"როცა იმ ადამიანის ოჯახის წევრი ხარ, ვინც იძახის, რომ ხელისუფლებას ქვეყანა რუსეთისკენ მიჰყავს, ლეგიტიმურია კითხვა: ამდენ ხანს, თავად რატომ არ წამოვიდა? - საგარეო საქმეთა სამინისტრო ის უწყებაა, რომელიც უშუალოდ აგებს პასუხს ქვეყნის კურსზე"
"გირჩი - მეტი თავისუფლებას" ლიდერის ზურა ჯაფარიძის ცოლი ნატა ქორიძე საგარეო საქმეთა სამინისტროდან რეორგანიზაციის მიზეზით გაათავისუფლეს.
ამ ფაქტს თავად ჯაფარიძე პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უწოდებს.
ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ამ ფაქტს და შეფასებებს და წერს:
"თუ პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს ზურაბ ჯაფარიძის მეუღლე, ეს უკანონობაა პირდაპირ და ამაზე ორი აზრი არაა, მაგრამ მოდით, სხვა მხრიდანაც შევხედოთ ამ ამბავს:
მე ასევე ლეგიტიმური მგონია კითხვა:
ამდენ ხანს თავად რატომ არ წამოვიდა ამ სამინისტროდან?
როცა იმ ადამიანის ოჯახის წევრი ხარ, ვინც იძახის, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება ქვეყანას ღალატობს, არის რუსული ხელისუფლება და საქართველო რუსეთისკენ მიჰყავს, რად გინდა ასეთი ხელისუფლების ნაწილად ყოფნა?
გასაგებია, რომ პოლიტიკური თანამდებობა არ ეკავა, მაგრამ საგარეო საქმეთა სამინისტრო ის უწყებაა, რომელიც უშუალოდ აგებს პასუხს ქვეყნის კურსზე.
თუ ივანიშვილს რუსეთისკენ მიჰყავს ქვეყანა და დარჩიაშვილი ჯიუტად დასავლეთისკენ გვექაჩება?
ნუ ისიც შეიძლება, რომ არ ეთანხმება მეუღლეს, ქვეყანა რუსეთისკენ მიდისო,რომ იძახის... ესეც ვარიანტია", - წერს მეტრეველი.
ამავე თემაზე:
* ზურა ჯაფარიძის ცოლი წერს, რომ 17 წლიანი მუშაობის შემდეგ, საგარეო საქმეთა სამინისტროდან გაათავისუფლეს
1790529939
ახალი ამბებიიონათამიშვილი პარაძიუდოს ნაკრების გამარჯვებაზე: სიმბოლურია, რომ 27 სექტემბერს ფინალში გადამწყვეტ ბრძოლაში სოხუმელმა გიორგი ქალდანმა მეტოქეს 15 წამში მოუგო! ვთქვით ფინალის წინ და გავაკეთეთ - სოხუმისათვის! საქართველოსთვის!
„თქვენს ძლიერ მუხლს და მარჯვენას გაუმარჯოს, ბიჭებო!“ - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის დეპუტატი რატი იონათამიშვილი საქართველოს პარაძიუდოს ნაკრების გამარჯვებას. „პირველად ისტორიაში - საქართველოს პარაძ...
1790527143
ახალი ამბებითბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება ფოტოგამოფენითა და ისტორიული ნივთების ექსპოზიციით გაიხსნა. ფო...
1790523869
ახალი ამბებიპენიტენციური სამსახური: მსჯავრდებულ არჩილ მუსელიანცის განცხადებები სისტემის დისკრედიტაციის მცდელობაა
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება მსჯავრდებულ არჩილ მუსელიანცის მიერ მედიით გავრცელებულ ბრალდებებს და აცხადებს, რომ ცნობები არასათანადო პირობებისა და სამედიცინო მომსახურების შეზღუდვის შესახ...
1790520378
ახალი ამბებიოთარ კიტეიშვილი: ხვალინდელ თამაშში მოედანზე ჩვენგან იგრძნობთ იმ სიყვარულს, რომელიც ფეხბურთელებს სამშობლოსა და ერთმანეთის მიმართ გვაქვს
საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა ოთარ კიტეიშვილმა ერთა ლიგის მეორე ტურში უკრაინის ნაკრებთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან აღნიშნა, ყველა ფეხბურთელი ცდილობს მაქსიმუმი გააკეთოს და იმე...
1790518047
ახალი ამბებიშიო მესამე: მოთმინებით, სიმდაბლით, ლოცვით როდესაც ვიღებთ, ვზიდავთ ჩვენს ჯვარს, მაშინ ეს ჯვარი ჩვენთვის აუცილებლად სულის მარგებელი გახდება, მაშინ ამ ცხოვრებისეულ გზაზე ვივლით ქრისტესთან ერთად და გვექნება ნამდვილი სულიერი სიხარული, აღდგომის სიხარული
„მოთმინებით, სიმდაბლით, ლოცვით როდესაც ვიღებთ, ვზიდავთ ჩვენს ჯვარს, მაშინ ეს ჯვარი ჩვენთვის აუცილებლად სულის მარგებელი გახდება; მაშინ ამ ცხოვრებისეულ გზაზე ვივლით ქრისტესთან ერთად და გვექნება ნამდვილ...































