლა ჩემი გამოუცდელობით" - Exclusive tv-ს მოქალაქე დაუკავშირდა, რომელიც ამბობს, რომ თაღლითობის მსხვერპლია

ხშირად ადამიანები მევახშეების და თაღლითური სქემის მსხვერპლნი ხდებიან. სწორედ ერთ-ერთი ასეთია იაგო, რომელიც მოტყუებული დარჩა და ახლა სამართალს სამართალდამცველების დახმარებით ეძებს.

მედიამაუწყებელ Exclusive tv-ს რედაქციას იაგო ოდიშვილი დაუკავშირდა, რომელმაც საკმაოდ მძიმე ისტორიის საჯაროდ მოყოლა გადაწყვიტა.

როგორც ის ჩვენთან საუბარში ამბობს, თაღლითური სქემის მსხვერპლია და მას და მის მოხუც დედას ამ ზამთარში ქუჩაში დარჩენა ემუქრებათ.

როგორც იაგო ოდიშვილის მონაყოლიდან ვიგებთ, იგი სავარაუდოდ, ჯგუფური დანაშაულის მსხვერპლი გახდა, რადგან მაკლერმა ვინმე ს.ბ-მ, სხვის საკუთრებაში არსებული ბინა ჯერ დაიქირავა, შემდგომ კი ორი წლის ვადით იაგო ოდიშვილს 11 000 დოლარად მიაგირავა.

როგორც დაზარალებული ამბობს, მაკლერმა ს.ბ-მ  მისი გამოუცდელობით ისარგებლა. ახლა საქმეს პოლიცია იკვლევს და თუ  სამართალდამცველები დაადგენენ, რომ იაგო თაღლითური სქემის მსხვერპლია, დღის წესრიგში დგება 11 000 ამერიკული დოლარის უკან დაბრუნების საკითხი.

იაგო ოდიშვილი:

"აგვისტოს თვეში, ვეძებდი თბილისში ბინას გირაოთი. ვარ ყაზბეგიდან, მშრომელი პატიოსანი ადამიანი, რომ გითხრათ, ვერკვევი ქალაქის ცხოვრებასა თუ წესებში - თქო მოგატყუებთ, ამიტომ მიამიტურად მივენდე ადამიანს, რომელმაც სოციალური ქსელის საშუალებით მიპოვა და ბინის მოძებნაში დახმარება შემომთავაზა. აღნიშნულმა მაკლერმა, ახალგაზრდა გოგომ ვინმე ს.ბ-მ იმდენად დამარწმუნა, რომ ვენდე ბოლომდე. მითხრა, რომ მისი მეგობარი აგირავებდა ბინას 11 ათას დოლარში.

მიმიყვანეს, მაჩვენეს ბინა გლდანში, ბოჭორიშვილის ქუჩაზე, რა თქმა უნდა მომეწონა. შემდეგ კი მითხრა მაკლერმა, რომ ბინის მეპატრონე არის ვინმე ე.მ. და უნდა წავსულიყავით ხელშეკრულების გასაფორმებლად.

რადგან იპოთეკის ხელშეკრულებაზე უარი უთხრეს მას და შემომთავაზეს, რომ მოდით გავაფორმოთ სესხის ხელშეკრულებაო.

ისევ ჩემივე გამოუცდელობით, რადგან ნოტარიუსთან მივდიოდით მეგონა ყველაფერი რიგზე იყო, გააფორმეს სესხის ხელშეკრულება, სადაც მე იაგო ოდიშვილი ე.მ-ს ვაძლევ 11 ათას დოლარს, სანაცვლოდ 2 წლის ვადით ბინაში ცხოვრების უფლებით.

ჩვეულებრივად შედგა სანოტარო აქტი, სესხის ხელშეკრულებით. გამოვდივართ სანოტარო ბიუროდან და იღებს მაკლერი ს.ბ.  ამ სანოტარო აქტს და ატრიალებს, სადაც უკანა მხარეს აქვს ცარიელი ფურცელი აქვს ბეჭედი, იქ ხელით წერს რაღაც ნაჯღაბნს და მაძლევს. თან მეუბნება, რომ ნებისმიერ საკითხზე ე.მ-ს კი არ დაუკავშირდე, არამედ დამიკავშირდი მეო, მე გადავიხდიო კომუნალურებს, ყველაფერსო და წავიდა.

დავიწყეთ ცხოვრება ამ ბინაში, გადის სამი თვე და ბინის ნამდვილი მეპატრონე მ.ბ. გამოჩნდა, რომელმაც ბინის სასწრაფოდ დაცლა მომთხოვა.

როგორ დავცალო ბინა, როცა მე დაგირავებული მაქვს-მეთქი?

აქ კი გაირკვა ყველაფერი.
 
