მეუფე დიმიტრი: „მრევლის სიხარულის ცრემლი უფრო მეტია ჩემთვის, ვიდრე ზენონის უაზრო ამბიციები“
ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი მეუფე დიმიტრი შიოლაშვილი მეუფე ზენონის შესახებ განცხადებას აკეთებს.
მეუფე დიმიტრის თქმით, არ შეიძლება, რომ მღვდელმთავარი მრევლს ერთ დღეს ფინანსურ მხარდაჭერას სთხოვდეს და მეორე დღეს ბრბოს ეძახდეს.
„ჩვენი მთავარი დანიშნულებაა ამ კონფლიქტში, მრევლის სატკივარი და საჩივარი მიგვეტანა ეკლესიამდე. არ შეიძლება მღვდელმთავარი მრევლს ერთ დღეს ფინანსურ მხარდაჭერას სთხოვდეს და მეორე დღეს ბრბოს ეძახდე, ტაძრიდან აძევებდე, მონატრებულ სამშობლოზე აუგს ეუბნებოდე, პოლიციას აჭერინებდე. ჩვენ ეს მოვახერხეთ, ეკლესიის ყურადღება მივიპყარით იქ არსებულ სერიოზულ პრობლემებზე. კრებაზე დამსწრე მღვდელმთავრებმა (მისმა თანამზრახველებმაც კი) ერთხმად მივიღეთ მისი სამღვდელმთავრო კათედრის დატოვების გადაწყვეტილება. გინდა შეთქმული მეძახოს მთავარეპისკოპოსმა ზენონმა, გინდა მოღალატე. მრევლის სიხარულის ცრემლი გაცილებით უფრო მეტია ჩემთვის, ვიდრე ზენონის უაზრო ამბიციები“, – აღნიშნულია მეუფე დიმიტრის განცხადებაში, რომელსაც „ფორმულა“ ავრცელებს.
18 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქო მთავარეპისკოპოს ზენონთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და იგი დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის ხელმძღვანელობიდან გათავისუფლდა.
ასევე საინტერესოა:
🔵 „სამუდამოდ ჩამოშორდეს ეპისკოპოსი ზენონი ეპარქიას“ - ლონდონის ტაძრის მრევლი მიმართვას ავრცელებს
1794245742
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: სურვილი გვაქვს ერთი, ეს აგენტურა უნდა მოსცილდეს ქართულ პოლიტიკურ ველს
სურვილი გვაქვს ერთი - ეს აგენტურა უნდა მოსცილდეს ქართულ პოლიტიკურ ველს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობაზე საუბრისას გ...
1794244555
ახალი ამბებიმაია ბითაძე კინოსტუდია „ქართული ფილმის“ საქმიანობას ადგილზე გაეცნო
კულტურის მინისტრი მაია ბითაძე პირველ მოადგილე მიხეილ კიკნაძესთან ერთად კინოსტუდია „ქართულ ფილმს“ ეწვია. მინისტრი კინოსტუდიის ინფრასტრუქტურას, საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და სამუშაო პროცესის სპე...
1794243834
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ვინც არ ნანობს, მას არც მიეტევება, სააკაშვილს 11 წლის მოხდა მოუწევს
ვინც არ ნანობს, მას არც მიეტევება, ასე რომ, სააკაშვილს თავისი 11 წლის მოხდა მოუწევს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვი...
1794241289
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი აშშ-თან ურთიერთობაზე: ბურთი მათ მოედანზეა და იციან ჩვენი მზადყოფნა, რომ ნებისმიერ დროს დავსხდებით მათთან ერთად და დროსა და სივრცეში გავწერთ გზამკვლევს, სადაც ორივე მხარის ინტერესები იქნება ასახული
ბურთი მათ მოედანზეა და იციან ჩვენი მზადყოფნა, რომ ნებისმიერ დროს დავსხდებით მათთან ერთად და დროსა და სივრცეში გავწერთ გზამკვლევს, სადაც ორივე მხარის ინტერესები იქნება ასახული, - განაცხადა გადაცემაში „...
1794239050
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძე: ჩვენი ურთიერთობები ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობამდე გაიზარდა, ამ ახალმა სტატუსმა უკვე მოიტანა პირველი ხელშესახები შედეგები როგორც ჩინეთში, ისე საქართველოში
საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ ჩინეთის წამყვან საერთაშორისო სატელევიზიო არხთან CGTN-თან ინტერვიუში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და მიღწეულ...































