როდესაც ხელისუფლება ქვეყნის ინტერესებს არ იცავს, საზოგადოება და ოპოზიცია უნდა იყოს ძალიან აქტიური - ელენე ხოშტარია

მსოფლიოს უნდა გავაგონოთ, რომ საქართველო არის იმ ქვეყნების რიგში, რომლისთვისაც რუსეთის დღევანდელი ქმედებები მიუღებელია, - ამის შესახებ „დროა“-ს ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ უკრაინის საელჩოსთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საზოგადოება უნდა შეთანხმდეს, რომ საკითხი არის საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული
„პუტინს სურს, რომ ჰქონდეს აბსოლუტურად ურყევი კონტროლი კონკრეტულად ევროპის ნაწილზე, რომელშიც ჩვენც ვხვდებით. როდესაც საქართველოს ხელისუფლება არ მოქმედებს, ეს ის კი არ არის, რომ ვინმეს მიმართ სოლიდარობას აკლებს, არამედ ჩვენივე ინტერესებს არ იცავს ამ სიტუაციაში. როდესაც ხელისუფლება ქვეყნის ინტერესებს არ იცავს, მით უმეტეს როდესაც მათ ლეგიტიმაციის სერიოზული პრობლემა აქვთ, საზოგადოება და ოპოზიცია უნდა იყოს ძალიან აქტიური. ჩვენ არ ვთმობთ ამ ქვეყანას, „ქართულ ოცნებას“ როგორც უნდა, ისე ხომ არ იქნება? სწორედ ამიტომ, მსგავსი აქციები ძალიან მნიშვნელოვანია, რათა უკრაინელებს გავაგონოთ ჩვენი ხმა. ასევე მსოფლიოსაც უნდა გავაგონოთ, რომ საქართველო არის იმ ქვეყნების რიგში, რომლისთვისაც მიუღებელია რუსეთის დღევანდელი ქმედებები“, - აღნიშნა ხოშტარიამ.
მან ასევე ისაუბრა იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომელიც, მისი აზრით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადადგას.
„პირველი - ჩვენს პარტნიორებთან, მათ შორის აშშ-სთან საჭიროა იმის თქმა, რომ მეტად ახსენონ საქართველო უკრაინასთან ერთად. ამასთან, რეგიონის ქვეყნებთან, სადაც უშუალოდ „მოქმედებების თეატრი“ არის განვითარებული, მათ შორის ბალტიის ქვეყნებთან, პოლონეთთან, თუნდაც დროებით უსაფრთხოების ალიანსზე და გუნდზე საუბარი არის საჭირო. ალიანსზე, რომელიც ერთად გაუმკლავდება ამ საფრთხეს და დასავლეთთან ერთი ხმით ისაუბრებს. ასევე საჭიროა პირდაპირი და აქტიური კომუნიკაცია უკრაინელებთან - დახმარება, რომელიც შეიძლება იყოს ჰუმანიტარული და ამაზე უნდა იყოს ღია და აქტიური კომუნიკაცია. ასევე აუცილებელია საოკუპაციო ხაზიდან გატაცებული ადამიანების პრობლემებზე ხშირად საუბარი. პრემიერ-მინისტრი უნდა ადგეს, იქ ჩავიდეს და იქედან ჩაერთოს CNN-ს. ეს არის ელემენტარული, რაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შეუძლიათ, რომ გააკეთონ“, - განაცხადა ხოშტარიამ.

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵გურჯაანში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა

🔵„მალე მსოფლიოს დიდი ნაწილი ცეცხლის ბურთში გაეხვევა და ამ ცეცხლში რუსეთიც მოჰყვება“ - ლელა კაკულია

🔵ბუსტერი ამცირებს „ომიკრონის“ სიმპტომურ ინფექციებს, ბუსტერის გამო ისინი თითქმის განახევრებულია - ზაზა წერეთელი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1715695699

ახალი ამბები

სავარაუდოდ დავით ქაცარავა დააკავეს

ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ დამფუძნებელი დავით ქაცარავა თბილისში, მიმდინარე აქციის დროს დააკავეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე ავრცელებს.  „დააკავეს დავით ქაცარა...

საზოგადოება

1715695070

სოციალური მედია

სავარაუდოდ ლაზარე გრიგორიადისი დააკავეს

პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ლაზარე გრიგორიადისი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას აქტივისტის დედა, თამთა კალანდაძე ავრცელებს. „დიახ მეგობრებო ლაზარე ისევ დაიჭირეს“, - წერს ის. შეგახს...

ზოგადი

1715691426

ახალი ამბები

„აუცილებელია, რომ პროტესტი გადაიზარდოს ფართომასშტაბიან დაუმორჩილებლობაში“ - ხატია დეკანოიძე

„აუცილებელია, რომ პროტესტი გადაიზარდოს ფართომასშტაბიან დაუმორჩილებლობაში, გაფიცვებში“,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა. ამით, დეკანოიძე გამოეხმაურა პარლამენტის მიერ „უ...

პოლიტიკა

1715691360

ახალი ამბები

პარლამენტში 14 მაისის 17:00 საათიდან უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდება

„14 მაისს, წითელი დონის დროს საქართველოს პარლამენტში არ დაიშვება არცერთი პირი, გარდა პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ საფრთხის სპეციფიკისა და მისი თავიდან აცილების საჭიროების შესაბამისად განსაზღვრული...

პარლამენტი

1715688174

ახალი ამბები

პარლამენტმა „გამჭვირვალობის შესახებ კანონი“ დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. კენჭისყრაზე რეგისტრაცია 116-მა დეპუტატმა გაიარა. კანონის მიღებას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, წი...

პოლიტიკოსები