სინამდვილეში რა მოხდა, ეს ბინა არც ე.მ-ს და არც ს.ბ-ს ეკუთვნის. მაკლერმა ს.ბ-მ ვებგვერდის საშუალებით იპოვა ბინის ნამდვილი მეპატრონე, მ.ბ. რომელიც აქირავებდა აღნიშნულ ბინას. რომელიც  იქირავა მაკლერმა ს.ბ-მ ერთი წლის ვადით, წინასწარ გადაუხადა სამი თვის და შემდეგ კი ეს ბინა მომაგირავა მე ორი წლის ვადით.

ისე რომ აზრადაც არ მომსვლია გადამემოწმებინა, იყო თუ არა ეს ორი პიროვნებიდან, რომელიმე მესაკუთრე ნამდვილად.

ის მეპატრონეც და მეც ორივე ვართ დაზარალებული.
 
პოლიციაში შეტანილი გვაქვს საჩივარი თაღლითობაზე და მიღებული აქვთ მათ ეს საქმე.

ბინის ვითომ მეპატრონე ე.მ. დამალულია საერთოდ, ს.ბ. კი სისულელეებს გვწერს, ხან გვწერს რომ ფული დაგვიბრუნდება, ხან გვემუქრება, რომ არაფერს გადაგვიხდის და გარეთ აღმოვჩნდებით.

ჩვენი ოჯახის ადვოკატს კი თავს აცოდებს ნუ მწერ, თავს მოვიკლავ და ასე შემდეგო... გაქნილმა აფერისტებმა რომ იციან აი ეგრე. რაც მთავარია, ეს ს.ბ. მაკლერიც არის, შუამავალიც და ფული მაგან აიღო.

ვითხოვთ ჩვენი კუთვნილი თანხის დაბრუნებას. მყავს მოხუცი დედა, მე თავადაც ვარ სამჯერ გულზე ნაოპერაციები და ამდენი ნერვიულობით შეიძლება საერთოდ ვერც გადავიტანო ეს ამბავი ", - გვითხრა იაგო ოდიშვილმა.

ჩვენ შევეცადეთ მოგვეპოვებინა მაკლერის ს.ბ-ს პოზიცია, თუმცა მან არც მობილურ ზარებზე და არც მოკლე ტექსტურ შეტყობინებებზე გვიპასუხა. 

სტატიას ვურთავთ იმ ხელშეკრულების და მიმოწერის ფოტოს, რომელიც იაგო ოდიშვილმა მოგვაწოდა.

 

"ექსკლუზივ ტვ"-ს რედაქციის გადაწყვეტილებით, ეთიკური ნორმებიდან გამომდინარე გამოძიების დასრულებამდე არ ვასაჯაროებთ მაკლერის ვინაობას.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1716042100

საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო. მისი თქმით, ვეტო პარლამენტს დღესვე გადაეგზავნება. „დღეს, დავადე ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი, თ...

პრეზიდენტი

1716040897

საზოგადოება

„ერთნაირსქესიანთა ქორწინება ევროკავშირის 27-დან 25 ქვეყანაშია დაკანონებული, დავალება მიიღეს, გააკეთეს“ - ირაკლი ღარიბაშვილი

„ევროკავშირის 27 ქვეყნიდან უკვე 25 ქვეყანაში არის დაკანონებული ერთნაირსქესიანთა ქორწინება, დავალება მიიღეს, გააკეთეს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მის...

ირაკლი

1716035177

სპორტი

დავითაშვილი სეზონის ბოლო მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

საფრანგეთის ლიგა 2-ის ბოლო ტურში ზურიკო დავითაშვილი „ბორდო“-„პოს“ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა ლიგა 2-ის სეზონი საშინაო გამარჯვებით დაამთავრა. „ბორდომ“ მატჩი გაეტა...

ზურიკო დავითაშვილი

1716031806

საზოგადოება

„მე იმისთვის მაქვს ცოდნა, რომ სხვას გავუზიარო, დავიცალო და ახალი შევივსო... დღეს მოკამათეები არ უსმენენ ერთმანეთს“ - რას ამბობს ელდინო საღარაძე

მსახიობი, პოეტი და პედაგოგი ელდინო საღარაძე, გადაცემა ჩვენი ოჯახის ეთერში კამათის კულტურასა და მის მნიშვნელობაზე საუბრობს. „მე გავსებული ვარ რაღაცა ცოდნით თავდაჯერებული ვარ და ვჯდები საკამათოდ. დღეს მ...

პოეტი

1716027897

ახალი ამბები

ევროსაბჭოს მინისტერიალზე მიღებულ დეკლარაციაში საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარი დაუჭირეს

 სტრასბურგში 16-17 მაისს ევროპის საბჭოს 133-ე მინისტერიალი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ. აღსანიშნავია, რომ წლევანდელი მ...

ევროსაბჭო