"მოსწავლეების მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ მასწავლებელს 8 წელი მიესაჯა" - ქალთა უფლებათა დაცვის ორგანიზაცია "საფარი"

"მასწავლებელს, რომელსაც საკუთარი მოსწავლეების მიმართ განხორციელებულ გარყვნილ ქმედებაში ედებოდა ბრალი, საქალაქო სასამართლომ 8 წელი მიუსაჯა".

ამის შესახებ ინფორმაციას ქალთა უფლებათა დაცვის ორგანიზაცია „საფარი“ ავრცელებს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, საქმეში დაზარალებულად სულ 4 მოსწავლე იყო ცნობილი. მათგან ორის ინტერესებს „საფარის“ იურისტი, თამარ ლუკავა იცავდა.

„მოზარდი გოგონები 12 და 13 წლისები არიან.

მათ დაზარალებულის სტატუსი საქმეში „საფარის“ ჩართვის შემდეგ, 2022 წლის მარტში მიიღეს. მას შემდეგ „საფარის“ შუამდგომლობით არაერთი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა.

სასამართლომ მასწავლებელი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მეორე ნაწილის ვ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს გარყვნილ ქმედებას დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით 14 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან.

მოზარდი გოგონების მშობლების ინფორმაციით, პოლიციისთვის მიმართვამდე მათ საქმის კურსში ჩააყენეს სკოლის დირექცია, თუმცა ფაქტს დირექტორისგან შესაბამისი რეაგირება არ მოჰყვა.

საქმეში არსებობს წერილიც, რომელიც მოსწავლეებმა დირექტორს მისწერეს მასწავლებლის მიერ მათ მიმართ განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით. 

ერთ-ერთი დაზარალებული გოგონას დედა ამბობს, რომ საქმის გახმაურება ბევრს არ სურდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი საზოგადოების შესაძლო რეაქცია იყო:

„ბევრს არ სურდა ამ საქმის გახმაურება. სხვადასხვა რეაქცია მოჰყვა ამ ამბავს, მაგრამ სამართალი არსებობს ამ ქვეყანაში. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ მშობელი ყოველთვის გვერდით დაუდგება. ყველა ნორმალურმა და მოსიყვარულე მშობელმა იგივე უნდა გააკეთოს. არ უნდა შეეშინდეს კრიტიკის ან იმის, რომ თითით საჩვენებლები გახდებიან“.

ამ ეტაპზე სასამართლო სკოლის დირექტორის ბრალდებაზე მსჯელობს, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო აქვს შეფარდებული.

პროკურატურამ მას ბრალი დანაშაულის დაფარვის მუხლით წარუდგინა“,აღნიშნულია „საფარის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

* "როცა იმ ადამიანის ოჯახის წევრი ხარ, ვინც იძახის, რომ ხელისუფლებას ქვეყანა რუსეთისკენ მიჰყავს, ლეგიტიმურია კითხვა: ამდენ ხანს, თავად რატომ არ წამოვიდა? - საგარეო საქმეთა სამინისტრო ის უწყებაა, რომელიც უშუალოდ აგებს პასუხს ქვეყნის კურსზე"

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1714829025

მსოფლიო

რუსეთმა ზელენსკიზე ძებნა გამოაცხადა

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იძებნება. შესაბამისი ინფორმაცია დეპარტამენტის მონაცემთა ბაზაში გამოჩნდა, იუწყება „რია-ნოვოსტი“. ინფორმაციაში ა...

ზელენკსი

1714827186

ახალი ამბები

ქუთაისი-სამტრედიის გზაზე მომხდარი ავარიის დროს 4 ადამიანი დაშავდა

ქუთაისი-სამტრედიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს 2 ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. შემთხვევის ადგილზე საპატრულო და კრიმინალური პოლიცია და სა...

პოლიცია, ლენტი, პატრული

1714822469

ახალი ამბები

მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. მორწმუნეებმა ქრისტიანული სამყაროს ყველაზე დიდი სასწაული კიდევ ერთხელ იხილეს. ცეცხლი, ტრადიციისამებრ, მაცხოვრის საფლავზე მდებარე კუვუკლიიდან იერ...

წმინდა ცეცხლი

1714818067

საზოგადოება

„ბოლშევიკები სხვას არაფერს აკეთებდნენ, რომელი მართლმსაჯულებით და უფლებით არბევ მორალურად, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს?“ - თორნიკე ნაროზაული

პოეტი თორნიკე ნაროზაული აქციის მონაწილეების მხრიდან საზოგადოების წევრების და მათ შორის, ცნობადი სახეების მიმართ ბულინგის და ზეწოლის შემთხვევებს ეხმიანება. პოეტი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს,...

თორნიკე ნაროზაული

1714815767

სოციალური მედია

„ეს კანონი მხოლოდ მიზეზია, რაზედაც შეძელით და მოტყუებით გამოიყვანეთ ხალხი, ზუსტად იცოდით რაზე აენთებოდა ახალგაზრდების გულები“ - ზურა ხაჩიძე

მომღერალი ზურა ხაჩიძე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს აფასებს და სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც  უცვლელად გთავაზობთ: „იცით რატომ ვერ გიტანთ ხალხი, რატომ ვეღარ მობრუნდებით? რატომ არ დავუ...

მომღერალი ზურა ხაჩიძე