ნაცმოძრაობა "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონის გამკაცრების საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის
ოპოზიციური პოლიტიკური პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონის გამკაცრების საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის.
ინფორმაციას 1tv-ge ავრცელებს.
საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ცვლილებების მიხედვით, პირებს, რომლებიც რაიმე ფორმით მონაწილეობდნენ ან დღემდე მონაწილეობენ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციასა და სამხედრო აგრესიაში, საქართველოში შემოსვლა და ეკონომიკური აქტივობების განხორციელება აეკრძალებათ.
ცვლილებებით, დღეს მოქმედი კანონით დადგენილი შეზღუდვები ყველა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირზე უნდა გავრცელდეს, რომელთა მხრიდანაც საქართველოს და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია და სამხედრო აგრესია ხორციელდება.
ამასთან, პროექტით, ყველა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომლებსაც კანონი აქვთ დარღვეული, ეკრძალებათ საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერი ეკონომიკური (სამეწარმეო ან არასამეწარმეო) საქმიანობა, მიუხედავად იმისა, ხორციელდება თუ არა იგი მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად. ასევე, საქართველოში მოქმედ ყველა სახის იურიდიულ პირს ეკრძალება დაფინანსების მიღება პირდაპირ ან ირიბად ყველა იმ ფიზიკური და იურიდიული პირის მხრიდან, რომლებსაც აღნიშნული კანონი აქვს დარღვეული.
ზემოთ აღნიშნულია გარდა, ცვლილებებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებსაც აღნიშნული კანონი აქვთ დარღვეული, საქართველოში შემოსვლა ეკრძალებათ.
ასევე დაგაინტერესებთ:
1791304037
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: როგორ შეიძლება, მოლდოვა უსწრებდეს საქართველოს, რომელიც გამჭვირვალობის კუთხით პირველ ადგილზეა, თუ სხვა სახელმწიფოსთან შეერთების ხარჯზე გვაჯობებს, ამის ნამდვილად არ შეგვშურდება
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირში გაერთიანების გზაზე მოლდოვას მიღწევებთან დაკავშირებით ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას ეხმიანება. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრი...
1791299576
ახალი ამბებიჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს
„პირველი არხის“ ყოფილი ჟურნალისტი, ნოდარ ჩაჩუა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია „რუსთავი 2-ს" საქართველოს პროკურატურაში დაუდასტურეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია ნო...
1791299385
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ბრიუსელი ნელ-ნელა უკან იხევს საკუთარი დაპირებიდან ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით, კანდიდატ ქვეყნებშიც ამაზე დიდი სკეფსისია
ეროვნულ ინტერესებს არასდროს უნდა ვუღალატოთ, ეროვნული ინტერესები ყოველთვის მდგომარეობს მშვიდობიან განვითარებაში, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და კეთილდღეობის ზრდაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლ...
1791298228
საზოგადოება„რთველი ჩვენი ტრადიციების და ჩვენი იდენტობის ნაწილია“ - მაკა ბოჭორიშვილმა დიპლომატიურ კორპუსს წინანდალში უმასპინძლა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს წინანდალში რთველში უმასპინძლა. დიპლომატები გაეცნენ ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვ...
1791297512
ახალი ამბებიეთერ ლიპარტელიანი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია
ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ძიუდოში, ეთერ ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველ ძიუდოისტს ძალიან ცოტა დააკლდა, რომ ზედიზედ მეორედ გამხდარიყო მსოფლიოს ჩემპიონი. 57 კგ წონით კატეგორია...






























